x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მეცნიერებმა გაამხილეს რა საფრთხე ელის კაცობრიობას

როგორც მეცნიერები აცხადებენ, კაცობრიობას ორი სერიოზული საფრთხე ემუქრება, ერთი მათგანის თავიდან აცილება კი ადამიანის ძალებს აღემატება.

imageამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ოდესღაც დედამიწაზე მომხდარი დიდი გამყინვარება პლანეტა X-მა გამოიწვია, რომელიც თავის ორბიტაზე ბრუნს 27მლნ.წელში ერთხელ აკეთებს. ორბიტაზე მოძრაობისას, ამ პლანეტამ შესაძლოა კოიპერის სარტყელი გადაკვეთოს, საიდანაც სხვადასხვა სხეულებს მოიზიდავს, რომლებიც შემდეგ უამრავ წვრილ ნამსხვრევად იქცევიან და მზის სისტემაში შემოვლენ, რაც ხელს შეუშლის დედამიწაზე მზის სხივების მოხვედრას და ეს კლიმატის სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, შესაძლოა გამყინვარება განმეორდეს.

გარდა ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ამ პლანეტამ შესაძლოა დედამიწის დახრის კუთხეზე იმოქმედოს, რაც უმართავ პროცესებს გამოიწვევს, შეიცვლება მაგნიტური პოლუსები, ეს კი ყველა ცოცხალი არსების დაღუპვას ნიშნავს, რადგან დედამიწა გარკვეული დროით მაგნიტურ ველს დაკარგავს.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი ამ თეორიას არ იზიარებს, რადგან პლანეტა X რეალურად ჯერ არ აღმოუჩენიათ და მისი არსებობა მხოლოდ სხვადასხვა ვარაუდებს და მოსაზრებებს ეყრდნობა, რომლებიც ჯერ კვლევებით არ დადასტურებულა.


0
289
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0