x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
თაფლი და დარიჩინი წონაში კლებისა და იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო საშუალებაა!!! (+რეცეპტი)
image როგორც მოგეხსენებათ, თაფლი ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარია. მისი
შემადგენლობა მსგავსია სისხლის პლაზმისა. თაფლი კლავს ორგანიზმში არსებულ
ვირუსებს და იცავს დაინფიცირებისაგან. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ყველაზე სასარგებლო, ნატურალური თაფლია. თაფლიანი წყლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ წყალთან შერევისას თაფლის 30% ხდება იმ თვისებების მატარებელი, რომელიც სისხლის პლაზმას გააჩნია. თაფლიანი წყალი ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებისა და ვიტამინების შეთვისებაში. მისი მიღება ხელს უწყობს ტვინსა და მთელს ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ანელებს დაბერების პროცესს. მისი საშუალებით თქვენ იღებთ ვიტამინების მთელ მარაგს, რაც უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაზრდას. თქვენი სხეული ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ უფრო მდგრადი ხდება. გარდა ამისა, თაფლს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და გამოიყენება სიმსივნის პრევენციისათვის.


ნუ გამოიყენებთ თაფლიან წყალს იმ შემთხვევაში თუ :



1. ფუნტკრის პროდუქტების მიმართ გახასიათებთ ალერგია და ხართ ჰიპერმგრძნობელური;

2. გაქვთ თირკმელებისა და გულის უკმარისობა;

3. შაქრიანი დიაბეტის დროს;

4. გასტრიტის, მწვავე კუჭის წყლულისა და 12 გოჯა ნაწლავის ანთების დროს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი პრობლემა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიიღოთ ეს ნაზავი.


image


რა სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის თაფლისა და დარიჩინის ნაზავს:

1. მისი ხშირი მიღება, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან;

2. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას;

3. ახასიათებს ანტისოკოვანი და ანტიბაქტერიული თვისებები;

4. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში;

5. წმენდს ნაწლავებს, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას;

6. დადებითი ეფექტი აქვს სისხლძარღვების მუშაობაზე. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

7. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას;

8. იგი ეხმარება ნაწლავურ მიკროფლორას აღდგენაში. მისი მიღება რეკომენდირებულია დისბაქტერიოზის დროს;

9. შეგმატებთ ძალასა და ენერგიას;

10. დაამშვიდებს ნერვულ სისტემას.

image

თაფლისა და დარიჩინის ნარევი- მეცნიერთა დასკვნით, თაფლი უნიკალური სამკურნალო თვისებების მატარებელია. გაითვალისწინეთ: თაფლი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური. თუ შეფუთვაზე წერია PURE-ეს სავარაუდოდ, პასტერიზებული თაფლია. თუ წერია RAW- ეს ნამდვილად არაპასტერიზებული და ნატურალური თაფლი გახლავთ.

image



ნაზავი მოამზდეთ საღამოს ძილის წინ:

1. 1/2 ჩაის კოვზ დარიჩინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი;
2.აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი;
3.ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დარიჩინი და თავზე დაახურეთ. ასე გააჩერეთ 2 საათი;
4.როდესაც ნაზავი შეგრილდება მხოლოდ მაშინ დაამატეთ თაფლი, რადგაც მაღალი ტემპერატურა თაფლს სასარგებლო თვისებებს უკარგავს;
5.1/2 მომზადებული ნაზავისა დალიეთ ძილის წინ, მეორე ნახევარი კი მაცივარში შედგით;
6. დილით, უზომზე, მაცივრიდან გამოიგეთ და სითხის მეორე ნახევარი, უკვე გაციებული (არ გაათბოთ) დალიეთ.


გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ შესაძლოა წონის კლება შეწყვიტოთ ანუ ერთ წონაზე "გაიყინოთ". ეს იმიტომ ხდება, რომ თაფლისა და დარიჩინის ნაზავი წმენდს ნაწლავებს, ანადგურებს პარაზიტებს, გამოდევნის სოკოსა და ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უშლიან ნივთიერებათა ცვლას. როდესაც ორგანიზმი იწმინდება, წონის კლებაც წყდება. თუ ასე მოხდა შეწყვით ამ სასმელის მიღება ან დროებით შეისვენეთ.




იხილეთ აგრეთვე:


სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!!


საუკეთესო მოტივაცია წონაში დასაკლებად!


ადამიანის იმუნიტეტის 80% ნაწლავებშია! ჩაიტარეთ დეტოქსიკაცია, დაიკელით წონაში და გათავისუფლდით ალერგიისგან!


ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება!


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები


დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!


ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !


ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!


აქტივირებული ნახშირით წონაში კლების მეთოდები!


0
6028
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
6028
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0