x
მეტი
  • 21.09.2017
  • სტატია:69475
  • ვიდეო:322034
  • სურათი:423017
გილიემ ბალაგი:ლა ლიგას 5 საუკეთესო მწვრთნელი

image


ლა ლიგა კულმინაციას უახლოვდება, ამდენად, გილიემ ბალაგი გვთავაზობს საუკეთესო მწვრთნელების 5-ეულს:


1. ზინედინ ზიდანი ("რეალი")


მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ტაქტიკოსი არაა, მან მოახერხა საიდუმლო ფორმულის პოვნა, თუ როგორ შეინარჩუნოს კეთილგანწყობა გუნდში. თუ შევადარებთ ბარსელონას უკანა ხაზს რეალთან, ჩანს თუ როგორ მოხერხებულად იყენებს ზიდანი თავის შემადგენლობას.


image


2. ხორხე სამპაოლი ("სევილია")


იგი დაეხმარა გუნდს განსხვავებული სტილის დამკვიდრებაში, რამაც ხელი შეუწყო მათ დამაჯერებელ გამარჯვებებს.


image

3. მაურისიო პელეგრინო ("ალავესი")


ბალაგის აზრით, ეს ადამიანი საოცრებებს აკეთებს, ახალი მოთამაშეებით და აბსოლუტურად შეცვლილი ტაქტიკით. (რაც აისახა კიდეც "ბარსასთან" გამარჯვებაში და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ფრედ ნათამაშებ მატჩებში).


image


4. ხოსე ლუის მენდილიბარი ("ეიბარი")


ეიბარისთვის ევროპულ ფეხბურთთან მიახლოვება ამ სეზონში გასაოცარი მიღწევა იყო. მისი ეს ერთგვარი "აღზევება" კი მისი მწვრთნელის დამსახურებაა. (მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანი არმია ჰყავთ მაყურებლებისა).


image


და ბოლოს,

5. ეუსებიო საკრისტანი ("რეალ სოსიედადი")


მან საოცარი შედეგები დაგვანახა 2015 წლიდან მოყოლებული მუშაობისა, როცა გუნდი ჩაიბარა. ეუსებიომ გუნდი ლა ლიგის ფსკერიდან მე-9 ადგილამდე გადმოწია.

აღსანიშნავია, რომ მას თითქმის მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები ჰყავს გუნდში.

image


როგორც ხედავთ, ამ განაცხადში ვერც ლუის ენრიკე და ვერც დიეგო სიმეონე ვერ თავდებიან.







2
50
6-ს მოსწონს
ავტორი:მაგდა თავგაზაშვილი
მაგდა თავგაზაშვილი
50
  
ძალიან, თანაც :333 რეალურია, ისე.
8 მაისი, 19:44
ოპაა, საინტერესოა
0 1 2