x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოჩვენებითი დაავადებები და რეალური დიაგნოზი

* ტკივილი გულის არეში, გულის აჩქარება, ტკივილი მკერდის არეში.

* კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა.

* ტკივილი და სიმძიმე წელის არეში.

* თავის ტკივილი (ქრონიკული, შაკიკი, პულსირებული, ყრუ).

* სიმძიმე სხეულში, ართრიტი.

* ტემპერატურის მომატება დღის საათებში (დილა საღამოს ნორმალურია).

* ყლაპვის გართულება, საყლაპავი მილის შეკუმშვის და ყელში ბურთის გაჭედვის და მოგუდვის შეგძნება.

* გულისრევა (უპირატესად, ლორწოს ამოსვლა), კუჭის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, მუცლის ტკივილი.

* სისუსტე, დაღლილობა, სიცარიელის შეგრძნება.

* თავბრუ, დაუძლურება.

* დამბლა და ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ადგილებში.


image

imageეს არის სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადების დროს შეიძლება ჰქონდეს ადამიანს (ყველა ერთად არა) და უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია არასრულია. მისი გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უფრო სწორედ იქამდე, ვიდრე ყველა სახის ორგანული პათოლოგია არ დასახელდება...

ჩვენს ორგანიზმზე აისახება ყველაფერი, რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვმალავთ, საკუთარი თავისგანაც კი. მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაგროვილი პრობლემები თავს გვახსენებს და ამა, თუ იმ დაავადების სახით ვლინდება. როგორც ამბობენ, «ტვინი ტირის, ცრემლი კი – გულს, ღვიძლს, კუჭს... სდისო». მაგრამ, შესაძლებელია, ეს დაავადებები, მხოლოდ მოჩვენებითი იყოს, ავადმყოფობას ორგანული საფუძველი არა ჰქონდეს და ის ფსიქოსომატური აშლილობით იყოს გამოწვეული.

ფსიქოსომატური აშლილობა (ბერძ. psyche — სული და soma — სხეული) — არის ნერვო-ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული, შინაგანი ორგანოების ფუნქციების და სისტემების დარღვევ.

ფსიქოსომატურ აშლილობას ხშირად სომატურ (ორგანულ) პათოლოგიებში ურევენ და ადამიანი «ჩაკეტილ წრეში» ხვდება: იწყება სიარული ექიმებთან და წამლების სმა, რომელსაც ორგანიზმისთვის, ზიანის მეტი, სხვა შედეგი არ მოაქვს. ექიმს ექიმი ცვლის, წამლების ერთ პარტიას – მეორე... და ეს წრე იმდენად მტკიცეა, რომ «მკურნალობა» იქამდე გაგრძელდება (ხან წლობითაც), ვიდრე პაციენტს ექიმი არ შეხვდება, რომელიც მას ექიმ-ფსიქოთერაპევტთან გაგზავნის.

რა ხდება სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმში ფსიქოსომატური აშლილობის დროს? სუბიექტურად, პაციენტი რეალურად გრძნობს ტკივილს (სახსრების, თავის, კუჭის) ან სხვა პრობლემები (გულის აჩქარება, კიდურების კანკალი, შიშები) აწუხებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაშო, «ნევროზად» ნათლავენ და დამამშვიდებლებს უნიშნავენ. მაგრამ, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. საქმე იმაშია, რომ თავის ტვინი დამახინჯებულ ინფორმაციას იღებს ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ანუ ესა თუ ის ორგანო რეალურად ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანს ის მაინც სტკივა. ასეთი პაციენტების დასამშვიდებლად, ექიმები ამბობენ, რომ ამ ჩივილებს რეალური საფუძველი რომ ჰქონდეს, ავადმყოფი კარგა ხნის წინ დაიღუპებოდა. თუმცა, პაციენტისთვის, რომელიც რეალურად ცუდად გრძნობს თავს, ეს დიდი შეღავათი არ არის.

imageორგანიზმში დამახინჯებული ინფორმაციის «გავრცელების» ძირითადი მიზეზი, თავის ტვინში ნეირომედიატორების* სიმცირე არის – არ ხდება ნეირონებს (ტვინის უჯრედები) შორის იმპულსბის გადაცემა და ტვინი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე კარგავს კონტროლს.

*ნეირომედიატორი არის ნივთიერება, რომელიც ნეირონებს ერთმანეთთან «საუბრის» საშუალებას აძლევს. მეცნიერებმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გაარკვიეს, რომ ნერვული იმპულსები, ელექტრული სიგნალების სახით გადიან ნერვული უჯრედების წანაზარდებში (მორჩებში). მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისი არ არის, რადგან ნერვულ დაბოლოებასა და ნერვულ უჯრედებს შორის, არსებობს ნაპრალები და მაშინ როდესაც სინაფსში (შეხვედრის ადგილი) მივა ელექტრო სიგნალი, ნერვული დაბოლოებიდან დიდი ოდენობით არაერთგვაროვანი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომლის თითოეული სახეობა გარკვეული ფუნქციების ნაკრებზე აგებს პასუხს. ეს ნივთიერება გადასცემს ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონს და ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილებს. ნივთიერებას, რომელიც კავშირს ამყარებს ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ნერვულ სისტემას შორის, ნეირომედიატორი ეწოდება.

image

ამრიგად, ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტტერები, შუამავლები) — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებია, რომლის გარეშე ინფორმაციის გადაცემა არ მოხდებოდა ნერვულ უჯრედებსა კუნთოვან ქსოვილებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარეშე, ადამიანის სხეულის ფუნქციონირება და არსებობა შეუძლებელია.

image

ნეირომედიატორებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სერატონინია. სწორედ ის არის ორგანიზმის ფუნქციების მთავარი მაკონტროლებელი. გარდა ამისა, სერატონინური სისტემა თავის ტვინს მუშაობასაც აკონტროლებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სერატონინი არა მარტო ნეირომედიატორი, ჰორმონიც არის. რომლის გამომუშავება ტვინის გარდა, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია მხოლოდ ნეირომედიატორზე, რომლის დონე, თავის ტვინში, ინტელექტუალურ პროცესებს (ყურადღება, მეხსიერება), კონცენტრაციის უნარს, შრომისუნარიანობას... განსაზღვრავს. ორგანიზმში მისი დონის შემცირება დეპრესიას, შფოთს, გაღიზიანებას და უძილობას იწვევს. სერატონინი გავლენას ახდენს ორგანიზმის ბუნებრივ გამაყუჩებელ სისტემაზც. ამიტომ, ამ ნეირომედიატორის დაბალი კონცენტრაცია, მუდმივი სიმძიმის, დაღლილობის და ტკივილის შეგრძნებას მიზეზი ხდება, ხოლო მისი დონის დარეგულირება, ფიზიკურ დისკომფორტს აღმოფხვრის.

image

თავის ტვინში, სერატონინის დონის ნორმაში მოსაყვანად, ანტიდეპრესანტები ინიშნება, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა, დაავადების სირთულეზე და პაციენტის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

imageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში

მეცნიერთა რეკომენდირებით! სასარგებლო რჩევები თავის ტვინისთვის

ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ

0
1972
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0