x
image
თეონა გორდეზიანი
ადგილი, სადაც ადამიანები ფუტკრებივით შრომობენ...
ბავშვობაში ლექსებს ვწერდი... ამ გადასახედიდან უნიჭო ლექსებს. თავმდაბლობის გამო არა, ბევრი მიზეზია რის გამოც ამაში დარწმუნებული ვარ... ერთ-ერთი მიზეზი ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრის სიტყვებია ეს შენი საქმე არააო, თუმცა მანამდე დიდი ხნით ადრე გავანებე ამ საქმეს თავი...


პირველი ლექსი ჩემი დეიდაშვილის ნაჩუქარ ლამაზ ბლოკნოტში ჩავწერე და დედას ვანახე... ალბათ იფიქრა წავახალისებო და მომიწონა, აბა შენ იცი გააგრძელეო, ხოდა მეც გავაგრძელე... ვწერდი, ვწერდი და ვწერდი, როცა მუზა "მომაკითხავდა".


დაახლოებით 2 წლის შემდეგ დედამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანა შემოქმედ მოსწავლეთა კაბინეტში, არაჩვეულებრივ ქალბატონ ანო კასრაძესთან. უაღრესად განათლებულმა, გაწონასწორებულმა, შემოქმედებითმა ქალბატონმა ძალიან დიდი და საინტერესო გავლენა მოახდინა ჩემზე...


მასწავლიდა როგორ მეწერა სწორად, როგორ მექცია რაღაც უფრო დახვეწილად. ჩანახატების და ესეების წერა დავიწყე, მისწორებდა და რჩევებს მაძლევდა რა სად და როგორ აჯობებდა.



ერთ-ერთ ასეთ შემოქმედებით გაკვეთილზე გაზეთი "კვირის პალიტრა" დამახვედრა. როგორც ახლა ვიხსენებ ყოველკვირეული გაზეთის თვის ერთ ნომერში ერთი გვერდი მთლიანად მოსწავლეების იყო. მითხრა წარმოიდგინე, ვითომ ერთი მათგანი შენ ხარ და რას გამოაქვეყნებდიო. დავიწყე წერა სხვა ბავშვებთან ერთად . ნაწერებს ქალბატონი ანო კრიტიკულად გვიფასებდა და როგორც დიდებს ისეთ რჩევებს გვაძლევდა.


მერე გავიზარდე... ახლა იმდენი რამ ვიცი კვირის პალიტრის და ზოგადად პალიტრა მედიის შესახებ, რაზეც მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა. ეს ერთი ძალიან დიდი სახლია, სადაც ადამიანები ფუტკრებივით მუშაობენ და ყველა თავის საქმეს აკეთებს.


image


ჩემი შეცნობა გაზეთის ერთი გვერდიდან დაიწყო და დიდი ჰოლდინგის შეცნობამდე გაგრძელდა, რომელიც არამარტო გაზეთ "კვირის პალიტრის" გამოა ჩემთვის ახლობელი და საამაყო, არამედ იმიტომ... იმიტომ რომ, აერთიანებს კიდევ 2 მნიშვნელოვან

პერიოდულ გაზეთს, აერთიანებს 14 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს (რადიო პალიტრა), ტელევიზიას (პალიტრანიუსი), საინფორმაციო სააგენტოს ( ინტერპრესნიუსი), ლიტერატურის საგამომცემლო სახლს (პალიტრა L), პალიტრა მედიის შემადგენლობაშია წიგნების საცალო გაყიდვების ქსელები, რომლებიც გაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე მულტიპროფილური

მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღწურვილი სტამბა (კოლორი).


image


image


image


image


პალიტრა მედია მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს თავისი რესურსები ქვეყნის განვითარებისთვის წვლილის შესატანად. იგი არაერთი საქველმოქმედო აქციის, ასევე არაერთი საინტერესო პროექტის ორგანიზატორი და მონაწილეა.


მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ უამრავი საინტერესო რამის დაწერა შეიძლება, უფრო კონკრეტული დახასიათება, გამოკვეთილი პიროვნებების აღნიშვნა... ადამიანების, რომლებსაც ამ დიდ საქმეში მთავარი წვლილი შეაქვთ. ასე რომ, ამოუწურავია... მაგრამ სიტყვებით " პალიტრა მედია ყველაზე მსხვილი მულტიმედია ჰოლდინგია მთელ საქართველში, ამით ყველაფერი ნათქვამია...








0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0