x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ქართული ავიაციის დღე
პირველი ქართველი ავიატორიქართული ავიაციის ისტორია 1908 წლიდან იწყება და პირველი ქართველი ავიატორის ბესარიონ ქებურიას სახელს უკავშირდება.

ბ.ქებურია დაიბადა 1870 წლის 15 თებერვალს, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში.

1908 წელს მან საკუთარი ხელით ააწყო მონოპლანი და საბურთალოს მთებიდან პირველი სატესტო ფრენა განახორციელა, თუმცა სრულფასოვანი ფრენა ვერ მოახერხა.

1909 წელს იგი წავიდა პარიზში პროფესიული საავიაციო განათლების მისაღებად, ხოლო 1910 კი დაამთავრა სასწავლებელი და მსოფლიოში რიგით 209-ე პილოტი გახდა.


ასევე აღსანიშნავია, რომ მანსაკუთარი სახსრებით შეიძინა იმ ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი, რითიც პარიზის თავზე მოაწყო სადემონსტრაციო ფრენები. აღნიშნულით იმდენად აღფრთოვანდა თურმე მისი საავიაციო სკოლის ხელმძღვანელი, რომ მას საჩუქრად ძრავის სათადარიგო ნაწილები აჩუქა.

1910 წლის ბოლოსთვის ქებურია საქართველოში დაბრუნდა და დიდუბის იპოდრომიდან თბილისის თავზე სრულფასოვანი ფრენა შეასრულა.

1913 წელს ქებურიამ თავისი მონოპლანით ბოლო ფრენა შეასრულა ბათუმის თავზე რომელიც წარუმატებელი გამოდგა და მონოპლანი ზღვაში ჩავარდა, საბედნიეროდ ქებურია მაშველებმა გადაარჩინეს.

ბესარიონ ქებურია გარდაიცვალა 1957 წელს 88 წლის ასაკში


გვახსოვდეს ჩვენი წინაპრები!!!

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:Tengu
Tengu
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0