x
image
natia.a
თუ თქვენ პლასტმასის ჭურჭელს იყენებთ, აუცილებლად დააკვირდით ამ წარწერას! - ეს ბევრმა არ იცის!
image

პლასტმასის ჭურჭელი დღეს განსაკუთრებით პოპულარულია, პირველ რიგში მისი ხელმისაწვდომობის გამო. ამასთან ფაიფურის ან მინისგან განსხვავებით, პლასტმასი არ იმსხვრევა, რაც განსაკუთრებით მოსწონთ პატარა ასაკის ბავშვების მშობლებს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა პლასტმასი ერთნაირი შემადგენლობის არ არის, ზოგიერთი მათგანი საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებსაც კი შეიცავს. იმისათვის, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს პლასტმასის ჭურჭლისა თუ ტარის შემადგენლობაზე და მისი გამოყენების პირობებზე, აუცილებელია ვიცოდეთ სპეციალური აბრევიატურებისა და სიმბოლოების გაშიფვრა.


image

პლასტმასის ჭურჭელზე ყოველთვის არის წარწერა, რომელი ტიპის პლასტმასისგან არის დამზადებული. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი პლასტმასის მასალა არ გამოდგება საკვებთან კონტაქტისთვის, ზოგიერთი ვერ იტანს გახურებასა თუ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, ზოგიც კი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ნებისმიერი პლასტმასის ერთჯერადი ტარა თუ მრავალჯერადი ჭურჭელი შეიცავს სურათზე მოცემული ნიშნებიდან რომელიმეს. ქვემოთ კი განვიხილავთ რომელი ნიშანი რაზე მიუთითებს.
image

ისრები, რომლებიც სამკუთხედს ქმნის, მიუთითებს იმაზე, რომ მასალის გამოყენება შეიძლება მეორადი გადამუშავებისთვის, ანუ არის ჩაკეტილი წრე: შექმნა → გამოყენება → უტილიზაცია. სამკუთხედის შიგნით განლაგებულია ციფრები, რომელთაგან თითოეული აღნიშნავს მასალის გარკვეულ ტიპს: 1-19 – პლასტმასი, 20-39 – ქაღალდი და მუყაო, 40-49 – მეტალი, 50-59 – ხე, 60-69 – ტექსტილი, 70-79 – მინა.

პლასტმასების შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია და 1-დან 19-მდე დიაპაზონშია განლაგებული. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმეს, რომლებსაც გამოიყენებენ საკვები პროდუქტების ტარასა და ჭურჭლის წარმოებაში.

image


PET ან PETE

ეს არის პოლიეთილენ ტელეფტალატისგან შექმნილი, ერთჯერადი ბოთლები. მათ შეუძლიათ სითხეში გამოყონ მძიმე მეტალები და ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.

PET პლასტმასის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიპია. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ იგი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებუსთვისაა განკუთვნილი. თუ ამგვარ ბოთლში მეორადად ჩაასხამთ წყალს, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზმში მოხვდება ზოგიერთი სახის ტუტე ელემენტები და დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომლებიც განსაკუთრებით ეტანებიან PET -ს.

HDP ან HDPE

ეს არის ძალიან კარგი პლასტიკი, რომელიც პრაქტიკულად არანაირ საშიშ ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩეენ, სწორედ ამ ტიპის პლასტიკით ვიყიდოთ წყალი, თუ ეს შესაძლებელია. იგი უსაფრთხოა და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა: ამგვარი პლასტიკი თითქმის მთლიანად გადამუშავდება.

ეს არის მაგარი ტიპის პლასტიკი, რომელიც უმეტესად გამოიყენება რძის, სათამაშოების, სარეცხი საშუალებების შესანახად და ზოგიერთი პლასტმასის პაკეტის საწარმოებლად.


image

PVC ან VВ

ამ მასალისგან დამზადებული ბოთლი გამოყოფს ყველაზე ცოტა ორ საშიშ ქიმიკატს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.

