x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბანკმა გოგონას შეცდომით 4,6 მილიონი $ ჩაურიცხა. ნახეთ რაში დახარჯა, სანამ დააპატიმრეს
რას იზამდით, თუ ერთ დღესაც თქვეს ანგარიშზე აღმოაჩენდით 4, 6 მილიონ $–ს? რა თქმა უნდა ეს დაუჯერებლად და ოცნების მორიგ ნაყოფად ჟღერს, ფორტუნა ყველას როდის უმართლებს, თუმცა 22 წლის სტუდენტს მალაიზიიდან Kristin Jiaxin Li–ს ნამდვილად გაუღიმა ბედმა და მსგავსი შემთხვევა რეალობაში ჰქონდა. ლიმ მოახერხა წელიწადის მანძილზე 3, 3 მილიონი $–ის დახარჯვა, თუმცა ლამაზი ზღაპარი აქაც დასრულდა და კრისტინა ლი დააკავეს.


image


22 წლის კრისტინა ლი მალაიზიიდან სასწავლებლად იმყოფებოდა ინჟინერ–ქიმიკოსის ფაკულტეტზე ავსტრალიაში, როდესაც მოხდა ბანკის ეს საბიდისწერო შეცდომა და მის ანგარიშზე 4, 6 მილიონი $–ი დარიცხა. ნაცვლად იმისა, რომ ლის ამის შესახებ ხელისუფლებისთვის ეცნობა, ფული საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.


imageimageimage


ერთი წლის მანძილზე ლი ფულს ბრენდულ ტანსაცმელსა და ჩანთებში ხარჯავდა, სიდნეის დასავლეთით, პენტჰაუსში მდინარის ხედით Harbor Bridge in Rhodes–ზე ბინაშიც კი გადავიდა, სადაც თვეში 3 120 $–ს იხდიდა. თუმცა მისი ლამაზი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როდესაც ფულის დაკარგვა შენიშნეს ბანკში. ის სიდნეის აეროპორტში დააკავეს ავსტრალიის დატოვების მომენტში. მისმა მეგობარმა ბიჭმა თანხაზე სიმართლე მხოლოდ ლის დაპატიმრების შემდეგ შეიტყო.


image


მას ბრალი წაუყენეს თანხის თაღლითურ მითვისებასა და დანაშაულის დაფარვაში. დაკითხვის დროს კი გოგონა ირწმუნებოდა, რომ ეგონა თანხა მშობლებმა ჩაურიცხეს, როგორც სხვა შემთხვევებში. მისმა ადვოკატმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ლი გირაოთი გაათავისუფლეს, მის მშობლებს კი მთელი ამ თანხის დაფარვა მოუწევთ.



"ეს ის მომენტია, როდესაც ოცნებობ ფულზე და მემგონი ამაზე ყველა ჩვენგანი ოცნებობს და მას კი არ იპარავ, უცებ არსაიდან გეცემა"– ამბობს ლი. თუმცა როგორც ყველა ლამაზი ზღაპარი, ლის ზღაპარიც აქ დასრულდა.


imageimage


0
2031
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0