x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან!

მეგობრებო რას ფიქრობთ პარალელურ სამყაროს შესახებ??? - ზოგიერთ ჩვენთაგანს სჯერა, რომ არსებობს პარალელური სამყარო, თუმცა ზოგიერთს არა. ამ სამყაროზე საუბარს თუ დავიწყებთ, ალბათ ბევრი აზრთასხვაობა გამოჩნდება, ამიტომ გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე, სადაც ვისაუბრებთ მოვლენაზე, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელ მოვლენას წარმოადგენდა.


image


1954 წლის ივლისში კავკასიური გარეგნობის მქონე ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა საკმაოდ ჩვეულებრივად მივიდა ტოკიოს აეროპორტში. მისი პასპორტის შემოწმების შემდეგ იაპონელები გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ტურისტი წარმოშობით იყო ქვეყნიდან Taured – ქვეყნიდან, რომელიც არ არსებობს. მისი პასპორტი გავდა ავთენტურს და როდესაც ადამიანს სთხოვეს მისი ქვეყნის ჩვენება რუკაზე, მან მიუთითა ანდორას სამთავროზე. როდესაც მან ვერ დაინახა Taured-ის სახელწოდების მქონე ქვეყანა რუკაზე უმალვე გაცხარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მისი ქვეყანა უკვე ათას წელზე მეტია რაც არსებობს. იაპონურმა პოლიციამ ის წაიყვანა ადგილობრივ სასტუმროში, მოათავსა ნომერში და მიუჩინა დაცვა. რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ადამიანი გაქრა ჩაკეტილი ოთახიდან, რომელსაც არ ჰქონდა აივანი.


image


ამ უცნაურ პიროვნებას საფულეში ჰქონდა გერმანული, ამერიკული და იაპონური ფული. გარდა ამისა, როგორც ცნობილია ის უკვე 3 ჯერ იყო იაპონიაში ნამყოფი და რამოდენიმეჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. დაცვის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რისთვის ჩამოვიდა იაპონიაში, მან შემდეგნაირად უპასუხა: "მე ვარ ბიზნესმენი და 5 წელზე მეტია, რაც იაპონელ ბიზნესმენებთან ერთად ვაწარმოებ მსხვილ ბიზნესს. "
უცნაურ პიროვენბამ დაასახელა ასევე ბიზნესპარტნიორები, რომლებიც რეალობაში მართლა არსებობდნენ. თუმცა ბიზნესმენებმა უცნაური პიროვნება უარყვეს, როგორც თავად ამბობდნენ, ისინი მას არც კი იცნობდნენ. უბალკონო სასტუმროდან გაუჩინარებულ პიროვნების პასპორტი, იაპონიის მთავრობამ მოგვიანებით გააქრო.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1.18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!

2. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება!

3. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე?

4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

5. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

0
2793
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2793
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0