x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ყველაზე საინტერესო ფაქტები ენების შესახებ

image


1. პლანეტაზე სულ 7 ათასამდე ენა არსებობს. მათგან, დაახლოებით, 2 400 ენა შეიძლება სამუდამოდ გაქრეს.

2. ჩინური ენის მანდარინის დიალექტზე ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს მსოფლიოში (885 მლნ.), ესპანური ენა, მასზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობის მიხედვით, II ადგილზეა (332 მლნ.), ინგლისური — III (322 მლნ.), ბენგალური — IV (189 მლნ.).
3. პაპუა-ახალი გვინეელები 820 ენაზე საუბრობენ, რაც მსოფლიოში არსებული ენების 12% შეადგენს.

4. ამერიკელი ინდიელების ზუნის ტომის ენა, რაღაცით იაპონურ ენას ჰგავს. ბოლო კვლევამ დაადასტურა ბიოლოგიური მსგავსება ადამიანების ამ ორ ჯგუფს შორის.
5. ბასკური ენა, რომელზეც ესპანეთის ჩრდილოეთში და საფრანგეთის სამხრეთში მცხოვრები ბასკები საუბრობენ, ერთადერთი ევროპული ენა არის, რომელიც ენების ცნობილი ოჯახებიდან, არცერთს არ მიეკუთვნება და ფსევდო-იზოლირებულ ენას წარმოადგენს.
6. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენა არის, – ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

7. ჩინურ ენაში 50 000-მდე იეროგლიფია. პრესის თავისუფლად კითხვისთვის კი, დაახლოებით, 2 000 - ს ცოდნა არის საჭირო.

image

imageჩინური კლავიატურის ერთ-ერთი ვარიანტი.


8. ბიბლია ყველაზე მეტ – 2 454 ენაზე არის ნათარგმნი.
9. მეორე ადგილზე, სხვა ენაზე თარგმნის რაოდენობის მიხედვით, კარლო კოლოდის «პინოქიოა».

10. ადამიანების უფლებების დაცვის უნივერსალური დეკლარაცია 321 ენაზე თარგმნეს. არცერთი სხვა დოკუმენტი არ უთარგმნიათ ამდენ ენაზე.

11. კრიპტოფაზია – საიდუმლო ენაა, რომელზეც ერთმანეთთან ძალიან ახლობელი ადამიანები საუბრობენ, მაგ., ტყუპები.

12. ისევე როგორც სხვადასხვა ენაზე მეტყველ ადამიანებს, სხვადასხვა აქცენი აქვთ, საკუთარი აქცენტები გააჩნიათ ჟესტების ენაზე მოლაპარაკე ყრუ-მუნჯებსაც.
13. ვატიკანში ბანკომატი ინსტრუქციას ლათინურ ენაზე იძლევა.
14. სილბოს ენა, რომელზეც კ. გომერას (კანარის კუნძულები) მოსახლეობა საუბრობს, მთლიანად სტვენისგან შედგება.


15. ლინგვისტიკის პროფესორი მარკ ოკრანდი, რომელმაც კლინგური ენა მოიგონა, სერიალისთვის «ვარსკვლავური გზა». თავის მცირეწლოვან შვილს სამი წლის მანძილზე ასწავლიდა ამ ენას. მაგრამ, როდესაც ბავშვი გაიზარდა, მამის გამოგონება საერთოდ დაავიწყდა.
16. ფრიზული – ოფიციალური ენა არის თითქმის 400 ათასი ნიდერლანდისთვის. ითვლება, რომ ის სასწავლად ყველაზე ადვილი ენაა, ინგლისურენოვანი ადამიანებისთვის.
17. როგორც აღმოჩნდა, უელსურ ენაზე მხოლოდ უელსში (დიდი ბრიტანეთი) კი არა, არგენტინაშიც საუბრობენ. საქმე იმაშია, რომ 200 წლის წინ, პატაგონიაში უელსელი ემიგრანტები ჩავიდნენ და იქ კოლონია დაარსეს.
18. არაბულ ენაში 28 ასოა, რომელიც სიტუვის ბოლოს და შუაში, განსხვავებულად იწერება, ივრითში ასეთი – 5 ასოა, ბერძნულში – 1.

