x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სამზარეულოს ულამაზესი ინტერიერი, რომელშიც აუცილებლად უნდა შეიხედოთ
image
სამზარეულო ყველა სახლის უმთავრესი ადგილია და მისი კომფორტულ ბუდედ გადაქცევა არც ისე ადვილია, თანაც თუ სივრცე არ გყოფნით. თუმცა ყველაფერი კვადრატულ მეტრებზე როდია დამოკიდებული. თუ ყველაფერს კარგად დავგეგმავთ, პატარა სამზარეულოც კი გვასიამოვნებს თავისი სიმყუდროვით.image

1. ცისფერი ჭერი

პატარა, ვიწრო სამზარეულოსთვის ცისფერი არკისებური ჭერი და ნათელი ფერის კედლები საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

2. შინაური სიმყუდროვე


ეს ნათელი სამზარეულოა, რომელშიც ეფექტურადაა შერწყმული სამი აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტურა: კლასიკური კერამიკული ფილა, ყვავილიანი შპალერი და ქვისგან ნაშენი კედელი.image

3. თამამი დიზაინი

პატარა ნათელი სამზარეულოს საოცარი ნიმუში, რომელიც აივანთანაა შეერთებული და სასადილო ზონის იდეალურ გაფორმებად იქცა თავისი ვიწრო ბარით და მაღალი სკამებით.image

4. რუხი და ყვითელი

აქ აქცენტი ყვითელ კედელზეა გადატანილი, მოკრძალებული სასადილო მაგიდა და რუხი ფერის ულტრამოდური გარნიტური ჩაშენებული ტექნიკით თანამედროვე და ფუნქციონალურ გარემოს ქმნის.image

5. უსასრულობა

მცირე ზომის სამზარეულო თეთრ ფერში, რომელიც თითქოს შლის საზღვრებსდა უსასრულო სივრცის ილუზიას ქმნის. image

6. სასადილო ზონა

მომხიბლავი სამზარეულო მიშენებული სასადილო ზონით, გამოყოფილია ხის მასალით და რამდენიმე თაროთი, გამოსაწევი სასადილო მაგიდით, რომელიც ცალკე მაგიდის ფუნქციას ასრულებს.image

7. კონტრასტები

პატარა, თანამედროვე, თეთრი დახვეწილი კარადით, მოზრდილი სასადილო ზონით და შავი ფერით ნამდვილი მიგნებაა ამ გარემოსთვის.image

8. "ბისტროს" ტიპის

ნათელი ქათქათა კედლები პატარა კარადით და ბისტროს ტიპის მყუდრო სასადილო ზონით.image

9. მკვეთრი დიზაინი

საუკეტესო დიზაინია "ხრუშოვკების" მოსაწყობად, რადგან შავ-ყვითელი გარნიტური შავი კერამიკის ქურით განსხვავებულ იერს აძლევს პატარა სტანდარტულ ოთახს.image

10. ელეგანტური

პატარა სამზარეულოს ლაკონური დიზაინი კუთხის გარნიტურით, ჩაშენებული ტექნიკით და შუაში ნათელი ფერის ხის მრგვალი მაგიდით.image

11. გამოგონილი დიზაინი

ნამცეცა სამზარეულოსთვის ხელსაყრელი კომპაქტური ავეჯი ფართო ფანჯრის რაფით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ზონადაც გამოდგება და სასადილო მაგიდადაც. image

12. ტრადიციული სტილი

ეს კი ტრადიციების მოყვარულთათვისაა-ცისფერი კედლები, კლასიკური კარადა, კუთხის ნაკრები განკუთვნილია სიმყუდროვისა და კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის.imageimageimageimageimageimageimage








როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია



როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა


როგორ დავიკლოთ თვეში 10 კილო, თამრიკო ჭოხონელიძის დიეტა


საოცარი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

0
4471
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
4471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0