x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა გამოავლინეს ყველაზე ლამაზი ერი მსოფლიოში არისტოკრატიული ნაკვთების მიხედვით

image


ყველაზე ლამაზი ხალხი მსოფლიოში არისტოკრატული ნაკვთების მიხედვით ქართველები არიან.



"ყველა ევროპელი მოგზაური, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან საქართველოში,
ერთხმად აღიარებენ ჩერქეზი და ქართველი ქალების სილამაზეს და მომხიბლაობას.
ამ აზრს იზიარებენ თურქები, არაბები, სპარსელები, რომლებიც ისურვებდნენ
თავიანთი ერი ქართული სისხლით გაეკეთილშობილებინათ, რასაც სპარსელებმა
მიაღწიეს კიდეც“.
(იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის
ფუძემდებელი).


„სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური, შარდენი ამბობს,
რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან და ჩერქეზებთან გახშირებული ქორწინების გამო. სპარსეთში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი ან ჩერქეზი დედა არ ჰყავს.“



(ჩარლზ დარვინი - ინგლისელი ნატურალისტი და მოგზაური)


"ყველაზე ლამაზი ხალხი მსოფლიოში არისტოკრატული ნაკვთებით და წერწეტა ტანით ქართველები არიან".(გერმანელი მეცნიერი რიტცელი-ცნობის ფურცელი №1020)

image

„ქართველთა ტომი მთელს აღმოსავლეთში, და კიდევ მე ვიტყოდი,
მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. აქ მე ვერ ვნახე ვერც ერთი მახინჯი კაცი
და ვერც ქალი. ქართველთა უმეტესობა ისეთი ხიბლითაა დაჯილდოებული, როგორსაც
ვერსად ნახავთ სხვაგან. ძნელია აღწერო მათი სახის სილამაზე და სხეულის გრაცია.ქართველი ქალები წარმოსადეგები, ნაზები არიან, აქვთ ვიწრო წელი.მსუქან ქალს იშვიათად შეხვდებით. (შარდენი. 1671 წელი).



"ქართველი ერი ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი ტიპიური მოხიბვლელობით. ქართული და ჩერქეზული სუფთა სისხლის მადლიერები უნდა იყვნენ სპარსელები და თურქები, რომელთა ტიპიური უხეში ნაკვთები გაუკეთილშობილეს, ამაში მათ დაეხმარა მუდმივი გადასახლება, რომელიც საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ხდებოდა."


Memoire sur l’ethnographie de la Perse» (Paris, 1866)

"ქართველები გარეგნულად ყველაზე ლამაზი ადამიანების რიცხვს
მიეკუთვნებიან დედამიწის ზურგზე. ისინი მაღლები არიან, აქვთ ნაზი და ღია
ფერის კანი, შესანიშნავი თმები და დიდი თვალები. ქართველები კეთილშობილი,
ალერსიანები არიან და საოცრად სტუმართმოყვარენი.საყურადღებოა მათი სიმღერებით და ცეკვებით გატაცება“ (რუსეთის იმპერიის გეოგრაფია. 1892 წელი)



"მომდევნო ღამე გავატარეთ ასუპასში. მის გარშემო ცხოვრობს მინიმუმ ორმოცი ათასი ქართველი და სარკაში (ჩერქეზები), რომელიც ქრისტიანები არიან
ისინი პატივს სცემენ წმინდა გიორგის და მფარველად კაბადოკიის ეპისკოპოსს აღიარებენ.
მუსულმანებისგან ისინი განსხვავდებოდნენ თავისი ნაცრისფერი თვალებით, რომელსაც არისტოტელე ტემეპერამენტის გამოვლენის ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნად თვლიდა, შავი სპარსელებისგან განსხვავებით მათ გრძელი ქერა თმა აქვთ.. რომელიმე მათგანი თუ მიიღებს ისლამს, რაც უფრო და უფრო ხშირად ხდება, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი.საწყლები!

როდესაც შეიტყვეს, რომ ჩვენც ქრისტიანები ვიყავით, ძალიან გაუხარდათ და თავი ჩვენს გარშემო მოიყარეს."
(სერ თომას ჰერბერტი 1627 წელი)


ბრუმენბახის მტკიცებით იდეალური ადამიანის და თეთრი რასის პროტოტიპი ქართველია
"კავკასიური ტიპი-კვლევისთვის ავირჩიე ზუსტად ეს ტიპი, მაღალმთიანი კავკასიის ტიპი, რადგან მისი სამხრეთ ფერდობზე აწარმოებს ყველაზე ლამაზ რასას. ამ რასიდან კი პირველ რიგში ვგულისხმობ ქართველებს".


image


8
37369
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37369
  
2017, 21 ოქტომბერი, 12:19
კი ძირითადად ასეც იყო. ცხენით და ურმით დადიოდა ხალხი და ოდიშის სამთავროში ან სვანეთში კახელი, ქართლელი ან სხვა კუთხის სასიძო და საპატარძლო აბა როგორ მოხვდებოდა!?
2017, 20 ოქტომბერი, 16:54
მერე ეგენი სულ ერტმანეტზე ქორწინდებოდნენ ტუ რა გინდა ტქვა
2017, 19 ოქტომბერი, 20:55
გააჩნია, ოდიშის სამთავრო და ზემო სვანეთი ისევე, როგორც თუშ–ფშავ–ხევსურეთი არავის აუღია.
2017, 19 ოქტომბერი, 16:15
რატომ გიკვირს ქარტვეოებს ხომ საუკუნეები მაზილზე ტურქები სპარსები მონღოლები და ვიღა არარ &&&&&&, გასაკვირია? მიტ უმეტს რომ დღეს ქარტული წარმოშობის ალბატ ნახევარია მოსახლეობს, ქარტული გვარიტ არაქარტული წარმოშობის ხახლი დადის აქ
2017, 19 ოქტომბერი, 16:13
მართალს კი ამბობტ კი ოსები არიან სურატზ მაგრამ ნუ იქნებიტ ასე მკაცრი, სტატიის ავტორმა შესანიშნავი ინფორმაცია დადო და მადლობა მას ამისტვის
2017, 10 მაისი, 9:20
არაჩანდა! (ავტორს მივმართავ) - უვიცობაც არის და უვიცობაც, - როცა ამგვარ პრეტენზიულ სტატიას წერთ, მასალის ფოტოებით "დამშვენებაზეც" სწორად უნდა იფიქროთ, - მთავარ და საბოლოო ფოტოზეც მკაცრად ოსური სახე ჩანს, რასაც ბოლო ფოტოში ოსური ეროვნული ჩაცმულობაც ადასტურებს... თუმცა, მთავარი ფოტოს სახეზე თავსამკაულიც არაქართულია... არაფერი მაქვს ოსების საწინააღმდეგო, პირიქით, ვთვლი რომ ძალიან არისტოკრატული სახე აქვს ამ ერს, თავისი მაღალი ყვრიმალების გამო... თვლით, რომ არაუშავს? სომხებმა რომ იგივე სტატია დაწერონ საკუთარ სილამაზეზე და ქართული სახე დადონ დამადასტურებელ ფოტოდ, ხომ ატეხავთ ერთ ამბავს?!
2017, 7 მაისი, 17:54
ეს ადრე იყო, ახლა დადიან ქონში ჩაკირულები, მოკლე ფეხებით, ჭიპამდე ბიუსტებით და მუხლამდე ღიპებით.
იშვიათი გამონაკლისების გარდა.
2017, 6 მაისი, 14:52
თამუნა დვალზე ვგიჟდები ულამაზესი გოგოა
0 1 8