x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
7 მითი ცხოველების შესახებ, რომლისაც სკოლის ასაკიდან გვჯერა
მითი № 1: ძაღლებს შავ-თეთრი მხედველობა აქვთ


imageფაქტი: არა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. თუმცა, ძაღლები ყველა იმ ფერს ვერ ხედავენ, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. მაგრამ, ისინი ბევრად უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე შავი და თეთრია. სინამდვილეში, მათი მხედველობისთვის მისაწვდომ ფერთა სპექტრი შემდეგ ფერებს მოიცავს: მუქი ლირჯიდან – ცისფერამდე, ცისფერიდან – ნაცრისფერამდე, ნაცრისფერიდან – ღია ყვითლამდე, ღია ყვითელიდან – მუქ ყვითლამდე.

image

და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კატების მხედველობის ანალიზსაც. ისინი უფრო მეტ ფერს ხედავენ, ვიდრე ძაღლები, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ჩვენ:


image

imageმაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კატებს უკეთესი პერიფერიული მხედველობა აქვთ, ვიდრე ჩვენ. თუ ჩვენთვის აღნიშნული მაჩვენებელი 180°-ია, კატისთვის ის 200° ტოლია:

imageimage


image

მითი № 2: ძაღლის სიცოცხლის 1 წელი – ადამიანის სიცოცხლის 7 წლის ტოლია.


image
ფაქტი: სიმართლე რომ ვთქვათ, 1 წლის ძაღლს და თუნდაც კატას, უფრო მეტი აქვს საერთო 17 წლის ადამიანთან. ჩვენ ვერ შევადარებთ ძაღლის და ადამიანის ასაკებს ერთმანეთს, რადგან მათ შორის არანაირი შეხების წერტილები არ არსებობს და ამასთან, ბევრი რამ, ძაღლის ჯიშზეც არის დამოკიდებული.

imageმითი № 3: ღამურა უსინათლო ცხოველია


imageimage
ფაქტი: სინამდვილეში, ჩვენს პლანეტაზე არსებული ღამურის 1 100-ზე მეტი სახეობიდან, უსინათლო არცერთი არის. იმის დაშვება, რომ ღამურას მხედველობა არ ესაჭიროება, რადგან მას ორიენტირება ექოლოკაციით შეუძლია — სრული აფსურდია. მაგ., ხილიჭამია ხელფრთიანები (ლათ. Pteropodidae) ექოლოკაციას საერთოდ არ იყენებენ. რადგან ის უსარგებლოა ისეთი საკვების მოსაძებნად, რომელიც არ მოძრაობს.

თუმცა, ღამურების ზოგიერთი სახეობა, მაინც ექოლოკაციაზე არის დამოკიდებული, რადგან სანადიროდ ღამე გადიან და სენსორები, მათთვის ღამის «ხედვის» საუკეთესო საშუალება არის. ვამპირი ღამურებიც (ლათ. Desmodus rotundus) კი, რომლებიც ძუძუმწოვრების სისხლით იკვებებიან, იმდენად კარგად ხედავენ, რომ 120 მეტრში, ძროხის დანახვა შეუძლიათ, როგორც დღე, ისე ღამის საათებში.

image

მითი № 4: დედა ბარტყს ბუდიდან აგდებს, თუ ის ადამიანს ეჭირა ხელში


image
ფაქტი: ფრინველებს სუსტად აქვთ განვითარებული ყნოსვა. ამიტომ, ისინი, ალბათ, ვერასდროს გაიგებენ, თუ ბარტყს ხელში აიყვანთ.

image

მითი № 5: ბუ — ჭკვიანი ფრინველია


imageფაქტი: სინამდვილეში ბუ დიდი ჭკვით და გონებამახვილობით არ გამოირჩევა. მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ფრინველებს შორის, ყველაზე ჭკვიანები ყვავები არის.

image

მითი № 6: ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის


image
ფაქტი: ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის, რომ შეინიღბოს, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს გამო, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიაანთ შინაგან მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.

ანუ ქამელეონის შეფერილობა, მის ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და თუ ისე მოხდა, რომ ცხოველის ფერი, გარემოს ფონს ემთხვევა, სწორედაც, რომ ეს დამთხვევა არის და მეტი არაფერი.

imageმითი № 7: კატა ყოველთვის თათებზე ეცემა

image
ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ კატას აქვს ჰაერში ხერხემლის მოხრის და სხეულის ის კორექტირების უნარი, რომ თათებზე დაეცეს, ამის გაკეთებას ყოველთვის ვერ ახერხებს. იმისთვის, რომ სხეულმა დახტომისთვის საჭირო პოზიცია მიიღოს, გარკვეული დრო არის საჭირა. ამიტომ, რაც უფრო დიდია სიმაღლე, რომლიდანაც კატა ვარდება, მით უფრო მეტი დრო აქვს მას ჰაერში მანევრირებისთვის. დაბალი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, უფრო დიდია მისი დაშავების ალბათობა, ვიდრე დიდი სიმაღლიდან დაშვების შემთხვევაში.

და კიდევ, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, ის შეიძლება დაიბნეს და თათებზე დახტომისთვის მომზადება ვერ შეძლოს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე

სამოთხის ფრინველი – ყველაზე ლამაზი ფრინველი დედამიწაზე

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების TOP -10 (188 წლის ასაკიდან - უკვდავებამდე)

image

0
245
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0