x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ჯინსის შერჩევისას და ინტერნეტით შეძენის წესი

ჯინსმა, 1853 წლიდან მოყოლებული, რაც ლევი სტრაუსმა პირველი შარვალი შეკერა, საფუძვლიანად დაიმკვიდრა ადგილი კაცობრიობის ისტორიაში და ჩვენს ყოველდღიურობაში: ერთ დროს, ოქროს მაძიებლებისთვის შექმნილმა სამოსმა, დროთა განმავლობაში, მუშების გარდერობიდან მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა. დღეს რთულია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელის შედარება, პოპულარობით, სტრაუსის გამოგონებისთვის შეიძლება: მას მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის წარმომადგენლები ატარებენ და მიუხედავად მოდელების მრავალფეროვნებისა, ძალიან რთულია «საკუთარი» შარვლის შერჩევა, რადგან, ისე როგორც ნებისმიერ საქმეს, ჯინსის შერჩევასაც თავისი ნიუანსები აქვს.


image


აქ, ყველაზე გავრცელებული შეცდომების მცირე ნუსხას წარმოგიდგენთ, რომელსაც ჯინსის შეძენისას ყველაზე ხშირად ვუშვებთ:



არ ვაქცევთ ყურადღებას წელის სიმაღლეს


image
შარვლის შეძენისას, ყურადღება წელის სიმაღლეს მიაქციეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის შეძენამდე მიზომების საშუალება არა გაქვთ. თუ მას ინტერნეტით იწერთ, regular ან medium სტილი საკუთარი ზომა უნდა შეუკვეთოთ. ხოლო, თუ დაბალ წელზეა, — გახსოვდეთ, რომ თუ სულ ოდნავ გაქვთ წამოზრდილი მუცელი, შარვალი შეიძლება არც შეგეკრათ.

ჩვეულებრივ შარვლის იარლიყზე ორი ზომაა მითითებული: შიდა ნაკერის სიგრძე (L) და წელის გარშემოწერილობის სიგრძე (W). თუ ჯინსის შეძენა გინდათ დაბალ წელზე, აუცილებლად უნდა მოძებნოთ კიდევ ერთი ზომა — თეძოს გარშემოწერილობა, რომელიც ჩეულებრივ, – H-ით არის მარკირებული.



არ ვაქცევთ ყურადღებას ჯიბეების განლაგებას


image


ჯინსის შეძენისას უნდა გახსოვდეთ, რომ ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს არა მარტო წინიდან, უკანა მხრიდანაც. არ ღირს არჩევანის გაკეთება ისეთ მოდელზე, რომელზეც ჯიბეები მეტისმეტად ქვემოთ მდებარეობს. ოპტიმალურ ვარიანტში, ჯიბის ქვედა ხაზი იქ უნდა გადიოდეს, სადაც საჯდომის კუნთი მთავრდება.

გარდა ამისა, მეტისმეტად დიდი ჯიბე ვიზუალურად მოცულობას ზრდის და იმაზე სრულს გამოგაჩენთ, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით.



ვყიდულობთ შარვალს განიერი წელით


image
ხან ისეც ხდება, რომ წელის ხაზის გარდა, შარვალი ყველგან საუკეთესოდაა მორგებული, ანუ შეგიძლიათ რამდენიმე თითის მოთავსება წელსა და შარვალს შორის. და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ პრობლემის მოგვარებას ქამრით შეძლებთ: ქამრის მორგების შემდეგ, ნაოჭები გაჩნდება და შარვალი ისე კარგად აღარ გექნებათ, როგორც ქამრის გარეშე. ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს — სხვა მოდელი შეარჩიეთ.

და კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადშებას. ხშირად კითხულობენ: ღირს, თუ არა, ერთი ზომით პატარა შარვლის შეძენა, იმ მოსაზრებით, რომ ის ხმარებაში გაიწელება და ისე კარგად არღარ იქნება სხეულზე მორგებული, როგორც შეძენისას? იმის გასარკვევად, ხმარებაში გაიწევა თუ არა ჯინსი, — ქსოვილის შემადგენლობა უნდა ნახოთ: თუ მასში ლიკრა, ელასტანი და სპანდექსი შედის, – ჩაცმიდან 2-3 საათის შემდეგ, შარვალი ნაკლებად მოტკეცილი იქნება.



არ ვაქცევთ ყურადღებას გვერდის ნაკერს


image


კიდევ ერთი რამ, რასაც შარვლის შეძენისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება — გვერდის ნაკერია. ეს განსაკუთრებით სკინებს ეხება: თუ ნაკერი მუხლს ქვემოთ სწორედ არ მიდის, შარვლის ტარება, ჯერ ერთი, არაკომფორტული იქნება და მეორე – ვიზუალურად, ფეხს გაამრუდებს. რაც შეეხება განიერი სტილის შარვლის ნაკერს, თუ ის ფეხზე ზუსტად შუაში არ გადის, ვიზუალურად, უფრო მსხვილი და მოცულობითი ბარძაყი გამოგიჩნდებათ, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ.



შარვლის შეძენისას არ გვაცვია სამოს, რომელთანაც მომავალში მის ჩაცმას ვაპირებთ


image
ერთი და იგივე ჯინსი სხვადასხვანაირად გამოიყურება სამოსის განსხვავებულ ნაკრებში: მაგ., შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს მაისურთან, მაგრამ საერთოდ არ უხდებოდეს ჯემპრს. ამიტომ, თუ მაღაზიაში მის შესაძენად მიდიხართ, აუცილებლად წაიღეთ თან იმ სტილის სამოსი, რომელთანაც მის ჩაცმა გეგმავთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის გათვალისწინებაც: კლასიკური თარგის მოდელის სიგრძე აუცილებლად უნდა სწვდებოდეს ფეხსაცმლის ქუსლის შუა ნაწილს. სიგრძის დამოკლება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ თუ მოკლეა, – არაფერი ეშველება.



შეძენისთვის სწორ დროს არ ვირჩევთ


image
თუ გქონიათ შემთხვევა, რომ შეიძინეთ სამოსი, რომელიც იდეალურად გქონდათ მოსაზომ ოთახში, მაგრამ მეორე დღეს შეამჩნიეთ, რომ ის, წელის არეში, მეტისმეტად განიერია. ეს შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ის კარგად დანაყრების შემდეგ, მალევე შეიძინეთ. მსგავსი სახის მოულოდნელობების თავიდან ასარიდებლად, მაღაზიაში ჭამიდან 1-2 სთ-ს შემდეგ უნდა წახვიდეთ.

imageimageimageimageimageimageimage








0
687
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0