x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ქრონიკული დაღლილობის 6 სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ!

არსებობს მოსაზრება, რომ თუკი სარკეში ჩახედვისას თქვენს თავს პასპორტის ფოტოსურათს მიამსგვასებთ, ე.ი სასწრაფოდ გჭირდებათ დასვენება. ეს არაა გასაკვირი, ჩვენი ყოველდღუირი ცხოვრების პირობებში.
შეიძლება ითქვას ქრონიკული დაღლილობა ჩვენი დროის უბედურებაა!
მისგან თავის ასარიდებლად არ უნდა ვიმუშაოთ გვიანობამდე, უნდა ავდგეთ ადრე, ნაკლებად ვინერვიულოთ, სწორად ვიძინოთ და დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
მართლაც რა კარგად ჟღერს, მაგრამ ცხოვრება როდი გვაძლევს ამის საშუალებას…


image

1. მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი

ძილის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ქრონიკული დაღლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. დილის გაღვიძებისას ხშირად გვაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს არ გვიძინია, მაშინაც კი თუ სრული 8 საათი გვეძინა.

2.სისუსტე და ხშირი გაციება

დაღლილობასთან ერთად ორგანიზმი სუსტდება კიდეც, ამიტომ ქრონიკული დაღლილობის დროს ადამიანები ხშირად ცივდებიან, ეს ხდება დასუსტებული იმუნური სისტემის გამო.


3. ყურადღების გაფანტვა

როდესაც ტვინი გადატვირთულია, მუშაობისას ხშირად გვექმნება დისკომფორტი, მაგალითად წამიერად გვავიწყდება ის რასაც, ერთი წუთის წინ ვაკეთებდით, ან ინფორმაციის მიღების დროს მისი გადაკითხვა 10-ჯერ მაინც გვიწევს.

4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

ზოგიერთი ექიმის აზრით გასტრიტი, ყაბზობა და დიარეა გამოწვეულია ქრონიკული დაღლილობით. უმეტესად ეს ყველაფერი არასწორი კვების შედეგია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აზიანებს.

5.კუნთებისა და სახსრების ტკივილი

სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შეშუპება როგორც წესი ფიბრომიალგიის (დაავადებაა, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს.) სიმპტომებია.
მაგრამ შესაძლოა ეს ქრონიკული დაღლილობის დროსაც დაგვემართოს.

6.სინათლის მიმართ მგრძნობელობა

თუკი მზის სხივები, კაშკაშა შუქი, ჩვენს გაღიზიანებას იწვევს, რასაც თან ერთვის ძლიერი თავის ტკივილი ხშირია ქრონიკული დაღლილობის შემთხვევაში.
ამ სიმპტომებით შეწუხებული ადამიანები, ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში იძინებენ და მზის სათვალის გარეშე გარეთ არ გადიან.


ჩამოთვლილი სიმპტომებიდან თუ მინიმუმ ორ თქვენთვის ნაცნობს აღმოაჩენთ, ე.ი ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ და დასვენება არ გაწყენდათ.
კარგი იქნება თუ მიაკითხავთ თერაპევტს, რომელიც შესაბამის ვიტამინებს დაგინიშნავთ და საჭირო რეკომენდაციებსაც მოგცემთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!


ასევე იხილეთ: როგორ შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა კოვზის დახმარებით-ეს მნიშვნელოვანია!

აი, რატომ უნდა მიაყოლოთ ლუდს იგივე რაოდენობის წყალი!- ამას ყოველთვის უნდა აკეთებდეთ!

აი, რა გავლენას ახდენს ემოციები ჩვენს სხეულზე -ეს უნდა იცოდეთ!




0
1160
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0