x
image
გემი დალანდი
8 ტიპიური შეცდომა,რომელსაც ქალები ქვედა საცვლის არჩევისას უშვებენ
image


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლამაზ და ძვირიან თეთრეულს ყიდულობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რომ შემდეგ თავი უხერხულად არ იგრძნოთ.


პატარა ზომა

ქალების უმეტესობა პატარა ზომის თეთრეულს ყიდულობს. თავს ნუ მოიტყუებთ, რადგან ეს უხერხულობას შეგიქმნით. პატარა ზომის საცვალი მხოლოდ ნაკეცებს გააჩენს თქვენს გვერდებზე, მაშინ, როცა თქვენი ზომის საცვალი სხეულზე ორგანულად გერგებათ და დისკომფორტს არ გიქმნით.




არასწორად შერჩეული ფასონი

იმ შემთხვევაში, თუ ტანზე მომდგარ კაბაზე შეაჩერებთ არჩევანს, სტრინგი არ გამოგადგებათ, რადგან მისი კონტურები ადვილი შესამჩნევი იქნება კაბაზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ტრუსი-შორტი ჩაიცვათ, უხეში ნაკერების და სალტის გარეშე.


სქელი ნაკერები

უნაკერო ან წვრილნაკერიანი თეთრეული შედარებით ძვირია, მაგრამ გაცილებით მომგებიანია მათი ყიდვა, რადგან იმის განცდა, რომ სამოსზე ტრუსი გვეტყობა-არ შეგვაწუხებს.


ბადისებრი თეთრეული

შეიძლება იფიქროთ, რომ საუკეთესო არჩევანია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, მაგრამ ცდებით. ასეთი ბადისებრი ქსოვილი სინთეტიკაა და შესაბამისად ნამდვილად ვერ დაგიცავთ გაოფლიანებისგან, პირიქით. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური მასალისგან შეკერილ თეთრეულს.


თეთრი საცვალი თეთრი სამოსის ქვეშ

სწორი არჩევანია?არა! თეთრი საცვალი მკაფიო კონტრასტს ქმნის თქვენს კანის ფერთან და თუ თეთრი სამოსი, რომელიც უნდა ჩაიცვათ, “ლანდავს", მაშინ თქვენი ქვედა საცვალი უფრო შესამჩნევია. უმჯობესია ხორცისფერი ან უარეს შემთხვევაში მონაცრისფრო საცვალი შეარჩიოთ.


თეთრი საცვალი შავი ტანსაცმლის ქვეშ

იგივე მიზეზი. თუ კაბა ან შარვალი, შავი, თხელი ქსოვილისგანაა შეკერილი, მის ქვეშ თეთრი საცვალი სინათლეს ირეკლავს, იქნება ეს განათება თუ ფოტოაპარატის შუქი. შესაბამისად თქვენი საცვალი ნამდვილად არ დარჩება უყურადღებოდ.


თეთრეულის რეცხვა სრეცხის მანქანაში

ეს მხოლოდ ელასტიურობას უკარგავს თქვენს თეთრეულს. რეცხეთ ხელით ან მანქანაში, სპეციალურ ტომარაში და არავითარ შემთხვევაში ცხელი წყლით.



ყიდულობთ იაფიან თეთრეულს

უკვე მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ იცის, რომ უმჯობესია ერთი და ხარისხიანი შეიძინოთ, ვიდრე ხუთი უხარისხო.



0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0