x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
უსაფრთხოების 10 წესი,რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ შვილებს

image

სანამ ბავშვს დამოუკიდებლად გაუშვებთ გარეთ, აუცილებლად ასწავლეთ უსაფრთხოების წესები. ამაში ქვემოთ მოცემული ილუსტრაციები დაგეხმარებათ.


არ გაამხილოს სახელი და გვარი

imageარ დააწეროთ ბავშვის საკონტაქტო მონაცემები მის ნივთებზე. თუ უცნობი სახელით მიმართავს ბავშვს, ეს ნდობას გამოიწვევს ბავშვში, რითაც ზოგიერთმა შეიძლება ბოროტად ისარგებლოს. მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც აუცილებელია და არ გსურთ დაიკარგოს-მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და არა თქვენი შვილისა.



გაიქცეს მანქანის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს

imageასწავლეთ ბავშვს, რომ არ ჩაუჯდეს მანქანაში უცნობებს. ასწავლეთ ასევე, რომ თუ მანქანა მისდევს და მძღოლი ტკბილეულს ან გასეირნებას სთავაზობს, არ მიუახლოვდეს და მანქანის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გაიქცეს. ეს მას დროს მოაგებინებს, რომ დასახმარებლად ვინმეს მიმართოს.


მოიფიქრეთ ოჯახური პაროლი

imageმოიფიქრეთ პაროლი, რომელიც მხოლოდ ოჯახის წევრებს გეცოდინებათ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს პატარას ვინმე წაყვანას დაუპირებს და ეტყვის, რომ დედამ ან მამამ გამოგზავნა, ბავშვს შეუძლია პაროლი მოსთხოვოს. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გაგზავნით ვინმეს ბავშვების მოსაყვანად, ცხადია პაროლიც უნდა გაანდოთ. პაროლისთვის მოიფიქრეთ რამე უჩვეულო, მაგ “ფუმფულა ფორთოხალი."


ჩამოტვირთეთ საძიებო აპლიკაცია

imageGPS გადამცემის მეშვეობით თქვენ ხედავთ სადაა ბავშვი და მისი ტელეფონის ბატარიის მდგომარეობასაც ამოწმებთ.


Life360 Locator iOS | Android

GPS Phone Tracker iOS | Android



ატაროს საათი განგაშის ღილაკით

image


მოწყობილობები განგაშის სიგნალით-არის საათების, ბრელოკების და მედალიონების სახით. სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ თვალს ადევნებთ ბავშვის ადგილმდებარეობას, ხოლო ღილაკზე თითის დაჭერისას სიგნალს მიიღებთ.


BuddyTag


Major-GSM Panic



იყვიროს “მიშველეთ, არ ვიცნობ..."

image

ასწავლეთ ბავშვს “ცუდად მოქცევა" თუ ის უცნობმა დაიჭირა:უკბინოს, დაკაწროს, მაქსიმალურად გაუწიოს წინააღმდეგობა და მთელი ხმით იყვიროს. შეგიძლიათ სახლში პატარა რეპეტიციაც გაიაროთ:)


არ აყვეს საუბარში და დაიჭიროს დისტანცია

imageდაარიგეთ ბავშვი არ აყვეს უცნობს საუბარში და 5 წამში სხვა ადგილას გადავიდეს, ამასთან, დაიკავოს პირთან, რომელიც მასთან გამოლაპარაკებას ცდილობს, დისტანცია 2-2, 5მ.


არ შევიდეს ლიფტში უცნობთან ერთად

image

ასწავლეთ ბავშვს დაელოდოს ლიფტს ზურგით კედლისკენ, რათა დაინახოს, ვინმე ხომ არ უახლოვდება უკნიდან. თუ უცნობი შეიპატიჟებს არ შევიდეს ლიფტში, უთხრას, რომ მშობელს ელოდება.


არ თქვას, რომ მშობლები შინ არ არიან

imageთუ კითხვაზე- “ვინ არის?"- პასუხს არავინ სცემს ან უცნობი პირია, არავითარ შემთხვევაში არ გააღოს კარი, თუნდაც უცნობმა უთხრას, რომ ოჯახის მეგობარია, სანტექნიკოსია და ა.შ. ამ შემთხვევაში ბავშვმა აუცილებლად უნდა დაურეკოს მშობლებს ან მეზობლებს.


არ შეხვდეს ინტერნეტ ნაცნობებს

imageაუხსენით ბავშვს, რომ არ შეიძლება ინტერნეტში გაცნობილ ადამიანთან ოჯახზე, მშობლების საქმიანობაზე ლაპარაკი, დაარიგეთ, რომ არ გასცეს თავისი ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია, რადგან 10 წლის ლუკა შესაძლოა სულაც არ იყოს 10 წლის და ავი განზრახვით მოქმედებდეს. რთულია თანამედროვე ცხოვრებაში ბავშვი კომპიუტერს მოარიდო, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვებს აუხსნათ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტ-ნაცნობობა.

0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0