x
image
melody_inside
ვის არ უნდა უცქიროთ თვალებში ?
გამოთქმას „თვალი-თვალში“ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად განვიხილავთ. ზოგი, როდესაც პირდაპირ უცქერენ თვალებში, თავს უხერხულად გრძნობს, მაგრამ ზოგს თვალის არიდებაც წყინს.“

image

„ის არ გიყურებს თვალეში“, -ასე ამბობენ ხალხში. არსებობს კი რამე წესები, თუ ვისზე შეიძლება და ვისზე არა თვალებში ცქერა?


ბავშვები

არასასურველია თვალებში სხვის ბავშვს უყურო. ძველად ითვლებოდა, რომ ბავშვები, უფროსებზე მეტად ექვემდებარებიან „გათვალვა“-ს, ამიტომ უცხო ადამიანის მზერამ ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს, წარუმატებლობა მოუტანოს მას. საკუთარ შვილებთან კი ასეთი კონტაქტი აუცილებელია. ის საშუალებას იძლევა კავშირი დამყარდეს მშობელსა და ბავშვს შორის. სხვაგვარად პატარამ თავი შეიძლება ზედმეტად იგრძნოს, პრობლემები შეიძლება შეექმნას ურთიერთობებში და შედეგად პირად ცხოვრებაში.


არასასიამოვნო ადამიანები


თითოეული ჩვენთაგანის გარემოცვაში გვხვდება ადამიანები, რომლებთან ურთიერთობის შემდეგ მკვეთრად გვიუარესდება განწყობა. ზოგი მათ ენერგო ვამპირებს უწოდებს, ზოგი დარწმუნებულია, რომ მათ გათვალვაც შეუძლიათ. მაგრამ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არ ღირს მათ თვალებში ცქერა. თუ ისინი ცდილობენ ამის გაკეთებას, ეცადეთ თავი აარიდოთ ასეთ კონქტს და საერთოდ, ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მათთან ურთიერთობა.


ბოშები

ბოშები ცდილობენ თავიანთ მსხვერპლთან თვალებით დაამყარონ კონტაქტი, რათა ზემოქმედება მოახდინონ მის ქვეცნობიერებაზე და მეტი ფული გამოძალონ. თუ თქვენ სრულიად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ჰიპნოზს არ ექვემდებარებით, ექსპერიმენტის ჩატარება მაინც არ ღირს. თუ თქვენ ბოშა დაგელაპარაკათ - თვალი აარიდეთ.


სხვა ეროვნების წარმომადგენლები

მაშინ როცა ევროპელს ან ლათინოამერიკელს თვალებში უცქერთ საუბრისას, ეს ნორმად ითვლება _ სხვა კულტურებში ასე მარტივად არ არის საქმე. ასე მაგალითად - ამერიკელებთან, თუ მამაკაცები უცქერენ ერთმანეთს თვალებში, ეს შეიძლება გაგებული იყოს როგორც ინტიმური ინტერესის ნიშანი. არაბებთან, ქართველებთან, სომხებთან, თურქებთან- ქალი მამაკაცს თვალებში არ უნდა უყურებდეს, საუბრის დროს ის იატაკისკენ უნდა იცქირებოდეს. ჩინელებთან გამოხედვა „თვალი-თვალში“ უზრდელობად ითვლება: ერთმანეთთან საუბრისას ისინი ნიკაპის მიმდებარე ტერიტორიაზე უცქერენ. რუსებისთვის მიუღებელია ვინმეს მზერით გაბურღვა. საუბრისას ნორმად ითვლება თანამოსაუბრეს მხოლოდ მცირე დროით შეხედონ თვალებში. თუ თქვენ ვინმეს თვალს არ აშორებთ, ეს ნამდვილად გაანერვიულებს ადამიანს. ის იფიქრებს, რომ ან ინტიმური ინტერესი გაქვთ მის მიმართ, ან გსურთ მასზე ზემოქმედება, ან უბრალოდ დასცინით.


