x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა კოვზის დახმარებით-ეს მნიშვნელოვანია!

ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი დაავადების დროულმა დიაგნოსტიკამ შესაძლოა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. ექიმს არასოდეს ვაკითხავთ, მანამ სანამ რაიმე არ შეგვაწუხებს, მაგრამ თანამედროვე ადამიანის თავისი ჯანმრთელობისადმი მეტი ყურადღება მართებს.
საბედნიეროდ არსებობს გზა, ერთ წუთიანი, მარტივი პროცედურით შევიტყოთ, მეტაბოლიზმისა და ჰორმონალური ცვლილებების, ასევე ნაწლავთა სისტემის, თირკმელებისა და მუცლის ღრუს მდგომარეობის შესახებ.
ამისთვის დაგჭირდებათ, ჩვეულებრივი კოვზი!
image

აი, რა უნდა გავაკეთოთ:

ავიღოთ ჩვეულებრივი სუფრის კოვზი და მის უკანა მხარეს, სამჯერ მოუსვით ენა, დარწმუნდით რომ მასზე საკმარისი რაოდენობით გადავიდა ნერწყვი;
მოათავსეთ კოვზი პოლიეთილენის პაკეტში;
დაელოდეთ 1 წუთი, შედმეგ კი ყურადღებით დააკვირდით კოვზს:

იმ შემთხვევაში, თუ კოვზი სრულიად სუფთა დარჩა, მაშინ თქვენი შინაგანი ორგანოები სრულ წესრიგშია.

თუ კოვზე არსებული ნერწყვი გადაეცალა, გაიმეორეთ პროცედურა.

თუკი კოვზე უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ე.ი პირის ღრუს პრობლემები გვაქვს, თუმცა უსიამოვნო სუნი ასევე შეიძლება მიუთითებდეს სხვა დაავადებებზეც:

ამიაკის სუნი მიუთითებს თირკმლის პრობლემებზე;

სპეციფიკური მოტკბო სუნი შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტურ კეტოაციდოზზე, ან უბრალოდ იმაზე, რომ შაქარს დიდი რაოდენობით მოიხმართ.

მძაფრი სუნი შესაძლოა მიუთითებდეს ფილტვების ან კუჭის პრობლემებზე, ასევე პირის ღრუს ცუდ მდგომარეობაზე.

კოვზე უნდა დაარკვირდეთ არამარტო სუნს, არამედ ფერსაც:

თუ თქვენ კოვზზე ფორთოხლისფერ შეფერილობას შეამჩნევთ, ეს მიუთითებს თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ნაცრისფერი ნადები მიუთითებს ბრონხიტზე, მაღალი ქოლესტერინის დონეზე, ან სისხლის ცუდ მიმოქცევაზე;

თეთრი ლაქები კოვზზე შეიძლება მიუთითებდეს ზოგიერთ რესპირატორულ ინფექციაზე, ასეთ შემთხვევაშიც, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

სქელი, თეთრი ან მოყვითალო ნადები მიუთითებს მომნელებელი სისტემის პრობლემებზე ან ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსზე.

გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურით ზუსტი დიაგნოზის მიღება არ შეგვიძლია, კოვზს შეუძლია მხოლოდ გვითხრას, თუ რამდენად ვსაჭიროებთ ექიმთან ვიზიტს.
თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ეს სიმტომები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა საკუთარ ჯანმრთელობას უფრო ავნოთ!


ჯანმრთელობას გისურვებთ!




0
1918
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0