x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ლორწოსგან
image

ლორწო ადამიანის ორგანიზმში წლობით გროვდება. მისი მეტნაკლებად რჩეული ადგილი კი ფილტვები გახლავთ. თანდათან ლორწო მაღლა ამოდის და ცხვირიდან გამოიყოფა. ზოგჯერ, რასაც ჩვენ ხველას ან გრიპს ვუწოდებთ, უბრალოდ ორგანიზმის მცდელობაა ლორწოსგან გათავისუფლდეს. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვიწყებთ ცხვირის წვეთების, ანტიბიოტიკების, ხველის წამლების მიღებას, ლორწოს გამოდევნის უნარს ვთრგუნავთ და უფრო ვასქელებთ.

ორგანიზმში დაგროვილი ლორწო შესანიშნავი საცხოვრებელია მავნე მიკროორგანიზმებისთვის, შლაკებისა და ტოქსინებისთვის.როგორც კი უმ საკვებზე გადახვალთ, ორგანიზმის დეტოქსიკაცია დაიწყება.

თავის ტკივილი, ხველა, სურდო, გულისრევა-ასე იწყება გაწმენდის პროცესი, ნუ შეშინდებით. კუნთების დატვირთვა და ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ ლორწოსგან გათავისუფლებაში.


ლორწოს დაგროვება სხეულის სხვადასხვა უბნებში ხდება, რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ, მთლიანად გაწმენდს თქვენს ორგანიზმს. შეიგრძნობთ, თუ როგორ სუნთქავს თქვენი ორგანიზმი და როგორ იწმინდება ამ მავნე დანალექისგან.


ელექსირის მოსამზადებლად აიღეთ ახალი ჯანჯაფილი, აათალეთ 1მმ სისქის ფირფიტები.1 ჩ.კ. ჯანჯაფილს დაასხით 0, 5ლ. მდუღარე წყალი და დადგით ცოტა ხნით. როცა შეგრილდება დაამატეთ 1ჩ.კ. თაფლი და ცოტა ლიმონის წვენი. მიიღეთ დღის განმავლობაში, თბილი სახით, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

0
292
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0