x
მეტი
  • 23.07.2017
  • სტატია:67845
  • ვიდეო:320459
  • სურათი:420251
რატომ და ვინ მოკლა გენერალი ლევ როხლინი

image რუსეთის დუმის დეპუტატის, გენერალ ლევ როხლინის სიცოცხლეს წერტილი დაუსვა 1998 წლის 3 ივლისს ღამით გასროლილმა ტყვიამ. დეპუტატი მოკლულ იქნა მისსავე აგარაკზე მოსკოვის ოლქის დაბა კლოკოვოში. სიკვდილი მებრძოლ გენერალს მისივე საწოლში "წამოეწია".
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გენერალს მკვლელობის მომენტში ღრმა ძილით ეძინა.
ოფიციალური ვერსიით მკვლელობას საფუძვლად ედო ღრმა შიდა საოჯახო კონფლიქტი ლევ როხლინსა და მის მეუღლეს შორის, თამარა როხლინას წაუყენეს ბრალდება თითქოს მან მოკლა კონფლიქტის ნიადაგზე მძინარე ქმარი. თამარა როხლინა მალევე დააკავეს.
თამარა როხლინას დააბრალეს წინასწარი განზრახვით მეუღლის მკვლელობა, თუმცა ექსპერტიზამ თამარას ხელის თითების ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა მკვლელობის იარაღზე, ასევე არც ხელზე და არც ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა დენთის წვისას გამოყოფილი ნაწილაკები. მიუხედავად ამისა სასამართლო ძალიან გაჭიანურდა და თამარა როხლინა სასამართლო დარბაზში პირველად 2000 წელს გაიყვანეს, ბრალდებულს არ უღიარებია დანაშაული, თან ყველაზე საოცარი და გასაკვირი ისაა, რომ თამარა როხლინა არ გადაუყვანიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 5 წლის მანძილზე ის იმყოფებოდა დროებითი დაკავების საკანში.
საბოლოოდ თამარა როხლინამ გაასაჩივრა სასჯელი და მოითხოვა: თუ დამნაშავე იყო დაემტკიცებინათ მისთვის დანაშაული ან გაენთავისუფლებინათ.

თამარა როხლინას კომპენსაციის სახით გადაუხადეს 8 000 ევრო, 2005 წელს კი გაიმართა მეორე სასამართლო, სადაც თამარა როხლინას 4 წლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს სასჯელად.
მთელი 7 წლის მანძილზე საგამოძიებო სტრუქტურებმა ვერ შეძლეს თამარა როხლინას დანაშაული დაემტკიცებინათ, ჯერ კიდევ გენერლის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გენერლის აგარაკიდან არცთუ შორს ტყეში იპოვეს სამი ადამიანის სანახევროდ დამწვარი გვამები, როგორც ცნობილია გვამებს წვავენ ფაქტების დამალვის მიზნით, სამედიცინო პათოლოანატომიური ექსპერტიზის დასკვნით სამივე პირი დახოცეს და შემდეგ დაწვეს. გავრცელდა ვერსია, რომ ეს სამი პირი ასრულებდა სპეცსამსახურების დაკვეთას და გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ ისინიც, როგორც სახიფათო მოწმეები მოიშორეს, თუმცა ამ ვერსიას ფართო გაქანება არ მისცემია და გამოძიება ამ კუთხით არ წასულა.
თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ლევ როხლინი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, მოუწოდებდა რა ბორის ელცინს თავისი ნებით გადამდგარიყო და წასულიყო დაკავებული პოსტიდან, მაგრამ ელცინი გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად სულაც არ აპირებდა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას. ლევ როხლინმა ჩამოაყალიბა კოალიცია, რომელსაც უნდა აეძულებინა იმპიჩმენტის გამოცხადებით უკვე არაპოპულარული ელცინი გადამდგარიყო– ასეთი განცხადება გააკეთა მოგვიანებით უშიშროების კომიტეტის თანამშრომელმა ილიუხინმა.
გენერალი ლებედის სიტყვებით, ლევ როხლინს ბევრი თანამოაზრე ჰყავდა და თითქოს მედია მაგნატი გუსინსკი სთავაზობდა დიდ თანხას როხლინს მოეწყოთ თავდასხმა ელცინზე, თუმცა როხლინმა ამ გეგმაზე ლებედისვე სიტყვებით უარი განაცხადა.
როხლინი ფიქრობდა, რომ ყველა მიზნის მიღწევა შეიძლებოდა მშვიდობიანად.
სწორედ ამ პერიოდში გაისმა მუქარა კრემლიდან: "ჩვენ გავანადგურებთ ყველა როხლინს ჩვენს გზაზე".
მალევე მოხდა როხლინის მკვლელობა, ამ მკვლელობამ შეაჩერა კოალიციის მოქმედება ელცინის წინააღმდეგ, მეტიც ძალოვნებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაეტეხათ სახელი როხლინისათვის და მისი მკვლელობის "მიკერება" სცადეს მისი ცოლისათვის, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდათ.
ვინც კი იცნობდა ლევ როხლინს აფიქსირებს, რომ მისი მკვლელობა მოხდა კრემლის დაკვეთით.
თავად თამარა როხლინას აზრით მისი ქმრის მკვლელობა არ უკავშირდება ელცინს, ეს იყო ბანალური ქურდობა რა დროსაც მოხდა მკვლელობა, თუმცა საინტერესოა როდის მერე დადიან ქურდები გენერლების გასაქურდად, როცა ამ გენერლის აგარაკს 24 საათი იცავდა პირადი დაცვა და სათვალთვალო კამერები.
ფაქტი ერთია–როხლინის სეიფიდან გაქრა ელცინის საწინააღმდეგოდ მოქმედი კოალიციის დასაფინანსებლად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხა.







1
818
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
818
  
3 მაისი, 22:28
პუტინს დებდნენ ბრალს მის მკვლელობაში...
0 1 1