x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 რამ, რაც არაბულმა სამყარომ კაცობრიობას აჩუქა
image


შეიძლება, ჭადრაკს ყველანი არ ვთამაშობთ და არც პარაშუტით ხტომაა ბევრისთვის ჰობი... მაგრამ, არის ისეთი რაღაცეებიც, რასაც ყოველდღიურად ყველა ვიყენებთ. მაგ., ყავა, საპონი, შამპონი, ნუმერაციის სისტემა, სამი კერძი სადილზე, ჩეკი და კიდევ ბევრი რამ, რასაც დღეს ვიყენებთ, თავის დროზე, არაბების მიერ არის მოგონილი.


1. ყავა


ლეგენდის თანახმად, არაბი ხალიდი (Khalid) ცხვრის ფარას აძოვებდა კაფეში (ეთიოპიის სამხ. რეგიონი) და შენიშნა, რომ ცხოველებს ენერგია ემატებოდათ, როდესაც გარკვეული სახეობის კენკრას ჭამდნენ. იმ მცენარის ნაყოფი ხალიდმაც მოკრიფა და მსოფლიოში პირველი, ყავა მოადუღა.
პირველი ცნობა ეთიოპიიდან ყავის ექსპორტის შესახებ, მისი მარცვლის იემენში გატანას ეხება. ხოლო, უკვე 15 საუკუნეში, ყავა მექაში და თურქეთში შეიტანეს. თურქეთიდან კი, ყავა ჯერ ვენეციაში (1645 წ.), ხოლო შემდეგ ინგლისში (1650 წ.). ის ლონდონში პასკუა როსიმ (Pasqua Rosee) ჩაიტანა და პირველი ყავახანა გახსნა.


2. პარაშუტი


ძმები რაიტებამდე ათასი წლით ადრე, საფრენი აპარატის შექმნის იდეა ბერბერ პოეტს, ინჟინერს და ასტრონომს აბას იბნ ფირნასს (Abbas ibn Firnas) გაუჩნდა. 852 წელს ის მეჩეთის სახურავიდან, ჰაერგაუმტარ ქსოვილზე მიმაგრებული ხის დაფით გადმოხტა. მას იმედი ჰქონდა, რომ ფრინველების მსგავსად, ჰაერში ილივლივებდა. მაგრამ, არაფერი გამოუვიდა... თუმცა, არც სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანება მიუღია. 70 წლის ასაკში, მან საფრენი აპარატი გააუმჯობესა და უკვე მთის წვერიდა გადმოხტა. ამ მცდელობის დროს, მან ჰაერში გაჩერება 10 წუთის მანძილზე შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას დაშავდა.


3. საპონი და შამპონი


ცნობილია, რომ საპონი და თავის მოვლის სხვა საშუალებები, უძველეს დროში, ეგვიპტელებს და რომაელებს უკვე ჰქონდათ... მაგრამ, სწორედ არაბებს მოუვიდათ მცენარეული ზეთების ნატრიუმის ჰიდროქსიდთან და არომატულ დანამატებთან შერევის იდეა. ინგლისში შამპონი 1759 წელს გამოჩნდა, როდესაც ქ. ბრაიტონში პირველი აზიური აბანო გაიხსნა.



4. თანამედროვე ქიმია


ჯაბირ იბნ ჰაიანი (Jabir ibn Hayyan) – იყო მეცნიერი, რომელმაც ალქიმია ქიმიად აქცია. IX საუკუნეში მან პროცესები აღმოაჩინა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში დღემდე იყენებენ: დისტილაცია, კრისტალიზაცია, დნობა, რაფინირება, დაჟანგვა, აორთქლება და ფილტრაცია. მან ასევე აღმოაჩინა გოგირდის და აზოტის მჟავები და შექმნა გამოსახდელი აპარატი, რომლის წყალობითაც, მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელი და არომატიზატორები გაჩნდა.


5. ქირურგიული ხელსაწყოები


ბევრი ხელსაწყო, რომელსაც დღეს ქირურგები იყენებენ, მათ შორის: სკალპელი, სამედიცინო ხერხი, მაშები, მაკრატლები, – ისეთივე დარჩა, როგორიც X ს–ში არაბმა ექიმმა და მეცნიერმა ალ-ზახრავმა (al-Zahrawi) შექმნა. ხოლო, XIII ს–ში, უილიამ ჰარვეიმდე (William Harvey), 300 წლით ადრე, ექიმმა იბნ ნაფისმა (Ibn Nafis) ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესი აღწერა.


6. ქარის წისქვილი


სიმინდის დასაფქვავად, არაბებმა პირველი ქარის წისქვილი VII ს. გამოიგონეს. უდაბნოებში ენერგიის ერთადერთ წყაროს ქარი წარმოადგენს, რომელიც თვეების მანძილზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით ქრის და ამ წყაროს, ადგილობრივები სრული სიმძლევრით იყენებდნენ. წისქვილს 6 ან 12 ფრთა ჰქონდა, რომელზეც ქსოვილი იყო გადაჭიმული. ევროპაში ასეთი წისქვილები მხოლოდ 500 წლის შემდეგ გამოჩნდა.


7. ნუმერაციის სისტემა


ნუმერაციის სისტემა, რომელსაც მთელს მსოფლიოში იყენებენ, იმდოეთიდან გავრცელდა. მაგრამ, ციფრების ფორმა – არაბულია, რომელიც ბეჭდური სახით პირველად, ალ-ხვარიზმის (al-Khwarizmi) და ალ-კინდის (al-Kindi) ნაშრომებში, IX საუკუნეში გამოჩნდა. გარდა ამისა, სიტყვა «ალგებრის» პროტოტიპი ალ-ხვარიზმის «Al-Jabr wa-al-Muqabilah» გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არაბი მათემატიკოსების ნამუშევრები, მათ შორის ალგორითმები და ტრიგონომეტრიის ზოგიერთი თეორიები, ევროპაში მხოლოდ 300 წლის შემდეგ მოხვდა.


8. სამი კერძისგან შემდგარი სადილი


სამი კერძის სადილის კონცეფცია – წვნიანი, შემდეგ, თევზი ან ხორცი და დესერტი, IX საუკუნეში ერაყიდან კორდობაში (ესპანეთი), ალი იბნ ნაფიმ (Ali ibn Nafi) ჩაიტანა.


9. ჩეკი


თავად სიტყვა «ჩეკი» არაბული სიტყვიდან «saqq» მოდის და საქონლის მიტანისთვის თანხის ანაზღაურების წერილობით ვალდებულებას ნიშნავს. ჩეკების არსებობის აუცილებლობა იმის გამო გაჩნდა, რომ ფულის ტარება შორ მანძილზე ძალიან სახიფათო იყო. უკვე IX ს. არაბ ბიზნესმენებს ბაღდათის ბანკში გამოწერილი ჩეკის განაღდება ჩინეთის ბანკში შეეძლოთ.


10. ტორპედო და რაკეტა


მართალია, ჩინელებმა დენთი შექმნეს და მას ფოიერვერკების გასაშვებად იყენებდნენ, მაგრამ სწორედ არაბებმა მოიფიქრეს მისი კალიუმის ნიტრატით გაწმენდა და საომარი მიზნებისთვის გამოყენება. უკვე XV საუკუნეში მათ რაკეტებიც («თვითმავალი და ფეთქებადი კვერცხი») გამოიგონეს, რომელსაც საზღვაო ბრძოლებში, მტრის ხომალდების ასაფეთქებლად იყენებდნენ.

imageimageimageimageimageimageimage

0
1468
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0