x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

imageმეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა და ბოტანიკოსმა ჯოზეფ არნოლდმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოგზაურობისას, აღმოაჩინა ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში. მას შემდეგ დაახლოებით 200 წელი გავიდა და ჯერაც არავის აღმოუჩენია მასზე დიდი ყვავილი. ამ საოცრებას რაფლეზია ქვია.
რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში ხარობს. ამ „მრავალშვილიანი“ ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადენელი არის რაფლეზია არნოლდი,
რომელსაც სახელი ჯოზეფ არნოლდისა და მისი ექსპედიციის
პარტნიორის თომას სტემფორდ რაფლესის საპატივცემულოდ ეწოდა. სხვათა შორის, თომას რაფლესი სინგაპურის დამაარსებელი
და მმართველია.

რაც შეეხება თავად ამ საოცრება ყვავილის ზომებს: მისი დიამეტრი ერთ მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა - 11 კიოგრამია. აქვს ხუთი მოვარდისფრო-მოყავისფრო ხორციანი ფურცელი და არის მეჭეჭისმაგვარად დაწინწკლული. ყვავილის შუაგული იმდენად დიდია, რომ ქოთანს წააგავს და მასში 6 ლიტრი წყალი თავისუფლად მოთავსდება.
უჩვეულო ზომების გარდა, ამ ყვავილს სუნimage
იც ყვავილისათვის ერთობ უჩვეულო აქვს. ერთ-ერთი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, რაფლეზიას „კამეჩის უკიდურესად გახრწნილი ლეშის სუნი ასდის“. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად „გახრწნილი ყვავილი“
და „გახრწნილი ლილია“. ყვავილის ძირითადი დამტვერავები ლეშის მოყვარული ბუზები არიან, რომელთაც ყვავილი თავისი „სურნელით“ იზიდავს.
რაფლეზიას ღერო, ფოთლები და ფესვები არ აქვს. იგი ერთგვარი
პარაზიტი მცენარეა, რადგანაც ზედ ვაზის ფესვზე ამოდის. რაფლეზიის თესლი პირდაპირ მასპინძელი ვაზის ფესვზე ღვივის
და იზრდება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში. შემდეგ იღებს კომბოსტოს ფორმას და იწყება რამოდენიმე საათიანი პროცესი - ყვავილი უზარმაზარ ფურცლებს შლის და საბოლოო დიდებასაც მაშინ აღწევს.

ამ მსოფლიო გიგანტს შუაგულში მრავალი წანაზარდი აქვს, რომელთა დანიშნულებაც მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ წანაზარდებიდან გამოყოფს სითბოს და მეტად არასასიამოვნო სუნს აფრქვევს. სამწუხაროდ ყვავილი რამოდენიმე დღეში კვდება, ლპება და მის ადგილას შავი, ლორწოვანი მასა რჩება.

რაფლეზია არნოლდი გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მცენარეა. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები
ერთად უნდა იზრდებოდეს, რათა მოხდეს მათი ჯვარედინად დამტვერვა. სამწუხაროდ, ადამიანების
წყალობით, კვირტების უმრავლესობა ვერ ასწრებს
ზრდასა და ყვავილობას. ამის გამო რაფლეზია
სულ უფრო უშვიათი სანახავია ბუნებაში. მისი
მასიურად გადაშენება გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნოტიო ტროპიკულ ტყეებსაც.image

5
1470
9-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
1470
  
2012, 9 სექტემბერი, 22:03
I like
2012, 29 ივლისი, 22:44
დიდი მადლობა :)
2012, 29 ივლისი, 22:43
+10
2012, 20 ივლისი, 1:03
კი, აქედან ძალიან ლამაზია :D
2012, 20 ივლისი, 0:23
ულამაზესია
0 1 5