x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა სიმპტომები ახასიათებს ინსულტს, ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება? ცნობილი ნევროლოგი გირჩევთ!
image
როგორ დავიცვათ თავი ინსულტის განვითარებისგან, ამას მოსკოვის ნევროლოგიის ცენტრის დირექტორი, მარინე ტანაშიანი გვირჩევს.



ვინ არიან ინსულტის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები?


ადამიანები ინსულტის ნულოვანი რისკით არ არსებობენ, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მის განვთარებაზე.


რისკ ჯგუფს წარმოადგენენ:
1. ინსულტის ალბათობა მკვეთრად იზრდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში;


2. 70 წელს ზემოთ ინსულტი უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, ვიდრე ქალებს;


3. მემკვიდრეობითი მიდრეკილება- ინსულტის ალბათობა იზრდება თუ პაციენტის
მშობლებს ან და-ძმას გადატანილი აქვთ ინსულტი, 60 წლამდე ასაკში.



ფაქტორები, რომელთა გაკოტროლებაც შესაძლებელია:



1. ჰიპერტენზია- ეს გახლავთ დარტყმის მთავარი "პროვოკატორი". იგი შეიძლება მედიკამენტების საშუალებით ვაკონტროლოთ;


2. მძიმე წონის შემთხვევაში სისხლძარღვების მუშაობა ფერხდება, რაც ხდება მიზეზი ინსულტის განვითარებისა;


3. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;


4. მავნე ჩვევები-სიგარეტზე უარის თქმით ინსულტის რისკს 10-15% ით შეამცირებთ. ალკოჰოლი წარმოქმნის არტერიულ წნევას, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მოძრაობას. image

არსებობს დაავადებები, რომლებიც ორმაგად ზრდის ინსულტის რისკს:


1. გულის ფიბრილაცია იგივე არითმია სისხლის კოლტების წარმოქმნას ზრდის, რომელთაც შეუძლიათ "საკუთარი ხელმძღვანელი დახვრიტონ". არითმიის სიმპტომები შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ასეთ დროს პაციენტებს უნიშნავენ ჰოლტერის მონიტორით გამოკლევას. ეს გახლავთ 24 საათიანი მონიტორინგი, როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ დღის განმავლობაში ისევე იტვირთება, როგორც ყოველღიურად და მონიტორი აფიქსირებს გულის რიტმის ცვლილებასა და მუშაობას;

2. ათეროსკლეროზი-ამ დროს წარმოქმნილმა სისხლის კოლტებმა შესაძლოა ტვინის სისხლძარღვების შევიწროება გამოწვიოს, რა დროსაც ინსულტი გარდაუვალია. ათეროსკლეროზის ნიშნებია სისუსტე, დაქვეითებული მგრძნობელობა, კიდურების სისუსტე, დროებით ხედველობის დაკარგვა. მისი დიაგნოსტირება ხდება თავის ტვინის
მაგნიტო-რეზონანსული კვლევის საფუძველზე. ამ კვლევის დროს სისხლძარღვები
დეტალურად ჩანს. მისი გაკეთებს 1-2 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული;

3. შაქრიანი დიაბეტი- ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის განვითარების რისკს ზრდის. მისი სიმპტომებია: წყურვილი, პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა- ვითარდება უკვე გვიან სტადიებში. მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია, სისხლის ანალიზის საშულებით, სადაც ზუტად გამოჩნდება სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე.image


რა წარმოადგენს რისკის ფაქტორს:


1. მუდმივი სტრესი და დაძაბულობა-ამ დროს იმატებს არტერიული წნევა, პაციენტს აქვს მუდმივად ჰიპერტენზია. პაციენტებს, რომელთაც ბავშვობიდან სისხლთარღვთა სისტემის სისუსტე ახასიათებთ, ექიმები უღცევენ, საერთოდ აარიდონ ნებისმიერ სტრესულ
სიტუაციას;


2. ფიზიკური გადატვირთვა- ეს განსაკუთრებით საშიშია ადამიანებისთვის, რომელთაც ანევრიზმა აქვთ. ფიზიკური აქტივობის დროს, შესაძლოა ანევრიზმა გასკდეს;


3. ცხელი ამინდი-სიცხეში არტერიული წნევა იზრდება. ხდება ორგანიზმის დეჰიდრატაცია
(გაუწყლოება), რაც ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. ამიტომ, მოერიდან
ცხელ ამინდში გარეთ გასვლას, განსაკუთრებით კი, მზის გულზე, ბაღში
მუშაობას.


რა არის მიკრო ინსულტი?- იგი ხშირად ახალგაზრდა ადამიანებს
უვითარდებათ. ნევროლოგები პაციენტებს აფრთხილებე, რომ ყურადღება მიაქციან
საკუთარ ჯანმრთელობას და სწრაფად იმკურნალონ. მიკრო ინსულტის განვითარება,
შესაძლოა წინა პირობა იყოს ჩვეულებრივი ინსულტის განვითარებისა. ამიტომ,
დროული და სერიოზული მკურნალობაა საჭიროimage
.

როგორ დავიცავთ თავი?

1. 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანმა ყოველ დილა-საღამოს უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა. ნორმალური წნევა გახლავთ 120/80-ზე;

2. ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას;სიმსუქნე დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის;

3. ფიზიკური აქტივობა- უნდა იყოს ზომიერი, ორგანიზმის ზედმეტად გადაღლა არ შეიძლება;

4. თავი აარიდეთ სტრესს- იგი ხშირ შემთხვევაში ჰიპერტენზიას იწვევს;


5. 40 წლის ასაკის ზემოთ ყოველწლიურად ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები:
სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, ასევე ლიპიდებისა და შედედების ხარისხი,
ჰოლტერის კვლევა (იგივე 24 საათიანი მონიტორინგი), თავის ტვინის
ულტრაბგერითი გამოკვლევა;

6. არ მოწიოთ. ალკოჰოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ დღესასწაულებზე, ისიც მცირე რაოდენობით. ისინი მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენენ თქვენს ჯანმრთელობაზე;


როგორ მივხვდეთ რომ ადამიანს ინსულტი აქვს?


1. სთხოვეთ ადამიანს გაიღიმოს, ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ "ცალყბად" იღიმის, რადგაც სახის ერთი მხარე პარალიზებული აქვს;


2. სთხოვეთ აწიოს ორივე ხელი. ინსულტის დროს პაციენტს მხოლოდ ერთი ხელის აწევა შეუძლია, მეორე პარალიზებულია;


3.სთხოვეთ გაიმეოროს რაიმე მარტივი ფრაზა. გამეორება ვერ იქნება სრულყოფილი და
მხოლოდ რამდენიმე ბგერას გაიგებთ, ინსულტის დროს პაციენტს უჭირს
მეტყველება და სიტყვებს გამართულად ვერ წარმოთქვამს.




გაითვალისწინეთ ეს რჩევები, გაუფრთხილდით თქვეს გულს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს!







იხილეთ აგრეთვე:

ყველაზე ეფექტური პროდუქტი გულის შეტევის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის და ქოლესტერინის თავიდან ასაცილებლად!


შეამცირეთ მაღალი არტერიული წნევა 5 წუთში, მედიკამენტების გარეშე!


ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს!



0
2541
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0