x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
“ სახელმწიფოს განგებ აღარ მივმართავ არანაირი თხოვნით და მოთხოვნით! მიმაჩნია რომ უძლურები არიან ყველაფერში და მოღალატეებიც…”-ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

image
“დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და იქ მივხედავთ მიწას, ვაზი გავაშენეთ უკვე. დიდ ფერმასაც გავაკეთებთ და ადგილობრივებს დავასაქმებთ(თუ რა თქმა უნდა შევძელით და ”ბირჟას” მოვწყვიტეთ საერთოთ)!
ეს ყველას შეგვიძლია!
ნუ ყიდი მიწას, შენ დაამუშავე! ნუ გამორბიხარ ქალაქში თითქოსდა უკეთესი ცხოვრებისთვის!
მიწათმფლობელი თუ მშრომელია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია!
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ სფეროს! სახელმწიფოს განგებ აღარ მივმართავ არანაირი თხოვნით და მოთხოვნით! მიმაჩნია რომ უძლურები არიან ყველაფერში და მოღალატეებიც, რადგან ჩვენს მიწებს ყიდიან და არაფერს აკეთებენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის!
ხალხმა უნდა შეცვალოს ისტორია და ააღორძინოს საქართველო. ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ჩემო კარგო ხალხო!” -წერს მომღერალი.


image

1
381
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
381
  
2017, 6 მაისი, 20:36
ამ ქალმა ხომ შეგვჭამა რა, გავიგეთ რომ მაგარი ხარ და ეს სახელმწიფო, ქვეყანა და არც მისი შვილები რა თქმა უნდა შენს გარდა კაპიკად არ ვღირვართ, წადი ისევ იქ საიდანაც მოხვედი ან რაჭაში რა გინდა, ხედავ ვერ გშველის სახელმწიფო? შენით უშველე თავს, ოღონდაც თავი დაგვანებე, ჩვენ როგორმე მივხედავთ, ვისთვისაც ეს ქვეყანა ასეთი საძულველი არაა, ქალაქსაც და სოფელსაც, მთასაც და ბარსაც, სხვათაშორის სანამ შენ მთელს მსოფლიოს წრეს უვლიდი ბაბუაჩემი რაჭაში დიდი შრომითა და წვალებით ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა რომ არავიზე ნაკლები არ იყო არაფრით და მათ შორის სიმღერის საოცარი ნიჭითაც იყო დაჯიილდოვებული, არ უფიქრია რომ წამოსულიყო რაჭა მიეტოვებინა და ქალაქში გადასახლებულიყო ან მითუმეტეს საზღვარგარეთ გახიზნულიყო და მერე არ დაბრუნებია ლამის სიბერეში რაჭას.
0 1 1