x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბრედ პიტი დაშორების მიზეზს ამხელს : "ანჯელინასთან განშორება სიკვდილის ტოლფასი იყო"

image
ანჯელინა ჯოლიმ მთელი მსოფლიო გააოცა, როცა გამოაცხადა ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ 2016 წლის სექტემბერში.

ამდენი ხნის მერე ბრედ პიტმა პირველად მისცა ინტერვიუ, ჟურნალს "GQ Style"-ს. ინტერვიუში ის აღნიშნავს: "სიყვარული უნდა იყოს საკუთრების უფლების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გიყვარდეს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვდე". მან ასევე განაცხადა, რომ უკანასკნელი თვეები მძიმე იყო და ძალიან განიცდიდა. მისივე თქმით ანჯელინსთან განშორება გამოიწვია ალკოჰოლის მოხმარებამ. "ჩვენ გვაქვს ღვინის ქარხანა. მე ძალიან ხშირად ვსვამდი, თითქმის ყოველდღე, მას ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. ყველაფერი მივატოვე ლოთობის გარდა. ეს პრობლემად მექცა".

ბრედმა მკურნალობა დაიწყო და ორი კურსი უკვე ჩაიტარა.

ანჯელინასთან განშორების შემდეგ ბრედი მეგობართან ცხოვრობდა და ექვსი კვირა იატაკზე ეძინა. "თავიდან ძალიან ძნელი იყო და ამიტომ მეგობართან დავრჩი სანტა-მონიკაში მის ბუნგალოში.ის(დევიდ ფინჩერი) იქვე ცხოვრობს და მისი კარი ყოველთვის ღიაა ჩემთვის".

ბრედი ძალიან განიცდის ბავშვებთან განშორებასაც: "ბავშვები ძალიან დელიკატურები არიან, ყველაფერს ისრუტავენ, მათ უნდა ჩაჰკიდო ხელი და ყველაფერი აუხსნა, უნდა მოუსმინო. მე არ ვაკეთებდი ამას. მე მინდა გავხდე უკეთესი".

ინტერვიუს მერე 53 წლის მსახიობი სამი ჟურნალის ყდაზე ერთად მოხვდა. სამივეზე ის ძალიან კარგად გამოიყურება თავისი ცისფერი თვალებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანში არ იღიმის.

როგორც ჩანს მასსა და ოჯახს შორის ყველაფერი ლაგდება, რადგან გასულ კვირას ექვსივე შვილი მასთან დარჩა. ეს განშორების შვიდი თვის შემდეგ პირველად მოხდა. ანჯელინას სურდა, რომ ბავშვებთან ძიძაც ყოფილიყო, მაგრამ რადგან ბრედი თავს კარგად გრძნობს, დართო ნება. ბრედს თერაპევტმაც ურჩია, რომ დრო ოჯახურ გარემოში გაეტარებინა.imageimageimageimageimageimageimageimage







ბრედ პიტს ვეღარ იცნობთ, ის მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი


აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას

რამ ააცრემლა ანჯელინა ჯოლი? ნანობს თუ არ ის ბრედთან განშორებას?

ამოიცნობთ ნამდვილ ანჯელინა ჯოლის? მას ორეული ჰყავს(+ ფოტოები)


0
1068
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1068