x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დახვეწილობისა და ელეგანტურობის ნათელი მაგალითი...
ჰოლივუდელი მსახიობისა და მონაკოს პრინცესა გრეის კელის სტილი ყოველთვის

განსაკუთრებულია.


1929 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ფილადელფიელი მეწარმის გოგონა ჯერ

ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა, შემდეგ კი მონაკოს პრინცესა. გრეისი ადრეული


ასაკიდანვე იყო გატაცებული ხელოვნებით. სკოლის სპექტაკლებში ხშირად იღებდა მონაწილეობას და აქედან ჩაეყარა საფუძველი მის სამსახიობო კარიერას.



image


საშუალო განათლების მიღების შემდეგ კი გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა

გაეგრძელებინა ნიუ-იორკში, მშობლების პროტესტის მიუხედავად. იგი ჩაირიცხა

ამერიკის აკადემიის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე. სტუდენტობის გამო კი

დაიწყო ნახევარდღიანი განაკვეთით სარეკლამო სააგენტოებში გადაღება. მიიღო

მონაწილეობა სიგარეტის რეკლამაში "ძველი ოქრო " და დაამშვენა ცნობილი და

რეიტინგული ჟურნალების ყდები.


image


image



გრეისი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი მსახიობი

იმ დროისთვის. 1955 წელს მიიღო შეთავაზება შეერთებულიყო შეერთებული შტატების

დელეგაციის კომიტეტს კანის ფესტივალზე საფრანგეთში, სადაც ფოტო სესიის დროს

შეხვდა მონაკოს პრინც რაინიერ III-ს.



პრინცმა აღნიშნა, რომ ეძებდა სწორედ ასეთ რჩეულს: " გრძელი თმით, შემოდგომის

ფოთლების ფერით, რომელშიც თითქოს ცურავს ქარი, თვალები კი ექნებოდა ისეთი ლურჯი, როგორიც აქვს ხოლმე ზღაპრულ ფერიას" ერთი წლის შემდეგ მათი ქორწილი

დათარიღდა.


image

გრეისის სტილი ყოველთვის იყო და გახლავთ არაერთი ცნობილი დიზაინერისთვის

ინსპირაცია. მათ შორისაა ფრანგული ცნობილი მოდის სახლი " ჰერმესი " .

1930 წელს განსაკუთრებული კლიენტებისთვის შეიქმნა ჩანთის ახალი დიზაინი,

რომელიც სპეცშეკვეთებით ავსტრალიური ნიანგის ან ტაილანდური ზვიგენის ტყავისგან მზადდებოდა. ამ მოდელის ჩანთით გამოცხადდა მონაკოს პრინცესა საზოგადოების

წინაშე და მისი საშუალებით ორსულობას მალავდა. 1956 წელს მომხდარმა ამ მოვლენამ

განაპირობა ჩანთისთვის "კელის" დარქმევა. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა

გრეის კელის სიმპატიები ჰერმესის სახლის მიმართ.


გრეისი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი სახე დარჩა თავისი სილამაზით, სტილით,

თავდაჯერებულობით, მსოფლიოს გაოცების საიდუმლოთი, გაწონასწორებული

ხასიათით. მისი განსაკუთრებული სტილი ყოველთვის იყო და არის არაერთი

ცნობილი ადამიანისა თუ დიზაინერის ინსპირაციის წყარო.









0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0