x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ავი სულები, რომლებსაც ხალხისგან მოშორებით, მთებში ახლაც პოულობენ

image
ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ახლაც, თანამედროვე სამყაროში შეიძლება შეგხვდეთ ავსული, რომელიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობს. ასწლეულების მანძილზე პაპუა-ახალ გვინეაში, დასავლეთ ნაწილის მთიანეთში იქაურები ტალახში ამოევლებოდნენ, იმაგრებდნენ გრძელ თითებს და თავზე თიხის ნიღბებს იხურავდნენ, რათა ავ სულებს დამსგავსებოდნენ. ითვლება, რომ ნიღბებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. 1800-იანი წლებიდან ეს ტომები თავს ესხმოდნენ სხვა სოფლებს ქალებისა და ღორების მოსატაცებლად და ამ ნიღბებით და ბამბუკის თითებით მტერს აშინებდნენ, ან პირიქით, თავს იცავდნენ.

წლების განმავლობაში ნიღბებმა სახეცვლილება განიცადა. ისინი ახლა სქელი თიხისგანაა გაკეთებული, რომელიც ძალიან მძიმეა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დროს რამდენიმე წუთით თუ შეიძლება ატარო.

ამ ტომის წევრებს ახლაც შეხვდებით ვაგხის ველებზე და პაპუა-გვინეას მთებში. სულ 2000-მდე პატარა ტომია.

ამ წლის დასაწყისში ვაგხის ველზე, ჰაგენის მთიდან დაახლოებით 31 მილის დაშორებით პოგრეს "წვიმიან ტყეებში" ფოტოგრაფი ესტუმრა.

ფოტოგრაფს შიშვლები, ტალახში ამოსვრილნი, გენიტალიებზე ფოთოლაფარებულნი, თავზე სქელი თიხის ნიღბებით დახვდნენ.

პაპუა-ახალი გვინეას ტომებს, მუდამ უწევდათ ბრძოლა მიწის, ქალებისა და ღორებისთვის, ამიტომ კაცები ცდილობდნენ ახალ-ახალი ნიღბები მოეგონებინათ და სხვადასხვაგვარად მოეხატათ. არსებობს ლეგენდა, რომ ოდესღაც მტერი შემოესია ერთ-ერთ ტომს. მათ უკან დაიხიეს და მდინარის პირას დაიმალნენ. შებინდებისას დასვენებულებმა და ერთად მოგროვილებმა კვლავ შეუტიეს მტერს. რადგან მდინარის პირას ტალახი იყო, ისინი ამოსვრილები იყვნენ. მტერს ავი სულები ეგონა და შეშინდა. ახლაც ბევრ კლანს ეშინია ავი სულების, ამიტომ გარბიან და მოწინააღმდეგე იმარჯვებს.

მათი ნახვა როგორც უკვე გითხარით ახლაც შეიძლება მთებში. ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი ჰაგენი, ქვეყანაში სიდიდით მესამეა, თუმცა მაინც "ველური საზღვრის" რეპუტაცია აქვს.

ამჟამად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საუბრობენ 800 სხვადასხვა ენაზე. აქედან ენების 12% ადგილობრივია. ხშირად მეზობელ ტომს არ შეუძლია გაიგოს რას საუბრობენ რამდენიმე მილის მოშორებით მცხოვრები ტომები. ზოგიერთ ენაზე მხოლოდ 5 000 ადამიანი თუ მეტყველებს.imageimageimageimageimageimageimageimage







სამზარეულოს ულამაზესი ინტერიერი, რომელშიც აუცილებლად უნდა შეიხედოთ


როგორ ვზრდით შვილს - რა შეკითხვები არ უნდა დავუსვათ ბავშვს


ქმარმა ცოლი და საყვარელი ერთად გაუშვა დასასვენებლად...

0
297
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
297