x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
imageქართველმა მესაზღვრეებმა 50 რუსი ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს, ამის შესახებ ინფორმაციას «Авто Mail.Ru» ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციის მათ ერთბაშად რამდენიმე ბაიკერმა მიმართა იდენტური ჩივილით, რომ 2 მაისს ზემო ლარსის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი "ანულირებულია" ჩაურტყეს. მსგავს პრობლემას კიდევ დაახლოებით 50 ბაიკერი გადააწყდა.ბაიკერებს საქართველოში შესვლა ეკრძალებათ მინიმუმ მაისის ბოლომდე.


ბაიკერი პაველ იარცევი:
"გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე ჩავედი, მივედი
საზღვართან და დავინახე, რომ მოტოციკლისტები განცალკევებით დგანან, მე მაინც რიგში ჩავდექი და დაველოდე მესაზღვრეს, პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, შემდეგ გამომიძახეს, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ და ა.შ 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს:ბოდიშით თქვენზე უარია."


ანალოგიურ პრობლემებსზე საუბრობენ "Настоящий Мотоциклист"-ის "ფეისბუქ" გვერდზე, მსურველები კი საკმარისად არიან.


"დიახ, მოვიდა შეტყობინება სასზღვრიდან. მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში"-წერს ბაიკერი ვლადიმერ ხრიპკოვსკი.


imageმიუხედავად ამისა ზოგიერთი ბაიკერი მაინც ფიქრობს საქართველოში მოხვედრაზე ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში.


image

შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ manifes.ge-ზე გავრცელდა პეტიცია-"არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში", რომლის ადრესატიც
საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტია.






0
337
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0