x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თუ ბანკეტზე შარვლით წასვლას აპირებთ (რჩევა გოგონებს)
1. იყოს სპეციალურად შენს ტანზე შეკერილი, მორგებული.

image

მამაკაცური პიჯაკ-შარვალი დიდ თავდაჯერებულობას შეგძენს! შესანიშნავია მკაცრ სტილში გაფორმებული სამოსი. ემა სრულიად მომხიბვლელად გამოიყურება მასზე მორგებულ სმოკინგში, არ ჰგავს მამამისის საკუჭნაოდან აღებულს!



2. უარი არ თქვა დეკორატიული დეტალების დამატებაზე.

უიკ

კაბა რომ არ გაცვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გექნება ტიპიური საბანკეტო ბრწყინვალება. შეარჩიე წვრილი მძივებით ან რამე დეტალებით მორთული კოსტუმი. ემა სტოუნის მსგავსი უბრეტელო სტილით, თავს სუპერ დიდებულად იგრძნობ.


3. ჩაიცვი მოკლე ზედა.

იკო

გაბედული გოგონები ბანკეტზე წავლენ მოშიშვლებული ადგილით! სცადე მოკლე ტოპი პიჯაკის შიგნით, როგორც ლორდმა - მოარშიყე ნათელი კანისთვის. მიმზიდველობისთვის მბრწყინავი აქსესუარიც არ დაივიწყო.


4. აირჩიე ნათელი ფერი.

image ბანკეტზე შარვლით მისვლა უკვე თამამი განაცხადია, მაგრამ ფანატიკური მოდისთვის არჩევანი შავს +ნათელ ტონზე შეაჩერე. კარა დელევინის ლურჯი კოსტუმი სახალისო, საგაზაფხულო გრძნობებს აღგვიძრავს.


5. შეარჩიე მოშვებული, ფართო ქსოვილი.

imageდები რაიენის კოსტუმი შეიძლება თითქმის კაბა გეგონოს, მადლობა თავისუფალ, მოქანავე, მღელვარე ქსოვილს. ეს არაჩვეულებრივი სამოსია, თუ გსურს გამოიყურებოდე კომფორტულად შარვალში და იყო მომხიბვლელი იატაკამდე გრძელი ქსოვილით.


6. დაამატე თვალშისაცემი ფეხსაცმელი.

imageშეილინ ვუდლის ხმამაღალი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი მის გამხდარ შარვალს და კოსტიუმის პიჯაკს სრულიად გემოვნებიანს ხდის. ოჰ, და წითელი პომადა რა მაგარი იქნებოდა!


7. შეურიე სიკაშკაშე.


image

სხვადასხვა ფერების კომბინაცია არ იქნება ურიგო. მაგ. შარვალთან შედარებით უფრო ნათელი ფერის ზედა და ფეხსაცმელი. კლატჩი აუცილებლად, სათვალეც შეიძლება. განახლებული გაზაფხულის სურნელის შექმნით მიიქციე ყურადღება♥ წელს ტრენდებშია ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ყვითელი და მონაცრისფრო მწვანე.


imageსამოსის უნიკალურობისთვის, პირველ რიგში, მასში თავს კომფორტულად და ლამაზად უნდა გრძნობდე.

ვარცხნილობას და მაკიაჟს ბანკეტამდე რაც შეიძლება სწრაფად მიხედე.

შესანიშნავი სამოსი შეიძლება ბიუსტჰალტერის თასმებმა ან ნაკეცებიანმა კოლგოტკებმა გაგიფუჭოს. ყველაფერი გადაამოწმე!

დარწმუნდი, რომ თან გაქვს: ქინძისთავები, სარკე, საშრობი ქაღალდი, დეოდორანტი, დამატებითი ფეხსაცმელი, მობილური.

მაკიაჟი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, სწორად შეარჩიე!


ვფიქრობ, მოკლე შარვალიც შთამბეჭდავი იქნება^^

image

1
404
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
404
  
2017, 11 მაისი, 16:01
ბანკეტის რა მოგახსენო მაგრამ ისე მომწონს
0 1 1