x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის კრეისერ "Москва"–ზე მსახურობს "მატროსი" სერგეი ივანოვიჩი, რომელიც ადამიანი კი არა კატაა

image მთელი რიგი ქვეყნების სამხედრო–საზღვაო ძალებში არის რიგი შეზღუდვები, რაც დაკავშირებულია ტრადიციებთან, თავის მხრივ ეს ტრადიციები უკავშირდება ცრურწმენებს.რუსულ წყალქვეშა ნავზე არ უშვებენ არც სამხედრო და არც სამოქალაქო ქალებს.
ალბათ სამხედრო საზღვაო ძალებში ჩახედულმა ადამიანებმა თუ იციან, რომ სამხედრო გემზე ორი ეკიპაჟია: 1. სამხედრო მოსამსახურეები და 2. ეკიპაჟის ოთხფეხა მეგობრები.
თუ პირველი ნაწილი სამხედრო საქმეს ემსახურება–მართავს ხომალდს და უძღვება სამხედრო საქმეს, მეორე ნაწილს ანუ ოთხფეხა "მეზღვაურებს" მეზღვაურების აზრით გემისათვის მოაქვთ იღბალი და ეკიპაჟს ეხმარებიან მოსალოდნელი ამინდის წინასწარ გამოცნობაში.
რაც უფრო დიდია სამხედრო ხომალდი მით უფრო დიდი რაოდენობითაა სამხედრო გემზე ოთხფეხა "მატროსები".
მაგალითისათვის რუსეთის მძიმე ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვიც" კმარა, სადაც ათეულობით ოთხფეხა "მეზღვაური მსახურობს".
გემზე მეზღვაურმა ოთხფეხა მეგობარი, რომ იყოლიოს ამისათვის სამხედრო ხომალდის კაპიტნის ნებართვაა საჭირო.
რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერზე მსახურობს "მატროსი" სერგეი ივანოვიჩი. ბევრ თქვენგანს გაუკვირდება, რა დიდი ამბავი და სიახლე ესაა სამხედრო გემზე მსახურობს სერგეი ივანოვიჩი, რაა ამაში სენსაციური და გასაკვირიო, მაგრამ ეს სერგეი ივანოვიჩი, რომელიც სამხედრო სარაკეტო კრეისერზე "Москва" მატროსად მსახურობს არც მეტი და არც ნაკლები კატაა!!! imageimageimage
ესეც ფოტოები რუსული სამხედრო საზღვაო ძალების ოთხფეხა "მეზღვაურებზე", რუსული სამხედრო ხომალდებიდან.
კატები "ადმირალი კუზნეცოვიდან"
image
კატა ბოცმანი კრეისერი "КИРОВ"–იდან
image
წყალქვეშა ნავის "მატროსი" კატა
image



0
132
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0