x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მეათე სართულიდან გადმოვარდნილი 27 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა(მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?)

image
27 წლის ქალი მეათე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ქალი მარტო არ იყო, მისი თანმხლები 32 წლის მამაკაცი პოლიციამ დააპატიმრა. შემთხვევა ესპანეთში მოხდა. 32 წლის ჯოზეფ გრემი ესპანეთის პოლიციამ დაკითხა და ორი დღის განმავლობაში საპატიმროში მოუწია ყოფნა. ჯოზეფი ბრიტანელია. ის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა პოლიციამ ნება დართო სამშობლოში დაბრუნებულიყო. მისი ადვოკატის განცხადებით ჯოზეფის დამნაშავეობა არ დასტურდება.

27 წლის კირსტი მაკსველი შოტლანდიელი იყო. ის რამდენიმე თვის გათხოვილი იყო. გამომძიებლები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან რა გახდა ქალბატონი მაკსველის გარდაცვალების მიზეზი: უნებლიედ გადმოვარდა, ხელი ჰკრა ვინმემ, თუ შეგნებულად გადმოხტა. კირსტი 21 გოგონასგან შემდგარ ჯგუფთან ერთად გამოვიდა სახლიდან და დილის 4 საათზე, შაბათს უკან დაბრუნდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა თავისი ნომრიდან ჩაცმული, თუმცა ფეხშიშველი, ერთი სართულით მაღლა ავიდა მამაკაცის ოთახში და დააკაკუნა კარზე. ჯოზეფი ამბობს, რომ ის არანორმალურივით იქცეოდა, როგორც ნასვამი ან მოწეული, ჯერ შევიდა სააბაზანოში, შემდეგ კი აივანზე გავიდა. მამაკაცს არ მოეწონა ქალის საქციელი და სთხოვა დაეტოვებინა მისი ნომერი. ნომერში მყოფმა ყველა დანარჩენმა მამაკაცმაც მისცა ჩვენება პოლიციას, სანამ ბრიტანეთში დაბრუნდებოდნენ.image

კირსტი მაკსველი დილის 8 საათზე გარდაიცვალა. პოლიცია თვლის, რომ მან ორიენტაცია დაკარგა და შეცდომით შევიდა მეგობრის ნომერში. დეტექტივები ასევე განიხილავენ თეორიას იმის თაობაზე, რომ ხომ არ იყო ის მთვარეული, რადგან ოთახი, საიდანაც გადმოვარდა, ზუსტად თავისი ნომრის თავზეა. იმასაც ფიქრობენ, მეგობართან(ჯოზეფთან) წამლის სათხოვნელად ხომ არ ავიდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. ფაქტია, რომ თავისი ოთახიდან გამოვიდა 7:50 სთ-ზე. გასაღები და მობილური არ წაუღია.

ესპანური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია წინასწარი გამოძიებით თვლის, რომ მასზე ძალადობა არ მომხდარა, თუმცა ქალის ოჯახმა მაინც დაიქირავა ადვოკატი.

ყველა მისი თანმხლები ქალი, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, თვლიან, რომ ეს შემთხვევითობა იქნებოდა, უმეტეს მათგანს აივნის კარებები ღია ჰქონდა, რადგან იქიდან სასიამოვნო ნიავი შემოდიოდა და დიდი ალბათობით კირსტი შემთხვევით გადავარდა.

გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.imageimageimage


რატომ დაფრინავენ მგზავრები ტომარაში გახვეულები?!

ექიმები გაოცდნენ, უბრალო საშუალება და ნაოჭები, შავი წერტილები, მუწუკები ქრება

როგორ ვზრდით შვილს - რა შეკითხვები არ უნდა დავუსვათ ბავშვს

"Met Gala - 2017"- ყველაზე საშინელი კაბები "მოდის ოსკარზე"(+ფოტოები)

0
718
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
718