x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე საშინელი სასკოლო ექსკურსიები (+ ვიდეო)
image
ექსკურსია სანატრელი სიტყვაა ბავშვის და არა მარტო ბავშვის, უფროსის ლექსიკონშიც. ის ყოველთვის რაღაც ახლის, საინტერესოს ნახვასთანაა დაკავშირებული, თანაც აუცილებლად კოლექტიური ხასიათისაა და ტარდება სასწავლო, სპორტული ან გართობის მიზნით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერაფერს გაუგებ, ვერ მიხვდები რა მიზანი ამოძრავებდა მათ. ჩვენს ვიდეორგოლში სწორედ ასეთი უჩვეულო შემთხვევებია მოცემული:

1. ორმა მოზარდმა თვითონ, დამოუკიდებლად მოიწყო ექსკურსია ჟენევაში, რადგან დაასკვნეს, რომ სასკოლო ექსკურსია უინტერესო იყო. ისინი სტრიპტიზ კლუბს ეწვივნენ, სადაც მოცეკვავემ გაძარცვა და უკაპიკოდ დატოვა. ბავშვებმა ვეღარც სასტუმროს მიაგნეს და საშველად პოლიციას მიმართეს.

2. ბარსელონის პლაჟზე მასწავლებელმა ბავშვებს მოსთხოვა მზისგან დამცავი კრემის წასმა. მათ ყურიც კი არ შეიბერტყეს და შედეგმაც არ დააყოვნა. რამდენიმე მათგანმა ექსკურსია საავადმყოფოში განაგრძო.

3. კიდევ ერთი კლასი მასწავლებელთან ერთად სან–დიეგოში გაემგზავრა ექსკურსიაზე. წარწერას, სადაც ეწერა "ნუდისტური პლაჟი", მასწავლებელმა ყურადღება არ მიაქცია. ბავშვები შუა პლაჟზე აღმოჩნდნენ. ცხრა წლის მოსწავლეები შოკირებულნი დარჩნენ იმის დანახვით, თუ როგორ თამაშობდნენ ფრენბურთს შიშველი კაცები. მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბავშვებს კი ფსიქოლოგი მიამაგრეს.


4. შემდეგმა მასწავლებელმა ყველას გადააჭარბა. მან ბავშვები მორგში წაიყვანა. ეს ბევრს არ ესიამოვნა, თუმცა არ შეეწინააღმდეგნენ. მასწავლებელმა პატარები შეიყვანა იმ ოთახში სადაც მათი გარდაცვლილი თანაკლასელი იყო და მუშაობდა მოსამართლე ექსპერტი. ბავშვებმა ნახეს როგორ ჭრიდნენ მათ მეგობარს. ბევრმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ფსიქოლოგებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ მათთან სამუშაოდ.

5. 29 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებელმა პორტუგალიაში წაიყვანა. მან უფლება მისცა ბავშვებს დამთვრალიყვნენ და ღამის კლუბს სწვეოდნენ. ერთ-ერთს ტელეფონიც კი ათხოვა, გოგონებისთვის რომ დაერეკა და თავისი სასტუმროს ნომერი დაუთმო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წყვილმა კამერა შენიშნა. ის თურმე მასწავლებელმა ჩართო, რომ ბავშვების ქმედება გადაეღო.







როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)


საშინელი ამბავი, რაზეც 40 წელი დუმდნენ


ავი სულები, რომლებსაც ხალხისგან მოშორებით, მთებში ახლაც პოულობენ


ქმარმა ცოლი და საყვარელი ერთად გაუშვა დასასვენებლად...

0
1728
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1728