x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ყველაზე დამანგრეველი იარაღი კაცობრიობის ისტორიაში (ნაწილი 2)
ატომური ბომბი


image


1945 წლის 16 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალამოგორდოს მახლობლად, უდაბნოში, ჩატარდა მსოფლიოში პირველი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის – ერთსაფეხურიანი ბომბის "Gadget" – ის გამოცდა.


image
ჰიროსიმას აფეთქება. ფოტო მშვიდობის მემორიალური მუზეუმიდან. (იაპონია.ჰიროსიმა.)




image ჰიროსიმას ნანგრევები ატომური აფეთქების შემდეგ. 1945 წლის სექტემბერი.



1945 წლის აგვისტოში ამერიკელებმა მთელ მსოფლიოს უჩვენეს ახალი იარაღის დამანგრეველი ძალა – ატომური ბომბებით მიწასთან გაასწორეს იაპონური ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი.

საბჭოთა კავშირმა ატომური იარაღის შექმნის შესახებ ოფიციალურად 1950 წლის 8 მარტს განაცხადა.


ქიმიური იარაღი


პირველად ქიმიური იარაღი 1915 წლის 22 აპრილს, ბელგიური ქალაქის, იპრის მახლობლად, გერმანელებმა რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს. გერმანელების მოწინავე პოზიციებიდან გამოშვებულმა გაზმა ქლორის უზარმაზარი ღრუბელი წარმოშვა, რითაც 15 ათასი კაცი მძიმედ მოიწამლა. აქედან 5000 გარდაიცვალა.


image ქიმიური დაბომბვა ვიეტნამში.


მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია ხშირად იყენებდა ქიმიურ იარაღს ჩინეთის წინააღმდეგ. ქალაქ ვოციუიზე 1000 ქიმიური ჭურვი ჩამოაგდეს, მოგვიანებით კიდევ 2500 ავიაბომბი ქალაქ დინსიანთან. ასე გრძელდებოდა ომის დამთავრებამდე. ქიმიური იარაღით 50 000 კაცი დაიღუპა, როგორც სამხედრო ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.


image ქიმიური იარაღით დაზიანებულები ვიეტნამში.


შემდეგი ნაბიჯი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ამერიკელებმა გადადგეს. ისინი აქტიურად იყენებდნენ მომწამვლელ ნივთიერებებს ვიეტნამის ომის დროს, 1963 წლიდან 72 მილიონი ლიტრი დეფოლიანტი ჩამოაგდეს. მას იყენებდნენ ტყეების გასანადგურებლად, სადაც ვიეტნამელი პარტიზანები იმალებოდნენ, აგრეთვე დასახლებული პუნქტების დაბომბვების დროს. დიოქსინი, რომელიც ყველა ხსნარის შემადგენლობაში იყო ადამიანის ორგანიზმში ილექებოდა და იწვევდა სისხლისა და თირკმლების ავადმყოფობას, ახალშობილების სიმახინჯეს. სტატისტიკის მიხედვით ქიმიური შეტევების შედეგად დაზარალდა 4, 8 მილიონი ადამიანი, მათი ნაწილი უკვე ომის დამთავრების შემდეგ.



0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0