x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჟიგული-2107-ის უცნობი საექსპორტო ვარიანტები
ჟიგული-2107 ალბათ ავტოვაზის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი იყო."05"-ის გაუმჯობესებულმა ვარიანტმა თავის დროზე ფურორი მოახდინა საბჭოთა ავტომოყვარულებში, რამაც ტოლიატის ქარხანას საშუალება მისცა 30 წლის განმავლობაში ეწარმოებინათ ეს ავტომობილი.


ბევრისთვის ცნობილი ალბათ, რომ საბჭოთა ავტომობილების ექსპორტი
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუმცა საექსპორტო ვარიანტი ყოველთვის განსხვავდებოდა შიდა ბაზრისთვის გათვალისწინებული ავტომობილისგან.არც 07 იყო გამონაკლისი.



1)ტიუნინგი ფინური ბაზრისთვის(1983 წელი)-ადგილობრივი იმპორტიორები დამატებით აქსესუარებს უმატებდნენ ავტომობილს.მაგალითად:ATS Classic-ის დისკები, ჟალუზები უკანა მინაზე, სპოილერი საბარგულზე და ა.შ.


image




2)07-ტურბო-ფინურმა კომპანია Konela-Auto Ltd.-მ 1984-1986 წლებში დაამზადა ვაზ-2107 -ის გაუმჯობესებული ძალოვანი აგრეგატით Konela Lada 2107 Turbo, ძრავის სიმძლავრე 105-110 ც.ძ.მდე იყო გაზრდილი, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ში.შეიცვალა საბურავების ზომაც-170/70 R13.მთლიანად დამზადდა 1500 ცალი ავტომობილი.


image


3)ამერიკული ვარიანტი-ბევრისთვის ალბათ უცნობი იქნება ის ფაქტი, რომ "07" ჩრდილოეთ ამერიკაშიც იყიდებოდა, კერძოდ კანადაში სახელწოდებით Lada Signet GL.


image


4)გერმანული ვარიანტი-დასავლეთ გერმანიაში ავტოვაზის იმპორტით კომპანია Deutsche Lada Automobil GmbH იყო დაკავებული, 1985-86 წლებში Lada 2107 Toscana-ს სულ რაღაც 200 ეგზემპლიანი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი სრულიად "ნავაროჩენი" იყო.

image


5)ბრიტანული ვარიანტი- Lada Riva 1600SLX-ასეთი სახელწოდებით იყიდებოდა 07-ის გაუმჯობესებული ვარიანტი 1986-91 წლებში, (რასაკვირველია მარჯვენა საჭიანი) ინგლისურ Lada Riva 1600SLX-ზე შეცვლილი იყო ამორტიზატორები, ეყენა უფრო ეფექტური ხუნდები და სპორტული საჭე. დილერი ავტოგარანტიას 50 000 კმ.-ზე იძლეოდა.


image

image

1
1032
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1032
  
2017, 11 მაისი, 12:46
ოღონდაცა რააა...:-))
0 1 1