x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას ფიქრობენ რუსები საქართველოს შესახებ. საინტერესო ფაქტები ჩვენზე, მათი გადმოსახედიდან

საქართველოში ლეგენდები და ტრადიციები უცვლელია. იქ ჩასული უცხოელის დახვდება: ადგილობრივი მოსახლეობის უჩვეულო ყოფა, მათი ტემპერამენტული საუბრის მანერა, უსაზღვრო კეთილგანწყობა და უცნობი ადამიანის სახლში მიწვევის წესი, თუნდაც ჭიქა ღვინოს შესასმელად, რაც ასე უჩვეულოა ცენტრალური რუსეთის მკვიდრისთვის. ეს ყველაფერი ტურისტს აფიქრებინებს, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მაგრამ, ეს ნამდვილად მიწიერი ქვეყანაა და მას საქართველო ჰქვია…
მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისმა ფართობმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. იქ იმდენი უჩვეულო და საინტერესო რამ არის, რომ ყველაფრის სანახავად, ერთი, თუნდაც, ყველაზე დიდი შვებულება, საკმარისი ნამდვილად არ იქნება.


image


1. უცხოელები ამ ქვეყანას Georgia-ს ეძახიან, ხოლო ქართველებისთვის ის საქართველოა.

2. საქართველო ხანდაზმულების ქვეყნად ითვლება. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, დრო, რომელსაც ადამიანი სტუმართან ატარებს, ასეკში არ ეთვლება. შესაძლებელია, სწორედ ეს იყოს მათი სტუმართმოყვარეობის მიზეზი?
3. როგორც წესი, საქართველოში ქორწილი მრავალრიცხოვანია. მას მხოლოდ ნათესავები და მეგობრები კი არა, მეგობრების მეგობრებიც ესწრებიან. ასეთ ღონისძიებაზე მიწვევის შემთხვევაში, უარის თქმა არ შეიძლება, რადგან მსგავსმა საქციელმა შეიძლება გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს. ამასთან, ქართულ ქორწილში ნამდვილად ღირს წასვლა.

4. ქართული სიმღერა «ჩაკრულო», 1976 წელს, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა, როგორც გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის, წარმოდგენის შესაქმნელად, კაცობრიობის მუსიკალური შესაძლებლობების შესახებ.
5. გარკვეულ ასოებზე და მარცვლებზე, ჩვენთვის ჩვეული მახვილები, ქართულ ენაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს დიდი და პატარა ასოები და მამრობითი და მდედრობითი სქესი, რომელიც შემდგომში კონტექსტით ვლინდება.

6. ოჯახური ურთიერთობები და ნათესაური კავშირები ძალიან მტკიცეა, ხოლო მამის სიტყვა «გასაჩივრებას არ ექვემდებარება».
7. 2006 წელს, ევროპაში და დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოულარული მომღერალი ქართველი ემიგრანტი ქეთი მელუა იყო. იმავე წლის შემოდგომაზე, ის გინესების წიგნში შევიდა, ჩრდ. ზღვაში, ყველაზე ღრმაწყლიანი (- 303 მ, ზღვის დონიდან) კონცერტის ჩატარების გამო.

8. საქართველოში დაიბადა, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი პოეტი, ვ. მაიაკოვსკი. ის დას. საქართველოში მდებარე ქ. ბაღდადში მოევლიან ამ ქვეყანას.

9. 1950 წ. 21 მარტს, საქართველოში დაიბადა რუსი პოლიტიკოსი სერგეი ლავროვიც, რომელმაც თავისი ცხოვრების პირველი წლები, ძველ თბილისში, არარატის ქუჩაზე გაატარა. მისი ნამდვილი გვარი კალანტაროვი არის და ლავროვი მოგვიანებით, დედამისის მეორე ქორწინების შემდეგ გახდა.
10. ქართულ ნაციონალურ სამზარეულოში არის კერძები, რომლებიც ხელით იჭმევა. მაგ., ხინკალი მხოლოდ ხელით უნდა მიირთვათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რესტორანში იმყოფებით.


image


11. საქართველოში ძალიან მოსახერხებელია მოგზაურობა ავტოსტოპით – ბევრი მძღოლი მზად არის ტურისტი სრულიად უფასოდ წაგიყვანოს და გზაში, საკუთარი ქვეყნის შესახებ, რამდენიმე ლეგენდაც მოუყვეს.
12. რუსულად ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი საუბრობს, ვინც სსრკ-ს დაშლას მოესწრო. ახალი თაობა არჩევანს ინგლისურზე აკეთებს. თუმცა, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ახალგაზრდები ინგლისურ ენასთან ერთად, რუსულსაც ეუფლებიან.

13. საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინის ჭყრჭელი და ვაზის ნაშთები არის აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქართველების კი არა, ღვინის სამშობლოც არის.

14. ქართველებს ძალიან უყვართ და ამაყობენ საკუთარი სამშობლოთი. მაშინაც კი, როდესაც ქვეყნიდან მიემგზავრებიან, ფულის შოვნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ და თუ ამას ვერ ახერხებენ, საკუთარ ფესვებს არასოდეს ივიწყებენ.
15. საქართველოს სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობაა. ის წმ. ნინომ გაავრცელა, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ბოდბის მონასტერში ცხოვრობდა. ქვეყანამ ქრისტიანობა IV საუკუნეში მიიღო, ეს კი ბევრად უფრო ადრე მოხდა, ვიდრე კიევის რუსეთში. ქართველები ძალიან რელიგიურები და მორწმუნეები არიან.

16. საქართველოში პრაქტიკულად აღმოფხვრილია კორუფცია და ბიუროკრატია.

17. 2000 წლიდან ქვეყანაში ტურიზმის განვითარება დაიწყო. განვითარდა სამთო-სათხილამურო კურორტებიც: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, და თეთნულდი.

18. ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებ ევროპაში, სადაც მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე არის – უშგულია. ის ზემო სვანეთში, 2.300 მ-ზე მდებარეობს.

19. გადმოცემის თანახმად, ქუთაისიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარე მღვიმეში, ყველასთვის ცნობილი, ძვ. ბერძნული მითოლოგიური ლეგენდის გმირი, პრომეთე იყო მიჯაჭვული, რომელმაც ადამიანებს ცეცხლი აჩუქა, რის გამოც დაისაჯა კიდეც.


image


20. ქვეყანაში ღირსშესანიშნაობის უმრავლესობის ნახვა უფასოდ შეიძლება. ხოლო, თუ რომელიმეზე თანხის გადახდას ითხოვენ, ის დიდი არ არის.

21. თუ თქვენ სტუმრად მოხვდებით ქართულ ოჯახში, იქიდან მშიერი არასოდეს წამოხვალთ – მასინძლები სუფრაზე ყველაფერს აწყობენ, თუნდაც ეს ოჯახის უკანასკნელი მარაგი იყოს.
22. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარში წახვალთ, აუცილებლად შეევაჭრეთ გამყიდველს. პირველი ფასი თითქმის ასასოდეს შეესაბამება რეალურად არსებულს. საერთოდ ყველგან ივაჭრეთ, სადაც დაფიქსირებული ფასები არ არსებობს.
23. ქართული ეროვნული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები, იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.

24. საქართველოში დღემდე არსებობს ახალგაზრდა კაცის მიერ, საცოლეს მოტაცების შემთხვევები. თუმცა, ამჟამად, ასეთი რამ, მხოლოდ გოგონას თანხმობით ხდება.
25. საქართველოს ტერიტორია ფაქტიურად გაჯერებულია მინერალური წყლებით. იქ 2 500-მდე მინერალური წყაროა.
26. ალბათ, გსმენიათ, ძველი ბერძნული ლეგენდა, არგონავტების და ოქროს საწმისის შესახებ? ეს ყველაფერი სწორედ იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დღეს საქართველოა. როდესაც ბერძნებმა საქართველო აღმოაჩინეს, მას «ამომავალი მზის ქვეყანა» უწოდეს.

27. საქართველოში არ არის ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი. გაზის და ელექტროგამაცხელებლები ინდივიდუალურად არის დამონტაჟებულია როგორც კერძო სექტორში, ისე ბინებში.

28. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაინახავთ, რომ ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს ლოყაზე კოცნიან. ეს ტრადიცია არ ითვალისწინებს არც სქესს და არც ასაკს. როდესაც ისინი სტუმრად მიდიან, ყველას კოცნიან – მასინძლებს და მათ მისვლამდე, მისულ სტუმრებს.

29. საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, მაგ., თბილისში და ბათუმში, ზამთარში თოვლის მოსვლა, რაღაც არაორდინალურ მოვლენად ითვლება. ამიტომ, როდესაც თოვლი მოდის, ყველა, დიდია-პატარიანად, ქუჩაში გამოდის და ხალისობს. ასეთი დღეები ხომ სულ რამდენიმეა წელიწადში.


image


30. ჩვენთან არსებობს სტერეოტიპი, რომ ქართველებს არ უყვართ რუსები – ეს ასე არ არის, ისინი დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ მოსახლეობა პასუხისმგებელი არ არის იმის გამო, რასაც ზემდგომი აკეთებს და რომ, თუ ადამიანი კარგია, მის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

image

1
388
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
388
  
2017, 13 მაისი, 8:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1