ეს არის რბილი, დრეკადი პლასტიკი, რომელიც, ჩვეულებრივ გამოიყენება ზეთისა და საბავშვო სათამაშოების შესანახად. მისგან აკეთებენ ასევე ბლისტერის შესაფუთ მასალას, რომელიც უამრავი სამომხმარებლო საქონლისთვის გამოიყენება. მასვე იყენებენ კომპიუტერის სადენების შესაფუთად და სანტექნიკაში სხვადასხვა დეტალის დასამზადებლად.

PVC შედარებით მედეგია მზის პირდაპირი სხივებისა და ამინდის მიმართ, ამიტომ მისგან ხშირად აკეთებენ ფანჯრის ჩარჩოებს და ეზოს შლანგებს. თუმცა ექსპერტები გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი ყიდვისგან, თუ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტი.


LDPE

ეს პლასტიკი გამოიყენება ბოთლებისა და პლასტმასის პაკეტების წარმოებაში. იგი არ გამოყოფს ქიმიურ ნივთერებებს წყალში, რომელიც მისგან დამზადებულ ტარაში ინახება.

მაგრამ უსაფრთოხა იგი მხოლოდ წყლის ტარად გამოყენების შემთხვევაში. სხვა პროდუქტები მისგან დამზადებულ პაკეტებში უმჯობესია არ შევიძინოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად შეიძლება გულისათვის საკმაოდ საშიში ქიმიური ნივთიერებებიც "მივირთვათ".

PP

ამ პლასტიკს აქვს თეთრი შეფერილობა ან ნახევრად გამჭირვალე ტონები. გამოიყენება სიროფებისა და იოგურტების შესაფუთად.

პოლიპროპილენი საინტერესოა მისი თერმომედეგობის გამო: გაცხელებისას არ იშლება და შედარებით უსაფრთხოა.

PS

ხშირად გამოიყენება ყავის პლასტმასის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად. თუმცა გაცხელებისას გამოყოფს საშიშ ქიმიურ შენაერთებს.

პოლისტიროლი - ეს არის პლასტიკის შედარებით იაფი და საკმაოდ გამძლე სახეობა, რომელიც არ გამოიყენება ცხელი საკვებისა და სასმელის შესანახად.

PC ანუ პლასტმასი სპეციალური ნიშნის გარეშე

ეს არის პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობა. გამოიყენება წყლის ბოთლებისა და საკვები პროდუქტების კონტეინერების საწარმოებლად.

საკვებისა და წყლის პოლიკარბონატისგან წარმოებულ ტარაში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება: იგი გამოყოფს ბისფენოლ А-ს, ნივთიერებას, რომელიც აზიანებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას, ხელს უშლის ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას.



OTHER ან О - სხვა. ამ ჯგუფში შედის ყველა ის პლასტმასი, რომლის შეყვანაც სხვა ჯგუფებში შეუძლებელია. საკვებისა და წყლის პოლიკარბონატისგან წარმოებულ ტარაში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება: იგი გამოყოფს ბისფენოლ А-ს, ნივთიერებას, რომელიც აზიანებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას, ხელს უშლის ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას.


ასევე უნდა ვიცოდეთ:

1. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის!

image

2. რატომ აქვს გაზის ღუმელს 4 "კონფორა" - საოცარი აღმოჩენა, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ!

image

3. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. სასტუმროში გაჩერებისას აუცილებლად იქონიეთ თან მაგნიტი - ეს დიდ საფრთხეს აგარიდებთ!

image

5. შეამოწმეთ დენის მრიცხველი ჩვენებას ხომ არ აორმაგებს - ეს ძალიან მარტივია!

image

კიდევ უამრავი საინტერესო სტატია იხილეთ ბმულზე.

1
12253
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12253
  
2017, 4 მაისი, 9:35
მე თუ მკითხავთ, პლასტმასი საერთოდ ამოსაღEბია ხმარებიდან.. ერთი ფანტასტი მწერლის მოთხრობა მახსენდება, მგონი აიზეკ აზიმოვის: დედამიწაზე რაღაც ვირუსი ჩნდება, რომელიც პოლიეთილენისაგან დამზადებულ ყველა საგანს შლის. იშლება თვითმფრინავები, ფეთქდება ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროგადამცემი ხაზები.. შედეგი: დედამიწის დაღუპვა :(
0 1 1