x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
ინტენრეტგამოცემა thetoptens-ი საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში.გამოცემამ ახლახან გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი.




10) ალი კარიმი-(38 წლის)ირანელი ნახევარმცველი, ეროვნული ნაკრების წევრი და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი-ირანი ჩემპიონი და თასის მფლობელი, გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, აზიის თამაშების ჩემპიონი, აზიის საუკეთესო ფეხბურთელი(2004წ)


image


9)ფარჰად მაჯიდი-(40 წლის)ირანი-შემტევი ნახევარმცველი, ირანის ნაკრების და კლუბ "ესტეგლალის" ფეხბურთელი, 2010 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციიის (IFFHS) გამოკითხვის მიხედვით იგი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად დასახელდა(ლიონელ მესი მხოლოდ მე-10 იყო), ამავე 2010 წელს მაჯიდი აზიის ნომერ #2 ფეხბურთელად დასახელდა.



image


8)იოჰან კრუიფი-(1947-2016)-ჰოლანდია- ნაკრების, "აიაქსის" და ბარსელონას" ფორვარდი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ჰოლანდიის 8-გზის და ესპანეთის ჩემპიონი, ჩეპიონთა თასის სამგზის მფლობელი3-გზის ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, კრუიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ.


image


7)რონალდინიო(37 წლის)-ბრაზილია-შემტევი ნახევარმცველი, ეროვნული ნაკრების, აგრეთვე ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“, აგრეთვე მექსიკური „კერეტაროს“ რიგებში.. „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით(2005).მსოფლიოს ჩემპიონი(2002) და სხვა.


image



6)რონალდო-(40 წლის)-ბრაზილია-თავმდამსხმელი, ეროვნული ნაკრების, თამაშობდა აგრეთვე კრუზეირო, პსვ, ბარსელონა, ინტერი, რეალ მადრიდი, მილანი, კორინთიანსში, ორგზის ოქროს ბურთის მფლობელი, სამგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონი, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ლიგების ჩემპიონი და სხვა.

image

5)ზინედინ ზიდანი-(44 წლის)-საფრანგეთი, შემტევი ნახევარმცველი-ეროვნული ნაკრების და ბორდო, იუვენტუსი, რეალ მადრიდის მოთამაშე, მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და სხვა. ათი წლის მანძილზე იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი .


image



4) დიეგო მარადონა-(56 წლის)-არგენტინა-თავდამსხმელი, ნაკრების, თამაშობდა ბოკა ხუნიორსის, ბარსელონას, სევილიას, ნაპოლის და სხვა გუნდების შემადგენლობაში. ფიფა-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი(1986), არგენტინის და ესპანეთის ჩემპიონი, იტალიის თასი მფლობელი, უეფას თასის და სუპერთასის მფლობელი.


image



3) კრიშტიანუ რონალდუ-(32 წელის)-პორტუგალია-გარემარბი, ამჟამად მადრიდის რეალში თამაშობს, . მოგებული აქვს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2007-08, 2013-14) და ოქროს ბურთი 3-ჯერ (2008, 2013, 2014).ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული.


image


2) პელე-(76 წლის)-ბრაზილია-თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, აგრეთვე იყო სანტოსში და ნიუ-იორკ კოსმოსში.1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS)-საუკუნის ფეხბურთელად, იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია(541 გოლი).სულ მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში.

ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად აღიარეს. მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol).მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.


image

1) ლიონელ მესი-(29 წლის)-არგენტინა, თავდამსმხელი, ნაკრების წევრი, ამჟამად თამაშობს "ბარსელონაში", ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი, ხუთგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას მიხედვით.ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული, სუპართასის ორგზის მფლობელი.


image


1
1568
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1568
  
2017, 1 მაისი, 10:34
რონალდინიო მაინც სულ სხვააა :)
0 1 1