x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სამამულო ომის ვეტერანი, საბჭოთა კავშირის გმირი", რომელიც მხოლოდ 44 წლისაა ანუ რუსეთო რა გეშველება ასეთი შვილების ხელში

image ეკატერინბურგში სამამულო ომში 9 მაისს გასამართი ღონისძიებების მოსამზადებელ ღონისძიებაზე გამოჩნდა "სამამულო ომის ვეტერანი, საბჭოთა კავშირის გმირი", რომელიც არც მეტი და არც ნაკლები 44 წლისაა.
მამაკაცს მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავთან, გამარჯვების ორდენთან ერთად უამრავი მედალი და ორდენი აქვს მიმაგრებული მკერდზე რითაც ჟურნალისტების დიდი ყურადღება მიიქცია. ამ მამაკაცმა ჯერ კიდევ 1 მაისს გამართული მსვლელობისას მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ერთერთი გამომცემლობის კერძოდ კი "E1.RU"–ს თხოვნით კითხვებს აღნიშნული პირის მედლებზე და ორდენებზე უპასუხა სამხედრო ტექნიკის მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრე ემელიანოვმა. თუ რა დამსახურებისათვის მიიღო აღნიშნულმა პირმა ამდენი მედალი თუ ორდენი მარტივად ახსნა მუზეუმის დირექტორმა.
საშუალო რიგში მეორე მედალი–გამარჯვება გერმანიაზე. სამი მედალი უმწიკვლო სამსახურისათვის, მეორე რიგი–გამარჯვების 50 წლისთავი და წითელი დროშის ორდენი, ასევე დიდების მეორე და მესამე ხარისხის ორდენები. მკერდის მარჯვენა მხარეს–გამარჯვების ორდენი, საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი. მის გვერდით სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენები. ასევე ბევრია მფრინავებისათვის განკუთვნილი ჯილდოები და საერთოდ ამ კაცის მკერდზე მიბნეული მედლები და ორდენები ქაოსურადაა მიბნეული, ეს მაშინ როცა მათი მკერდზე მიბნევა ხდება მკაცრი სიზუსტით–განაცხადა ალექსანდრე ემელიანოვმა.
"ბუნებრივია ამ კაცს არ შეეძლო "დაემსახურებინა" ეს ორდენები და მედლები, რადგან–გამარჯვების ორდენი მხოლოდ 20 ადამიანს მიენიჭა სამამულო ომის პერიოდში. დიდების ორი ორდენის კავალერებიც არცთუ ისე ბევრია და თითოეული მათგანის ვინაობა ცნობილია. შრომის წითელ დროშას 1991 წლიდან არავის არ ანიჭებენ. სამამულო ომი–ამ მედალს 1985 წლიდან არავის არ ანიჭებენ, მათ შორის სამამულო ომის ნამდვილ მონაწილეებსაც კი.
ფაქტი ერთია–ამ მამაკაცს არაფერი აქვს საერთო სამამულო ომთან და მით უფრო მის მკერდზე ასე უხვად მიბნეულ "ჯინჯილებთან" ხომ საერთოდ არაფერი აქვს საერთო, უბრალოდ ის თვითმარქვიაა, რომელმაც რაღაც ხერხებით ბლომად იშოვა ორდენები და მედლები, მათ შორის საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი"–განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.
image

1
261
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
0 1 1