x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
«ხილის დედოფალი»

image


ყველაზე გემრიელ ხილად მსოფლიოში და სრულიად სამართლიანად, მანგოსტანი (იგივე გარცინია, ლათ. Garcinia mangostana) ითვლება. ამ ხილს მარადმწვანე ხე ისხავს ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სამხ-აღმ. აზიაში და აფრიკაში. ნაყოფი საშუალო ზომის მანდარინის ხელაა, აქვს იისფერი ქერქი და კრემის დესერტის გემო.

image

image
მანგოსტანს «ხილის დედოფალსაც» ეძახიან. ნაყოფის გემო უნიკალურია და მასში ერთდროულად ანანასის, ატმის, გარგრის, მარწყვის და მანგოს გემოების შეგრძნება შეიძლება. ამ გემრიელი პროდუქტის შესახებ აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამერიკელი ფილოსოფიურ მეცნიერებების დოქტორი და ბოტანიკოსი დევიდ ფერჩაილდი. ის ამბობდა, რომ მანგოსტანი ყველაზე შესანიშნავი ხილი არის დედამიწის ზურგზე. ხოლო შვედი მეცნიერი ერიკ მობერი ამ ხილის შესახებ წერდა, რომ მას იმდენად უნიკალური გემო აქვს, რომ ადამიანებისთვის კი არა, ღმერთების საჭმელი არისო.

გარდა იმისა, რომ მანგოსტანი საოცრად გემრიელია, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ათასწლეულების მანძილზე მას მხოლოდ საკვებად კი არა, სხვადასხა დაავადებების სამკურნალოდაც იყენებდნენ.
მანგოსტანი ვიტამინების ნაკრების ფართო სპექტრს შეიცავს და უძლიერეს ანტიოქსიდანტად ითვლება მსოფლიოში. ამ უნიკალურ ხილს შეუძლია თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზება მოახდინოს და იმუნიტეტის ამაღლებას შეუწყოს ხელი. დღეს მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებენ, ნაყოფის შემადგენლობაში აღმოჩენილი ქსანტონების ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დასამზადებლად.

image

image

image

სამწუხაროდ, ყველაზე გემრიელი ხილის დაგემოვნება მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ( ტაილანდი, მიანმარი, ვიეტნამი, კამბოჯა, მალაიზია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ფილიპინები, ანტილის კუნძულები, კოლუმბია, ზანზიბარი, ლიბერია, განა, გაბონი, ბრაზილია, ვენესუელა, ჰონდურასი – ქვეყნები, სადაც ხილი კულტივირებული და ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი) შეიძლება, რადგან მისი შენახვის ვადა მხოლოდ 20-25 დღე არის. აზრი არა აქვს გაყინვას და ტრანსპორტირებას, რადგან ამ შემთხვევაში, გემოს საერთოდ კარგავს. ამიტომ, მას მხოლოდ ახალმოკრეფილს მიირთმევენ. თუმცა, არის კონსერვირების შესაძლებლობა და მისგან წარმოუდგენლად გემრიელი წვენი მიიღება.

როგორც უკვე აღნიშნული იყო, მანგოსტანის ხეები მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებში იზრდება. მას რეგულარული მორწყვა ესაჭიროება, ვერ იტანს ქარს და ჰაერის ტემპერატურის დაწევას. «ხილის დედოფლის» ყველაზე საინტერესო თავისებურება კი ის არის, რომ უსქესოა. მცენარეს თვითგანაყოფიერება შეუძლია, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ბუნებაში და მას აპომიქსისი (უსქესო გამრავლება ცხოველებში და მცენარეებში) ეწოდება.

imageimage

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმომაკვდინებელი შხამების (მათ შორის, ციანიდს) შემცველი საკვები პროდუქტები

საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

30 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ორგანიზმისთვის

0
373
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0