x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფართოდ გავრცელებული 10 მცდარი აზრი, რომლისაც ადამიანების უმრავლესობას სჯერა
image


1. მრავალძარღვა ჭრილობას კურნავს.

ეს უფრო მეტად ქალაქური ლეგენდების კატეგორიიდან არის. შესაძლებელია, მრავალძარღვას ნაყენი კიდეც შველის, მაგრამ ჭრილობაზე ფოთლის დადება – ნამდვილად არა. გარდა ამისა, ფოთოლი შეიძლება საკმარისად კარგად არ იყოს გარეცხილი და ჭრილობაში ინდექცია შეიჭრას.


2. ცუდი განათების პირობებში კითხვა, მხედველობას აქვეითებს.


არ აქვეითებს, მაგრამ ართულებს. როდესაც ადამიანი ფარნის გამოყენებით კითხულობს, მისი თვალები მეტისმეტად იძაბება და ბადურის «ჩხირები» აქტიურ მოქმედებაზე გადადიან, რაც დიდი დატვირთვა არის თვალებისთვის. ამიტომ, თვალი მალე იღლება და შესაძლებელია, ტკივილიც გამოიწვიოს.


3. ჩვენ ტვინის მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ.


ის რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ 10% იყენებს, XIX საუკუნეში, ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა განაცხადა. დღეს ეს თეორია მსოფლიოს სხვადასხვა მეცნიერების მიერ უარყოფილია და როგორც ამტკიცებენ, ჩვენ თავის ტვინს სრულად – 100% ვიყენებთ.


4. ნესტიანი და ცივი ამინდი, ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს.


ავადმყოფობას, პირველ რიგში, ვირუსები იწვევს და უნდა აღინიშნოს, რომ მათი რაოდენობა ოთახში უფრო მეტია, იქ სადაც, ზამთარში, ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. თუმცა, ცივ ამინდში, იმუნური სისტემა მცირდება და თუ მაინც შეგხვდათ ვირუსი, უმჯობესია სიცივეს მოერიდოთ.



5. გომბეშო მეჭეჭებს აჩენს.


არა, არ აჩენს. გომბეშოს სხეულზე მართლაც აქვს «მეჭეჭები», მაგრამ ეს სინამდვილეში მისი ჯირკვლებია და ადამიანისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს (თუ, რა თქმა უნდა, გომბეშო შხამიანი არ არის). მეჭეჭებს პაპილომა ვირუსი იწვევს და დაავადება მხოლოდ ავადმყოფთან ახლო კონტაქტის შედეგად გადადის.


6. მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება.


შეიძლება. მთვარეულის გაღვიძება შეიძლება და აუცილებელიც არის. ამ მდგომარეობაში, ადამიანს საკუთარი თავისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგ., ფეხი წამოკრას რამეს ან სახიფათო ადგილზე მოხვდეს. უბრალოდ, მისი გაღვიძება ფრთხილად არის საჭირო, რომ არ შეეშინდეს.


7. თმა გადაპარსვის შემდეგ, უფრო მუქი და ხშირი არის.


სინამდვილეში, გადაუპარსავ თმას კონუსისებური ფორმა აქვს და იმიტომ ჩანს თხელი. გადაპარსვის შემდეგ, თმას ფორმა ეცვლება და უფრო სქელი ჩანს. გარდა ამისა, გადაუპარსავი თმა, მზის ზემოქმედებით, გახუნებულია და მის ფონზე, ახალი თმა, უფრო მუქად გვეჩვენება.


8. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება.


ესეც მითია. სინამდვილეში, თმა და ფრჩხილები ზრდას წყვეტს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მითს საფუძველი ნამდვილად აქვს. საქმე იმაშია, რომ ექსგუმაციის დროს, მიცვალებულს, თითქის, მართლაც უფრო გრძელი თმა და ფრჩხილები აქვს, მაგრამ ეს სხეულის გამოშრობით არის გამოწვეული.


9. ენა გემოს სხვადასხვა ზონებად არის დაყოფილი.


არც ეს არის სიმართლე. მცდარი აზრი გემოს აღქმის შესახებ, თარგმნისას დაშვებული შეცდომის გამო გავრცელდა. აღნიშნული თემა ერთ გერმანულ გამომცემლობაში იყო დაბეჭდილი. გერმანული ტექსტის თარგმნის შემდეგ, მან განსხვავებული შინაარსი მიიღო, რომელიც შეცდომით, ჭეშმარიტებად მიიღეს.


10. თვალების გამრუდება სიელმეს იწვევს.


ალბათ, ბევრს უცდია სარკის გარეშე, ცხვირის დანახვა. ეს თვალისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა არის და მას ზიანის მოტანა არ შეუძლია. რაც შეეხება სიელმეს, ანუ როდესაც ერთი თვალი პირდაპირ იყურება, ხოლო მეორე — გვერდით, ნერვული სისტემის დაზიანებით, ტრამვის ან ავადმყოფობის შედეგად შეიძლება იყოს გამოწვეული.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

12 ყველაზე გავრცელებული მითი: მშიშარა სირაქლემიდან დაწყებული და აინშტაინის ოროსნობით დამთავრებული

ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ

მითები ცხოველებზე

ნალი და რიცხვი 7 – იღბლის და ბედნიერებისთვის. საიდან მოდის ეს ცრურწმენები?

ტყუილები, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე გვჯერა

10 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც მითი აღმოჩნდა

მეცნიერებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მითების მსხვრევა დაიწყეს

image

1
1349
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1349
  
2017, 4 მაისი, 16:50
2, 4 და 10-ე პუნქტს არ ვეთანხმები.
0 1 1