x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
“ალბათ მე ვერ გავაკეთე რაღაც სწორად, ჩემი ბრალია” -კაცები ყოველთვის იმას აკეთებენ, რასაც ქალი გრძნობს?

ქალებს ხშირად ახასიათებთ საკუთარი თავის დადანაშაულება მაშინ, როცა ურთიერთობებში არ უმართლებთ.

“ალბათ მე ვერ გავაკეთე რაღაც სწორად, ჩემი ბრალია”

როფორც წესი მამაკაცებში მსგავსი თვითგვემა არ შეინიშნება ხოლმე.

სინამდვილეში ქალების მხრიდან თავის დადანაშაულებას თავისი საფუძველი მართლაც გააჩნია, რადგან ქალმა შინაგანად ყოველთვის იცის როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია მამაკაცზე.

image

ქალს შეუძლია თავისი ქცევით მამაკაცს ისეთი რეალობა შეუქმნას, როგორშიც ის თავს ან მეფედ იგრძნობს ან ხელქვეითად, ეს ქალზეა დამოკიდებული.
ორივეს ჯობია, მამაკაცმა ქალის სრულფასოვან თანამგზავრად იგრძნოს თავი და არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას ქალი საჭიროებისამებრ იყენებს.

საინტერესოა აკეთებს თუ არა მამაკაცი იმას, რასაც ქალი შინაგანად გრძნობს?

ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ქალი ყოველთვის ლიდერი გამოდის.
კონფუცის თქმით: “ლიდერი არის, ის ვინც უკან დგას”, ანუ ვინც რაიმეს გეგმავს არ ნიშნავს, შემსრულებელიც თვითონაა.

გენერალი შტაბში ზის და ბრძანებებს გასცემს. ასევე ხდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შემთხვევაშიც.
ქალის მიზნები და სურველები კაცს მისი ქცევებიდან გადაეცემა, შედეგად კაცი (ოღინდ ნორმალური) იწყებს იმაზე ფიქრს, როგორ შეასრულოს ისინი.
ქალს ხშირად უჩნდება იმის შიში, რომ საყვარელ მამაკაცს დაკარგავს, შინაგან შიშს გარეგნულად კაცისადმი ზედმეტი მზრუნველობითა და ყურადღებით გამოხატავს, რაც ზოგჯერ კაცის გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ჭკვიანმა კაცმა ყოველთვის იცის, როგორ გაუქარწყლოს ეს შიში ქალს.
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს კაცები ქალებს ტოვებენ, როგორც ჩანს ქალის შინაგანი ემოციები მამაკაცამდე პირდაპირ მიდის და მისგან წასვლას აიძულებს, ქალი კი ვერაფრით ხვდება რატომ მიატოვა მამაკაცმა.

თუკი ამ მოსაზრებებს დავეყრდნობით, ქალის შინაგან სამყაროს დიდი ზეგავლენა გააჩნია მამაკაცზე, ამიტომაც ყველა ქალი უნდა ეცადოს საყვარელ მამაკაცს პოზიტიური და თავდაჯერებული ემოციები გადასცეს.
რა თქმა უნდა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ არსებობს ფრაზა” რაც ქალს სურს, ღმერთსაც ის სურს.”
ამ ფრაზის არსი კი ისაა, რომ ქალმა უნდა გაითავისოს რამხელა გავლენას ფლობს საყვარელ მამაკაცზე და ემოციები სწორედ აკონტროლოს.





0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0