x
image
alex999
Mediator image
5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! (III ნაწილი)

ადამიანის ყველაზე ძირითად ისტიქტს, გადარჩენის და სიცოცხლის ინსტიქტი წარმოადგენს. ზოგადად ადამიანებს შეუძლებელი რაც ჰგონიათ, იმის გაკეთება უწევთ, მაშინ როდესაც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის რჩებიან. დღევანდელი სტატია ზუსტად ამ თემას ეხება! წარმოგიდგენთ 5 რეალურ ისტორიას, სადაც ადამიანების დაუჯერებელ გადარჩენაზე იქნება საუბარი.


1. არონ როლსტონი - 2003 წელი, დიდი კანიონი


image


რეალური მოვლენა, რომელიც 2003 წელს განვითარდა. მთამსვლელი, სახელად არონ როლსტონი დიდ კანიონში გაიჭედება, 5 დღის განმავლობაში მას ძალიან დიდი სირთულეების გადატანა მოუწევს, თუმცა საბედნიეროდ ცოცხლად გადარჩენას მოახერხებს, როლსტონი ერთ ხელს მოიჭრის. ამ თემასთან დაკავშირებით გირჩევთ უყუროთ ფილმს, სახელწოდებით - 127 საათი, სადაც ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი.





2. ჰიუ გლასი - 1823 წელი


image


ჰიუ გლასი, ცნობილია იმით, რომ არაადამიანურ ტკივილს გაუძლო. გლასი რამოდენიმე მონადირესთან ერთად ეწეოდა ბეწვეულით ვაჭრობას. ერთხელ მათ პირისპირ შეეჩეხათ გრზილი. მეგობრებმა დაჭრილი გლასი დატოვეს ადგილზე, რათა მოძრაობას შეაფერხებდა. გლასმა დაჭრილ მდგომარეობაში 160 კილომეტრის გავლა მოახერხა, ამისთვის 6 კვირა დასჭირდა, მაგრამ ცოცხლად გადარჩენა მოახერხა.






3. ჯო სიმპსონი - 1985 წელი, ჰიმალაები


image


1985 წელს, ჯო სიმპსონი ჰიმალაების მწვერვალისკენ მიემგზავრებოდა. ერთ-ერთ გორაკზე ასვლისას მან ფეხი მოიტეხა. 3 დგეში მან ხოხვით 7 კილომეტრი გაიარა, რითაც გადარჩენა მოახერხა. გამოჯანმრთელების შემდეგ, მან დაწერა საკუთარი წიგნი სახელწოდებით - "Touching The Void", რომელიც შემდეგში ფილმად გადაიღეს.




4. ჯულიენ კოპკი - 1971 წელი, პერუ

image


1971 წელს, ჰაერში მეხის დაცემის შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდება ტყეში. ამ უბედურ შემთხვევიდან, დაჭრილ მდგომარეობაში გადარჩება 17 წლის ჯულიენი. 9 დღის მანძილზე, ის სიცოცხლის შესანარჩუნებლად უღრან ტყეში სხვადასხვა ცხოველების წინააღმდეგაც იბრძოდა. როდესაც მდინარის სანაპიროს აღმოაჩენს, იპოვის ხის ნავს, სადაც ბენზინის ბალონს აღმოაჩენს. ამ უკანასკნელს დაჭრილ ფეხზე დაისხავს ჭრილობის სტერილიზაციისთვის. მოგვიანებით უკან დაბრუნებული მეტყევეების მიერ იქნა გადარჩენილი.





5. ბეკ ვიდერსი - 1996 წელი, ევერესტი

image


1996 წელს, ბეკ ვიდერსი მეგობრებთან ერთად, ევერესტის მწვერვალისკენ მიემგზავრება. მთამსვლელობის პროცესში იგი ჩამოვარდება, მეგობრების აზრით, ბეკი ცოცხალი უკვე აღარ იქნებოდა და გზას განაგრძობენ. როდესაც ბეკი გონს მოვიდა, გადაწყვიტა ხოხვით მისულიყო ბანაკამდე, საიდაც დაიწყეს მგზავრობა. დიდი სირთულეების შედეგად, ბეკმა მიაღწია ბანაკამდე, მას ერთი მკლავი მოკვეთეს, გარდა ამისა მეორე ხელის 4 თითი და ცხვირიც.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება!

2. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! (II ნაწილი)

3. მსოფლიოს პირველი მობილური შენობა, რომელიც ფიზიკის კანონებს დაარღვევს! წარმოგიდგენთ analema -ს!

4. მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!


5. ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან!

0
577
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0