19. ინგლისურად შობის შემოკლებულ სახელში «Xmas», «X» ლათინური ანბანიდან არ არის, ის ბერძნული «ხი» არის, რომელიც შუა საუკუნის მანუსკრიპტებში სიტყვა «ქრისტე»-ს აბრევიატურად გამოიყენებოდა (xus=christus).
20. ლათინური სიტყვა «სიმპოზიუმი» ქართულად «ქეიფს» ნიშნავს.

21. იაპონურად სიტყვა «მეტრო» 3 იეროგლიფით იწერება, რომელთა მნიშვნელობა ასეთია: «ქვემოთ» – «ნიადაგი» – «რკინა».

image

22. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სიტყვა-პალინდრომი (წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება) ფინური სიტყვა «saippuakivikauppias» რაც «აბრეშუმის გამყიდველს» ნიშნავს.
23. აფრიკის კონტინენტზე 1000-ზემეტი ენაა. ხოლო კონტინენტის ჩრდილოეთში მხცოვრები ბერბერების ენას წერილობითი ფორმა არა აქვს.
24. კარიბის ზღვის კ. კიურასაო (cura asado) ესპანურიდან სიტყვა სიტვვით თარგმნისას, «შემწვარ მღვდელს» ნიშნავს.
25. ქმერული ენის ალფავიტში (კამბოჯა) 72 ასო არის, ხოლო კ. ბუგენვილის (სოლომონის არქიპელაგი) აბორიგენების ალფავიტში – მხოლოდ 11 და ის ყველაზე მოკლეა ალფავიტია მსოფლიოში.
26. ხელოვნური საერთაშორისო ენა ესპერანტო, 1887 წელს, პოლონელმა ლინგვისტმა ლ. ზამენჰოფმა გამოიგონა.
27. სუაჰილი აღმ. აფრიკის ერებს შორის ურთიერთობის ენაა, რომელიც ბანტუს, არაბულის და პორტუგალიურის კომბინაციით არის შექმნილი.

28. ინგლისური სიტყვა «news» კომპასზე დატანილი ჰორიზონტის მხარეების აღმნიშვნელი სიტყვების საწყისი ასოებით: North, East, West, South არის მიღებული.

image

imageimage29. ჩინურ ენაში ბგერები «რ» და «ლ» ერთნაირად ჟღერს.
30. «საჰარა» არაბული სიტყვაა და «უდაბნოს» ნიშნავს.
31. ლათინური W – ლათინურ ალფავიტში არ არის.
32. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 6 ოფიციალური ენაა: ინგლისური, ფრანგული, არაბული, ჩინური, ესპანური და რუსული.
33. ესკიმოსების ენაში თოვლის სათქმელად 20-ზე მეტი სიტყვა არსებობს.
34. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2 და მეტ ენაზე საუბრობს.

35. მსოფლიოში სულ 14 დამწერლობა არსებობს: 1. ქართული 2. სომხური 3. ლათინური 4. ებრაული 5. ჩინური 6. სირიული 7. არაბული 8. ბერძნული 9. ეთიოპიური 10. იაპონური 11. კირილიცა 12. ინდური 13. მონღოლური 14. კორეული

image

image

P. S.

image

მასწავლებელი ქართული ენის გაკვეთიზე:

– აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის, რა განსხვავება არის ასოსა და ბგერას შორის?

ერთმა ბავშვმა ხელი ასწია და უპასუხა:

– ასოს ვწერთ, ბგერას ვთქვამთ.

imageქართული ერთადერთი ენაა მსოფლიოში, რომელშიც ბგერა და ასო ერთმანეთს ემთხვევა ანუ რასაც ვწერთ, იმას ვამბობთ. და მნიშვნელობა არა აქვს ასოების კომბინაციას (მაგ. ჩ გერმანულში – 4 ასოს კომბინაციით იწერება, ინგლისურში და ფრანგულში 3-3 ასო არის საჭირო ამ ბგერის დასაწერად, პოლონურში – 2).

ქართული ენის მსგავსი სიტუაცია არის სომხურ ენაშიც, თუმცა იქაც არის გამონაკლისები. მასში 39 ასო და 36 ბგერაა: ასოები ե, ո, և, – 2-2 ბგერის კომბინაციით იკითხება.

1
354
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
354
  
2017, 3 მაისი, 10:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1