x
მეტი
  • 23.05.2017
  • სტატია:66490
  • ვიდეო:319125
  • სურათი:418155
როგორ დავაღწიოთ თავი სახლში გაჩენილ ჭიანჭველებს

imageზაფხულთან ერთად სახლში იმატებს ჭიანჭველების რაოდენობა, განსაკუთრებით ეს პრობლემა აწუხებთ კერძო სახლში მცხოვრებლებს და ქვედა სართულებზე მცხოვრებლებს.


გარეგნობით წითური ჩვეულებრივი სახლის ჭიანჭველები გვანან ბაღის ჭიანჭველებს, მათ მხოლოდ ზომა განასხვავებთ ერთმანეთისგან. ისინი ადვილად აღწევენ სახლებში და ქმნიან ახალ ოჯახებს, შესაბამისად ადვილად მრავლდებიან და ზოგჯერ ათასობით არიან.


თუ ბინაში შენიშნავთ პატარა მოწითალო ჭიანჭველებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სახლში ბუდე აქვთ გაკეთებული. ჭიანჭველებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დიდ მანძილზე, რათა მოიპოვონ საკვები. ისნი იკვებებიან ნახშირწყლებით და ცილებით. მათ უმეტესობას იზიდავს ხორცი და ტკბილეული.


რა საფრთხე მოაქვთ ჭიანჭველებს


ითვლება, რომ ჭიანჭველებს განსხავებით სხვა მწერებისგან არ მოაქვთ დიდი ზიანი. თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ რომ ასეთმა მეგობრებმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. როგორც მოგეხსენებათ ისინი სხვადასხვა ადგილებიდან მოდიან, კონკრეტულად შესაძლოა აღინიშნოს საკანალიზაციო არხები და სხვა დაბინძურებული ტერიტორიები.


როგორ ვებრძოლოთ ჭიანჭველებს


სანამ მათ წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებთ, აუციელებლად დააკვირდით მათ. საქმე იმაშია, რომ მათ აქვთ დიდი ოჯახები, სადაც ყველა თითოეულს საკუთარი მისია აქვს. მუშა ჭიანჭველები საკვებს აგროვებენ და გადააქვთ საკუთარ ბუდეში. თუ თქვენ დააკვირდებით მათ მარშრუტს, ამით დაადგენთ მათი ბუდის მდებარეობას და დარწმუნდებით იმაში თუ საიდან მოდიან ისინი.


მათზე დავდასხმის მრავალი გზა არსებობს - თანამედროვე და მოძველებუილი.


ყველა ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ჭიანჭველებთან საბრძოლველად შეიცავს საზიანო ნივთიერებებს, რომელიც სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ სახლის დატოვებას აპირებთ მინიმუმ სამი დღის განმავლობაში მაშინ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ეს ქიმიური საშუალებები.


როგორ დავაღწიოთ თავი ჭიანჭველებს ბუნებრივი გზით


1 გზა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული საშუალებაა სატყუარა ბორის მჟავით. ამისათვის მოხარშული კვერცხის გული უნდა შევურიოთ რაიმე ტკბილში, როგორიცაა თაფლი ან შაქარი. ზოგიერთი მას ჯემშიც ურევს. ამ ნარევს დაუმატეთ 20გრ ბორის მჯავა, შემდეგ ნარევისგან დაამზადოთ პატარა ბურთულები და მოათავსოთ საეჭვო ადგილებში. ერთი დღის შემდეგ, თქვენ ნახავთ რომ უამრავი მწერი გაქრება. ამ მეთოდით მწერები ერთმანეთს შხამს გადასცემენ და ანადგურებენ ერთმანეთს.


2. გზა. ეფექტურ მეთოდად შესაძლოა ჩაითვალოს საფუარი და შაქარი. ასეთი სტრუქტურა იწვევს დუღილს და მისი ჩაყრით ბუდეში ადვილად გაანადგურებთ მწერებს.


3. გზა. ჭიანჭველებს აფერხებს მძაფრი სუნი, მაგალითად ნივრის სუნი, ასევე ქაფურის სუნი, პიტნის სუნი და სხვა არომატული ნივთიერებების სუნი. მოათავსეთ ნიორი იმ ადგილებში სადაც ყველაზე ხშირად ამჩნევთ მწერებს, მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და მისი გამოყენება შესაძლებელია რეგულარლად.


4. გზა. ყავის ნალექი. იმის მიუხედავად, რომ მასში შაქრის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, იგი მაინც ეფექტურად უმკლავდება ჭიანჭველებს.


იმისათვის, რომ სახლში არ გამრავლდნენ ჭიანჭველები უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:


1. არ დატოვოთ ღია მდგომარეობაში, ხორცეული და ტკბილი პროდუქტები.
2. ხშირად გაწმინდეთ სამზარეულო, ეცადეთ არ დატოვოთ მასზე კერძები.
3. კარგად დარწმუნდით, რომ სამზარეულოზე და მაგიდაზე არ რჩება საკვების ნარჩენები.
4. ხილი და სხვა პროდუქტები შეინახეთ მაცივარში ან კონტეინერში.



თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით :) image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - წითელი სითხე უმ ხორცზე - ეს სისხლი არ არის! რა არის ეს?

2 - რა მოხდება თუ ოთახში მარილიან და ძმრიან წყალს მოვათავსებთ

3 - ქათამი "40 კბილი ნივრით": უბრალოდ გასაოცარი და გემრიელი კერძი!

4 - როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისაგან

5 - დეოდორანტზე 2-ჯერ ძლიერი საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის ოფლიანობას

0
549
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
549
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0