x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სწორად ისხამთ სუნამოს? 8 რჩევა პროფესიონალისგან
image

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს რთული სუნამოს დასხმაში?მაგრამ როგორც აღმოჩნდა პარფიუმს თავისი წესები აქვს, რომლის დაცვითაც საყვარელი სუნამოს არომატს დიდხანს შეინარჩუნებთ და ხასიათს არ დაუკარგავთ.


იპკურეთ სუნამო აუცილებლად სუფთა კანზე


იმისთვის, რომ არომატის მდგრადობა დიდხანს შეინარჩუნოთ, იპკურეთ სუნამო სხეულის იმ ნაწილზე, სადაც პულსაციაა:მაჯებზე, ყურს უკან, იდაყვის მოხრის ადგილას-კანი ამ ადგილებში უფრო თბილია და საყვარელი არომატი დიდხანს გაგყვებათ.


image

ნუ გადააჭარბებთ სუნამოს დასხმისას.მძაფრი სურნელი მხოლოდ გაქცევის სურვილს გაუჩენს გარშემომყოფთ. სუნამო კი, პირიქით, უნდა იზიდავდეს. ექსპერტები გვირჩევენ:გაუშვით თქვენს წინ ჰაერში სუნამო და შემდეგ გაიარეთ ამ პარფიუმის ღრუბელში.


მსუბუქი არომატებით შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ და რამდენიმე სუნამო ერთმანეთში აურიოთ, თქვენი უნიკალური სურნელის შესაქმნელად. Jo Malone-ს გლობალური დირექტორი დები უაილდი გვირჩევს თამამად შევურიოთ 2-3 არომატი.


გახსოვდეთ, დილით საკმარისია პარფიუმის რამოდენიმე წვეთი, საღამოს კი შეგიძლიათ ეს დოზა გააორმაგოთ.


“არ წაისვათ სუნამო თითით"-გვირჩევს Guerlain-ის პარფიუმერული ექსპერტი გალინა გარკუნი.გამოიყენეთ ამისთვის თავსახურის შიდა მხარე ან მინის ჯოხი.


არ გაგიტაცონ მოდის სიახლეებმა, ესა თუ ის სუნამო შესაძლოა მოდურია, მაგრამ თქვენს ხასიათს არ შეესაბამებოდეს. იპოვეთ საკუთარი არომატი, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.





0
233
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0