x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რატომ არის აუცილებელი ძილი ღამის 1 სთ-დან – 3 საათამდე (ეს მნიშვნელოვანია!!!)

image

ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი დღის რეჟიმი აქვს. ადამიანები და ცხოველთა სამყაროს დიდი უმრავლესობა დღე ფხიზლობს, ხოლო ღამე იძინებს. ამის მიზეზი, ჩვენს ორგანიზმზე მზის და მთვარის ზემოქმედება არის: მზე ააქტიურებს პროცესებს ორგანიზმში და მოქმედების ძალას გვაძლევს, ხოლო მთვარე, პირიქით – ადუნებს მას და დასვენების საშუალებას იძლევა. მზის ზეგავლენა, ორგანიზმს არ აძლევს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას, ხოლო მთვარე – არ იძლევა მოქმედების საშვალებას, ადამიანის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე.


მაშ ასე, ახლა კი იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას დღის რეჟიმის დარღვევა:

imageსაღამოს 9 -დან – 11 საათამდე ისვენებს გონება. ამ პერიოდში აზროვნების უნარის დაქვეითება ხდება, მაგრამ არა უცბად. ეს თანდათანობით ხდება და ჩვენთვის, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება. დროის ამ მონაკვეთში, ადამიანი თუ აქტიურად არის ჩართული აქიობაში, ტვინი გამოჩენილი ძალისხმევისთვის მეტისმეტად იტვირთება და ამ მდგომარეობის ნეგატიური შედეგი, წლების მანძილზე გროვდება.

როდესაც გონება ისვენებს, ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ამ პერიოდში, არა ღირს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, შექმნილი ცხოვრებისეული მდგომარეობის გაანალიზება ან თუნდაც, სხვებისთვის რჩევის მიცემა. როდესაც გონება დასვენებისთვის არის განწყობილი, პრობლემები ექმნება მეხსიერებასაც და თუ 21 - 23 საათებს შორის რამეს ვერ გაიხსენებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ადამიანი გონებას დასვენების უფლებას არ მისცემს, დროთა განმავლობაში, მას უმცირდება კონცენტრაციის და ნებისყოფის უნარი, ხდება კონფლიქტური და აგრესიული, უძლიერდება მადა და ძილის მოთხოვნილება და ეს ყოველივე, სერიოზული დაავადების, მხოლოდ საწყისი სიმპტომებია. გაარკვეული ერიოდის შემდეგ, ხდება ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობის განვითარება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ხშირია მაღალი არტერიული წნევები. კანი ფერმკრთალი, ხოლო გამოხედვა უსიცოცხლო ხდება. ხშირია თავის ტკივილი და ხდება გონებრივი განვითარების შეფერხება.

image11-დან 1-საათამდე ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს – ისვენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემა. დროის ამ პერიოდში, ფიზიკური აქტიობების შედეგი – სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, სხეულის დამძიმება, გონებრივი და ფიზიკური სისუსტე არის. ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენა მომენტალურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ მონაკვეთში, ორგანიზმის ფიზიკურად დატვირთვა მუდმივად ხდება, ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. კერძოდ, ხდება ცვლილებები ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში.

imageღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე ძილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ექმნება ადამიანის ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებს. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი არ აყოვნებს და ის გადაჭარბებული გაღიზიანებით, აგრესიით და ანტაგონიზმით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის დარღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ორგანიზმი ემოციურად იფიტება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ისტერია გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი, თანდათანობით ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ანუ, ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე, მეტისმეტად აფორიაქებულია, ხოლო შემდეგ, ღრმა დერესიაში ვარდება, რომლის დროსაც, თანდათანობით სუსტდება სმენა, ყნოსვა, მხედველობა, შეგრძნების უნარი და გემოვნების რეცეტორების აქტიურობა.

image

ამრიგად, ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ:

image

image საღამოს 9 -დან – 11 საათამდე – უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი გონებრივი საქმიანობა (ანგარიში, თარგმნა, გაკვეთილების მომზადება და ა. შ.).

image

image საღამოს 11-დან – 1 საათამდე – მოვერიდოთ ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას (კუნთები უნდა დავასვენოთ).

image

image

ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე – აუცილებლად უნდა დავიძინოთ.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები

რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში


6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში

2
1308
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1308
  
2017, 16 მაისი, 10:49
ძილით შეგიძლიათ საღამოს 22:00 სთ-ზეც დაიძინოთ. ეს თქვენი ნებაა. აქ საუბარია, რომ აცილებლად უნდა გეძინოთ 01:00-დან – 03:00-საათამდე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საქმე გაქვთ და ძილისთვის დრო არ გრჩებათ.
2017, 16 მაისი, 6:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2