x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინამ თურქეთში სამხედრო ნაწარმის გამოფენაზე უახლესი რეაქტიული ყუმბარმტყორცნი წარმოადგინა

image უკრაინის სამხედრო–სამრეწველო კონცერნმა "Укроборонпром", თურქეთში გამართულ საერთაშორისო სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე "IDEF-2017" პირველად წარმოადგინა უახლესი გადასატანი რეაქტიული ყუმბარმტყორცნი.
როგორც კონცერნის პრეს–სამსახურმა განმარტა, ყუმბარმტყორცნის სროლის მანძილი 70 მეტრიდან 2 კილომეტრამდეა, პირდაპირი სროლისას კი 600 მეტრი.
ყუმბარმტყორცნი შექმნილია "Луч"–ის საკონსტრუქტორო ბიუროში, რომელიც ზემოთაღნიშნული კონცერნის შემადგენლობაში შედის. იარაღი განკუთვნილია მსუბუქად დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკის გასანადგურებლად, ასევე დოტის და ძოტის საწინააღმდეგოდ, ასევე ბლინდაჟებში თუ ტრანშეებში მყოფი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ.
გამოფენაზე უკრაინამ ასევე წარმოადგინა უპილოტო ჯავშანტრანსპორტიორი "Фантом", ჯავშანტრანსპორტიორები "БТР-3Е1" და “Дозор-Б”, ასევე საბრძოლო ტანკი "Оплот", ტანკის ძრავები და აგრეგატები, სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები.
როგორც ერთერთი გამომცემლობა იუწყება მარტში "Укроборонпром"–მა მოახდინა უკრაინის თავდაცვის უწყების სპეციალისტებისათვის ახალი საბრძოლო მოდულის "Штурм-М" ჩვენება, რომლითაც აღჭურავენ კიევის ჯავშანსატანკო ქარხნის მიერ დამზადებულ "БТР-3ДА"–ზე, რომლითაც მარაგდება უკრაინული ქვედანაყოფები ანტიტერორისტული მოქმედებების ზონაში.
"Фантом"
image
"БТР-3Е1"
image “Дозор-Б”
image БМ "Оплот"

image
"Штурм-М"
image
"БТР-3ДА"

image

0
220
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0