x
image
_K_
Mediator image
10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ
ბევრს ჰგონია, რომ მოდელების კარგი ფოტოები მხოლოდ მათი სილამაზის დამსახურებაა, მაგრამ, სინამდვილეში, დიდ როლს თამაშობს პოზირების უნარი.

სტატიაში გთავაზობთ პროფესიონალების მოცემულ რჩევებს იმისთვის, რომ ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ ფოტოებში.


შეხების იმიტირება

image


პრობლემა: თუ ხელები კამერისკენ გექნებათ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩარჩოდან ამომხტარია. პირველ ფოტოზე მოცემული ჟესტი ასევე გამოგიჩენთ უფრო პატარა სახეს.


გადაწყვეტა: მეორე ფოტოზე მოცემული ჟესტით ხაზს გაუსვამთ თქვენს სახის ნაკვთებს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ შეხების იმიტირება ისე, რომ უშნოდ არ შეეხოთ კანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ არასდროს ჩამალოთ სახე ხელებში და არ მოიკიდოთ ხელები თმაზე.


ნიკაპი წინ

imageპრობლემა: ნებისმიერ ფოტოში თქვენი კისერი უნდა დარჩეს ხილული. შეეცადეთ, არ დამალოთ ის, არ გამოსწიოთ თავი წინ, თორემ თქვენი მზერა გახდება მძიმე და არასტუმართმოყვარე.


გადაწყვეტა: აწიეთ თავი მაღლა. შეიძლება, არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფოტოში ასეთი პოზიცია ელეგანტურობას და მომხიბვლელობას შეგძენთ.


არ გადააჯვარედინოთ ხელები

imageპრობლემა: წინ გადმოხრა არაბუნებრივია, მხრებს ნაკლებად ლამაზს გამოგიჩენთ, ხელების გადაჯვარედინებით კი თითქოს ფიგურას ბუნდოვანს ხდით.


გადაწყვეტა: როცა კამერის წინ დგახართ, სხეული ოდნავ შეატრიალეთ რომელიმე მხარეს, ჩამოუშვით ხელები. ასე თქვენი კისერი უფრო გამოიკვეთება და სხეულის კონტურებიც უკეთ გამოჩნდება.


აკონტროლეთ პოზა

imageპრობლემა: წელში მოხრილობა ზედმეტ კილოგრამებს შეგმატებთ, კისერსაც უფრო მსხვილს გამოგიჩენთ.


გადაწყვეტა: გაშალეთ მხრები და გაიმართეთ წელში. კარგი იქნება, თუ ოდნავ შეტრიალებული იქნებით კამერისკენ.


შეცვალეთ კუთხე

image

პრობლემა: როცა ფეხები პირდაპირ კამერის წინ გიდგათ, თქვენი სილუეტი უფრო დიდი ჩანს. კუთხის არასწორად შერჩევამ შეიძლება თქვენი ფეხები უფრო მოკლედ და მსუქანი გამოაჩინოს.


გადაწყვეტა: ამის გამოსასწორებლად უბრალოდ შეარჩიეთ სწორი კუთხე, ოდნავ მიტრიალდით კამერისკენ, ფეხები დადეთ ერთად, ოღონდ ერთი ოდნავ უფრო მაღლა ასწიეთ.


მოაბრუნეთ ტანი

image

პრობლემა: თუ ტანს კამერიდან ძალიან შორს მიაბრუნებთ, თქვენი მხრები გამოჩნდება მრგვალი და წელი- ფართო. ამას გარდა, უფრო მსუქანი გამოჩნდებით.


გადაწყვეტა: ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ კამერისგან სამი მეოთხედით მოტრიალებული იყოთ. ასე უფრო ვიწრო წელი გამოგიჩნდებათ.


ყურადღება მიაქციეთ ხელებს

imageპრობლემა: ხშირად, როცა ფოტოს გადაღების დროს ვზივართ, არ ვიცით, სად წავიღოთ ხელები. გადაჯვარედინებული ხელები ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს, ჩამოშვებული ხელები კი არაბუნებრივად გამოიყურება.


გადაწყვეტა: "ქვიშის საათის" ფორმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა ზიხართ. ერთი ფეხი მეორეს გადაადეთ და ზედა მუხლზე მსუბუქად დაიდეთ იდაყვი. ერთი მკლავი ვერტიკალურ მდგომარეობაში გქონდეთ, მეორე - ჰორიზონტალურში. ეს პოზა ქმნის ელეგანტურ ვიზუალურ ხაზებს და გამოკვეთს თქვენს სახეს და ფიგურას.


შექმენით ვიზუალური ხაზები

imageპრობლემა: ჩამოშვებული ხელებით დგომის ნაცვლად, შეგიძლიათ უკეთესი პოზები მიიღოთ. გარდა ამისა, ზოგი ტანსაცმელი სწორად მდგომარე პოზაში უფრო მსუქან ფიგურას გამოგიჩენთ.


გადაწყვეტა: დააშორეთ ხელები სხეულს. სცადეთ მათი გამოყენება სწორი ხაზებისა და კუთხეების შესაქმნელად, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თქვენს ფორმებს და იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია.


თავიდან აიცილეთ ხალვათი ტანსაცმელი

imageპრობლემა: ხალვათი ტანსაცმელი თქვენს ფიგურას რთულად შესამჩნევს ხდის და ასევე, აფართოებს მას.


გადაწყვეტა: ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ხელები მიიტანეთ წელთან. დარწმუნდით, რომ წელი ვიწრო ჩანს და ერთი ხელი მეორეზე მაღლაა. თუმცა, საერთოდ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გადაღების დროს ასეთი ტანსაცმელი არ ჩაიცვათ.


არ გამოაჩინოთ იდაყვი

imageპრობლემა: კამერისკენ მიმართული იდაყვი არაბუნებრივია. ის არღვევს პროპორციის წესებს და ფოტოს მძიმეს ხდის.


გადაწყვეტა: თუ ფოტოში ხელები გიჩანთ, ის ხაზს უნდა უსმევდეს და ემსახურებოდეს სხეულის და სახის ლამაზი ნაწილების გამოკვეთას.



0
2597
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0