x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ცირამუების ოჯახის სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა

image გუშინ დღის 16 საათზე ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ცირამუების სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა უამრავი თვითმხილველის თვალწინ.
პირადად რელიგიასთან დაკავშირებით ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან არ მივეკუთვნები ფანატიკურად და ბრმად მორწმუნეთა კატეგორიას.
მყავს მოძღვარი, რომელიც მთელ რეგიონში და არა მარტო რეგიონში ცნობილია მისი სასულიერო განათლებით, ინტელექტით და რაც მთავარია უბრალოებით.
ათწლეულებია ფეხით დადის ეკლესიიდან ეკლესიაში.
ასე, რომ მისი წყალობით ვიცი რაა ჭეშმარიტი უფლის რწმენა და რაა მოდას აყოლილი "მორწმუნის" რწმენა.
აქედან გამომდინარე ვუყურებ "სასწაულებად" მონათლულ ფოტოშოპით "ნათაღლითევ" სურათებს სკეპტიკურად, ეკლესიების თავზე ელვისას კონტრაჟორით წარმოქმნილ ხან ჯვარს და ხან უფალს მიმსგავსებულ კონტურებს კარგად ვარჩევ ნამდვილისაგან, რადგან რაც მართალია მართალია უხვადაა ნამდვილი კადრებიც.
მე არ ვიცი რას ნიშნავს აფხაზეთში დაწყებული და ზუგდიდში გაგრძელებული უფლის და ღვთისმშობლის გამოსახვა სახლების ფანჯრების მინებზე, ამაზე ალბათ საპატრიარქო იტყვის სათქმელს, ფაქტი ერთია კომბინატის დასახლებაში გამოსახული ღვთისმშობლის სანახავად უამრავი სასულიერო პირია მისული მოსახლეობასთან ერთად და ჯერ არცერთს არ უთქვამს რამე ისეთი რაც იქ ასობით მისული მოქალაქისათვის სარწმუნო იქნებოდა.
მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო საპატრულო პოლიცია აკონტროლებს სიტუაციას და შესაბამისად იცავს წესრიგს.
საინტერესოა მსგავსი გამოსახვები რაიმე მინიშნების მატარებელი ხომ არაა? ათონის წმინდა მთის ბოლო პერიოდის უდიდესი წმინდანის–წმინდა ბერი პაისის თქმით ბოლო ჟამს ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და საქართველოში გამოემართება, იგივეს ამბობდა წმინდა ბერი გაბრიელი.
ორივე ბერის თქმით როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას, ესკლესია მონასტრების გუმბათები ხილულად გადაიხრებიან ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივისცემის ნიშნად.
ვიცი ახლა ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
image

2
139
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
2017, 30 აპრილი, 20:11
მეც ამ აზრზე ვარ...
2017, 30 აპრილი, 19:53
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს...
0 1 2