საპირისპირო სქესის წარმომადგენლები

ხანგრძლივი მზერა „თვალი-თვალში“ ჩვენი ტრადიციის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მოსწონთ ერთმანეთი და დაახლოება სურთ. მაგრამ ადამიანი ყოველთვის არ არის მზად ასეთი მზერისთვის. გოგონას, რომელსაც
თვალს არ აშორებს უცხო მამაკაცი, მის მიმართ შესაბამისი ინტერესის არ არსებობის შემთხვევაში, ნაკლებად სავარუდოა მოეწონოს ასეთი მზერა. ასევე იქნება მამაკაციც, რომელზეც თუ უცხო ქალის მზერა იქნება მიპყრობილი, არაკომფორტულად იგრძნობს თავს. ასეთი დაჟინებული მზერა მიზანშეწონილია, როდესაც უკვე რაღაც ურთიერთობებია აწყობილი და ეს ორმხრივია.


მაღალი რანგის ადამიანები

ტრადიციულად დაუშვებლია თვალებში ცქერა სამეფო, თანამდებობის პირების ან უბრალოდ უფროსებისთვის. ყოველ შემთხვევაში პირველებმა არ უნდა დაამყაროთ მათთან მხედველობითი კონტაქტი. ეს მეტყველებს თანამოსაუბრის დამორჩილების სურვილზე. თუ თქვენ თქვენზე თანამდებობით მაღლა მდგომ პირს თვალებში მიაშტერდებით, ის ამას თქვენი მხრიდან თავხედობად ჩათვლის და თქვენი შემდგომი ურთიერთობა რთულად წარიმართება.


კრიმინალები

არ არის რეკომენდირებული თვალებში შევხედოთ დამნაშავეებს, განსაკუთრებით რეციდივისტებს. ბევრი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს „აჯობებს“, თუ თვალს თვალში გაუყრის. ეს ასე არ არის. პირდაპირ მზერას ასეთი ადამიანები აგრესიად აღიქვამენ და საპასუხოდ თავს შეიძლება დაგესხათ. დამნაშავეთა სამყაროს თავისი კანონები აქვს და ასეთი ურთიერთობა სავალალოდ შეიძლება დასრულდეს.

ცხოველები

ცხოველები სამყაროს ისე არ აღიქვამენ, როგორც ჩვენ. მაგალითად, მტაცებლები ყურადღებით უცქერენ მსხვერპლს ნადირობისას. თუ თქვენ დაჟინებით მიაშტერდებით ძაღლს ან კატას ( ან ღმერთმა ნუ ქნას, ვეფხვს), შეიძლება ცხოველმა ეს აღიქვას გამოწვევად, მუქარად და თავს დაგესხათ.


საკუთარი ანარეკლი

თითქოს მერე რა, რა არის აქ ასეთი _ შეხედო საკუთარ თავს სარკეში? მაგრამ ბიოენერგეტიკის სპეციალისტები გვაფრთხილებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენს
ანარეკლზე თვალებში ყურებისას ჩვენს ენერგიას ვაძლევთ სარკეში ჩვენსავე ორეულს,
ამან კი შეიძლება დაავადებებამდე და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პრობლემებამდეც
კი მიგვიყვანოს. ამიტომ, სარკეში რაც შეიძლება იშვიათად ჩახედეთ საკუთარ თავს თვალებში.


იხილეთ ასევე:

1. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა...


2. იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!



3. აი რისთვის აქვს გაზქურის ღუმელს ქვედა სათავსო. ადამიანების 99% მას არ იყენებს დანიშნულების მიხედვით!


4. სუნამო, ტუალეტის წყალი, პარფიუმი...განსხვავება...


5. სიბრძნის კბილის ამოღება არ შეიძლება! აი რატომ!


6. 8 ნიშანი, რომელიც გასცემს მოღალატეს (კერძო დეტექტივების დაკვირვებების მიხედვით)


7. თქვენი ბინის ნომრის მნიშვნელობა








0
746
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
746
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0