x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
20 საინტერესო ფაქტი ეგვიპტის პირამიდების შესახებ

image


მიუხედავად იმისა, რომ პირამიდები უკვე ათასწლეულების მანძილზე არსებობს, ამ ნაგებობების ყველა საიდუმლო ბოლომდე მაინც არა არის ამოხსინილი. აქ იმ ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც უკვე ცნობილია და რომლის გამო, მეცნიერები აღარ კამათობენ:


1. ეგვიპტის პირამიდებს შორის, ყველაზე მეტად, გიზის პლატოზე მდებარე 3 პირამიდა (ხეოფსის, ხეფრენის, მენკაურას) არის ცნობილი. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ეგვიპტეში 140-მდე პირამიდაა აღმოჩენეილ.


2. პირამიდებს შორის, ყველაზე ძველად, ჯოსერის პირამიდა ითვლება.


3. ყველაზე მაღალი და დიდი, პირამიდებს შორის, ხეოფსის პირამიდაა. თავდაპირველად მისი სიმაღლე 146, 5 მ. იყო, ახლა – 138, 8 მ-ია.


4. გამოთვლების თანახმად, გიზის დიდი პირამიდა 2-დან – 30 ტონამდე მასის 2, 3 მლნ. ქვის ბლოკით არის აშენებული. თუმცა, ქვებს შორის არის 50 ტონიანი ბლოკებიც.


5. დიდ ბრიტანეთში ლინკოლნის კურთხეული ქალწული მარიამის საკათედრო ტაძარის აშენებამდე (1311 წ.), გიზის დიდი პირამიდა ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.


6. გიზის დიდი პირამიდა ყველაზე ძველია, ძველი მსოფლიოს 7 საოცრებას შორის და ერთადერთია, რომელიც დღემდე არსებობს.


7. პირამიდების მშენებლობაზე დაკავებული მუშების რაოდენობა უცნობია და როგორც ფიქრობენ, მინიმუმ 100 000 ათასი კაცი მაინც უნდა ყოფილიყო დასაქმებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცნობილი გიზის პირამიდების ასაკი ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 3 პირამიდის მშენებლობა პარალელურად მიმდინარეობდა.


8. ეგვიპტის ყველა პირამიდა მდ. ნილოსის დას. სანაპიროზეა აშენებული.

9. ექსპერტები თანხმდებიან, რომ პირამიდები აშენებულია ბლოკებით, რომლებიც ქვის სამტეხლოშია დაჭრილი, მაგრამ რა გზით და საშუალებებით მიიტანეს ქვები სამშენებლო ობიექტებამდე, უცნობია და ამ საკითხთან დაკავშირებით, დღემდე არ წყდება კამათი.


10. ძველ ეგვიპტეში პირამიდების მშენებლობების დასრულების შემდეგ, ამ ნაგებობების მშენებლობის ბუმი ნუბიაში (თანამედროვე სუდანი) დაიწყო. ამ რეგიონში 300-მდე პირამიდაა აშენებული, რომლის სიმაღლე 6-დან – 30 მ-მდე დიაპაზონში მერყეობს.


image


11. XII საუკუნეში ეგვიპტის II სულთანმა ალ-აზიზმა (1171 – 1198 წწ.), აიუბიდების დინასტიიდან, გიზის პირამიდების დანგრევა გადაწყვიტა. მაგრამ, ეს იმდენად მასშტაბური სამუშაო აღმოჩნდა, რომ მისმა ხელქვეითებმა ბრძანების შესრულება ვერ შეძლეს. მათი ქმედებების შედეგად, მხოლოდ მენკაურას პირამიდა დაზიანდა.


12. თავდაპირველად, პირამიდები კარგად გაპრიალებული კირქვით იყო მოპირკეთებული. როდესაც მას მზის სხივი ეცემოდა, ირეკლავდა და ბრილიანტივით ბზინავდა.


13. ვიდრე პირამიდები მოპირკეთებული იყო, მათი დანახვა იუდეის მთებიდან (ზღვის დონიდან 800 – 900 მ.) შეიძლებოდა.


14. პირამიდების ირგვლივ არსებული ძლიერი სიცხის მიუხედავად, პირამიდებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ყოველთვის 20 გრადუსის ფარგლებში მერყეობს.


15. ზუსტად გამოთვლა რთულია, თუმცა, ხეოფსის პირამიდის წონა, შეიძლება, 6 მლნ. ტონას აჭარბებდეს.


16. ხეოფსის პირამიდის წინა ფასადი ჩრდ. მიმართულებაზეა ორიენტირებული და თუ ოდნავი გადახრა შეიმჩნევა სიზუსტის თვალსაზრისით, მხოლოდ იმიტომ, რომ ათასწლეულების მანძილზე, პოლუსმა მდებარეობა შეიცვალა.


17. პირამიდების დღემდე არსებობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბლოკებს შორის უნიკალური ცემენტის ხსნარია გამოყენებული. მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს მისი ქიმიური შემადგენლობა და მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ის ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე ქვის ბლოკები, რომლითაც პირამიდები არის აშენებული.


18. პირამიდებს ჩვეულებრივი მუშები აშენებდნენ და არა მონები და პატიმრები, როგორც ისტორიულ სახელმძღვანელოებში წერია... და შესრულებულ სამუშაოში, გასამრჯელოსაც იღებდნენ.


19. ხეოფსის პირამიდაში არც ნახატებია და არც იეროგლიფები... და უფრო მეტიც, მასში მუმიაც კი არ არის აღმოჩენილი და მეცნიერების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ ხეოფსის პირამიდას მხოლოდ სამარხის დანიშნულება არა ჰქონდა.


20. კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც ყველა თანხმდება, ის არის რომ პირამიდების მშენებლობის მეთოდი, დროთა განმავლობაში, იცვლებოდა და უფრო გვიანდელი პირამიდები, ადრეული პირამიდებისგან განსხვავებულად არის აშენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკის ჩრდ-აღმ. ნაწილში შემორჩენილი ორი პირამიდა, ფორმით და მშენებლობის სტილით, ძალიან ჰგავს ეგვიპტის გვიანდელ პირამიდებს.


imageimageimageimageimageimageimageimage







0
434
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0