x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72066
  • ვიდეო:325253
  • სურათი:427467
რატომ არის შავ-თეთრი და რისი ფორმა აქვს სინამდვილეში ფეხბურთის ბურთს - ეს ბევრმა არ იცის!

image


ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და, შესაბამისად, მისი ბურთის ფორმაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა ალბათ ბევრი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ მისი ფორმა სულაც არ არის სფერო, როგორც ეს ბევრს ჰგონია. სინამდვილეში ფეხბურთის ფორმა არის შეკვეცილი ოცკუთხედი. ამგვარი ბურთი შედგენილია 32 დეტალისგან, აქედან 20 თეთრი ექვსკუთხედი და 12 შავი ხუთკუთხედია. მათი ერთობა სრულყოფილ სფეროსთან ყველაზე ახლოს მდგომ ფორმას წარმოადგენს. შავი ხუთკუთხედები მოთამაშეებს ეხმარება უფრო კარგად შეიგრძნონ ნებისმიერი გადახვევა ბურთის ფრენის დროს.


image

32 ნაწილიანი ბურთის იდეა აღებული იქნა ამერიკელი არქიტექტორისა და დიზაინერის, რიჩარდ ბაკმინსტერ ფულერისგან. იგი საერთოდ არ ფიქრობდა ფეხბურთზე, უბრალოდ ეძებდა შენობის აგების ახალ ხერხებს, რომლებიც მინიმალური დანახარჯების პირობებში, სფეროსა ან ნახევარსფეროსთან ყველაზე მეტად დაახლოებული ნაგებობის შექმნის საშუალებას მისცემდა. შედეგად კი მიიღო გენიალური სტრუქტურა, რომელიც დღეს ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისათვის არის ცნობილი.


image

image


"ბაკმინსტერის ბურთის", ე.წ. "Buckyball"-ის მოდელზე შექმნილი პირველი ოფიციალური საფეხბურთო ბურთი გახდა კომპანია Adidas-ის მიერ, 1970 წელს მექსიკაში ფეხბურთის მსოფლიო თასისათვის შექმნილი "Telstar".


image

"Telstar" Adidas - მექსიკა, 1970.


image

შავ–თეთრი ლაქოვანი შეფერილობა შემთხვევით არ იქნა შერჩეული: 1970 წლის ჩემპიონატი პირველად გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ბურთი Telstar (Star of Television "ტელევიზიის ვარსკვლავი") განსაკუთრებით კარგად იყო შესამჩნევი შავ-თეთრ ეკრანებზე. სწორედ ეს ბურთი გახდა მომდევნო თაობების პროტოტიპი.


დღეს კი ყოველი დიდი საფეხბურთო შეჯიბრისთვის ახალ, უნიკალურ ბურთს ქმნიან. ფერებსაც მეტ-ნაკლებად ცვლიან, თუმცა ფეხბურთის ბურთის ტრადიციულ შეფერილობად მაინც შავ-თეთრია აღირებული.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში - ის, რაზეც 7 წელი არ საუბრობდნენ

image

2. 8 ყველაზე სკანდალური დამნაშავე ფეხბურთის ისტორიაში - ამბები, რომლებიც ბევრმა არ იცის!

image

3. ყველა დროის 10 საუკეთესო ანეკდოტი ფეხბურთის შესახებ

image

4. ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუა

image

5. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image





0
1216
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0